„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 36 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-01
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა
ან შენახვა, ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება
1. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან
შენახვა ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა
და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, –
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
2. საქართველოს კანონის ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” №1 დანართის №82-85 და N2
დანართის N92-ე პუნქტებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის
გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე
მოხმარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე
ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე პირი, რომელიც
ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად,
თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისაგან.
2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს
გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან
ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისათვის წარუდგენს საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური
დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
(მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის
ტერიტორიაზე მყოფ სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს
საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს.
4. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის
ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონის პროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს საქართველოს კანონის პროექტიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიზანია
ნარკოტიკული საშუალების - კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი)
მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული
საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა არ
იწვევდეს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად -
,,ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა
ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის
გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად
იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“.
ვინაიდან ,,სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტით
ხდება ნარკოტიკული საშუალებებიდან კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის
(გამომშრალი, ნედლი) გამოყოფა, მნიშნველოვანია რომ ცალკე გამოიყოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსითაც და შემცირდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც (აღნიშნული
ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენისთვის ან შენახვისთვის გასაღების
მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე).
კერძოდ - შემცირდეს ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა და გაუქმდეს ადმინისტრაციული
პატიმრობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია შემდეგი ნარკოტიკული საშუალების - კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე),
მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენისთვის ან შენახვისთვის
გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის შემცირდეს
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ - ჯარიმის ოდენობა (500 ლარიდან 100 ლარამდე) და
გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიღების შედეგად - ნარკოტიკული საშუალების - კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე),
მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენისთვის ან შენახვისთვის
გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის შემცირდება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ - ჯარიმის ოდენობა (500 ლარიდან 100 ლარამდე,
რომელიც განმეორების შემთხვევაში გაიზრდება 300 ლარამდე) და გაუქმდება ადმინისტრაციული
პატიმრობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ იწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
იმის
გათვალისწინებით,
ადმინისტრაციული/სისხლის
რომ
სამართლის
წარმოდგენილი
ცვლილებით
სამართალდარღვევების
გამო
გათვალისწინებულია
სანქციების
(ჯარიმები)
ოდენობის ცვლილება, აღნიშნული ზეგავლენას მოახდენს, როგორც 2015 წლის, ისე შემდგომი წლების
კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლებზე.
სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს შემოსავალმა სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სფეროებში (შემოსავლის კლასიფიკაციის კოდი 14311) კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შეადგინა 3.6
მილიონი ლარი. ხოლო შემოსავალმა სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევევის გამო (შემოსავლის კლასიფიკაციის კოდი 1435)
კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შეადგინა 31.9 მილიონი ლარი.
თუ დავუშვებთ, რომ კლასიფიკაციის კოდი 14311-ით მობილიზებული თანხის დაახლოებით 10% მოდის
საქართველოს
კანონის
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ #1 დანართის #82-85 და #2 დანართის #92-ე
პუნქტით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით
უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაზე, რაც თანხობრივად
წელიწადში დაახლოებით შეადგენს 360.0 ათას ლარს, (საშუალოდ თვეში 30.0 ათას ლარს), და ასევე
გავითვალისწინებთ პირველადი მოხმარების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის შემცირებას 500 ლარიდან
100 ლარამდე და კანონპროექტის ამოქმედების სავარაუდო პერიოდს, ამ მიმართულებით
კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო დონიდან შემცირების სავარაუდო ოდენობა
2015 წლის ივლის-დეკემბრის პერიოდისათვის შეადგენს დაახლოებით 144.0 ათასი ლარს.
ამავდროულად, თუ დავუშვებთ, რომ ინიციატივით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმეორებით
ქმედების ოდენობა შეადგენს ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ შემთხვევათა საშუალოდ 50%-ს,
მივიღებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაკისრებული ჯარიმების საშუალო წლიური
ოდენობა,
ასევე
360.0
ათას
ლარს
უტოლდება.
ცვლილების
შემდგომ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის არანაკლებ ორმაგი ოდენობის ნაცვლად
300 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებისა და კანონპროექტის ამოქმედების სავარაუდო პერიოდის
გათვალისწინებით, ამ მიმართულებით კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო
დონიდან შემცირების სავარაუდო მინიმალური ოდენობა 2015 წლის ივლის-დეკემბრის პერიოდისათვის
შეადგენს დაახლოებით 126.0 ათასი ლარს.
წარმოდგენილი ცვლილების კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო დონიდან
შემცირების სავარაუდო მინიმალური ოდენობა 2015 წლის ივლის-დეკემბრის პერიოდისათვის ჯამურად
შეადგენს 270.0 ათას ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
პირებს, რომლებიც ჩაიდენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების
კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ
შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის
დანიშნულების გარეშე დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 500 ლარის ნაცვლად 100
ლარი, განმეორების შემთხვევაში 300 ლარი და არ დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმის
ოდენობის შემცირება კანონპროექტით განსაზღვრულ შემთხვევებში და ასევე ამავე შემთხვევებში
ადმინისტრაციულსახდელდაკისრებულ პირთათვის (განმეორებით ქმედების შემთხვევაში) ჯარიმის
ოდენობის ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლმენტის წევრი - გიორგი ხაჩიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი ხაჩიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მოქმედი რედაქცია:
მუხლი 45.ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან
შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება
ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა
და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, –
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე
ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე პირი, რომელიც
ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების
გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ქმედებებისათვის
განსაზღვრული
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისაგან.
2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს
გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან
ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილია პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების
სამმართველოს თანამშრომელი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გამოკვლევის მიზნით
წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეს,
რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების
გარეშე მოიხმარა.
[3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისათვის წარუდგენს საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური
დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
(მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის
ტერიტორიაზე მყოფ სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს
საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე
მოიხმარეს. ( ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან )]
4. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის
ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.