„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.06.2015
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/342/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს ცვლილება და 90-ე მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,23. 2016−2017 სასწავლო წლის დასაწყისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ამ კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების ძირითად მიზეზს წარმოადგენს აფხაზურენოვანი აბიტურიენტისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების რეალური შესაძლებლობის მიცემისა და ოსურენოვანი აბიტურიენტებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის დადგენილი რეგულაციის გადადების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზნს წარმოადგენს აფხაზურენოვანი აბიტურიენტისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისათვის ხელის შეწყობა და ოსურენოვანი აბიტურიენტებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის დადგენილი რეგულაციის გადადება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილება, ერთი მხრივ, აფხაზურენოვან აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა გააგრძელონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტისა და აფხაზური ენის ტესტის ჩაბარების საფუძველზე, ხოლო ოსურენოვანი აბიტურიენტებისთვის შემუშავდება ალტერნატიული მოდელი, რათა მათ შეძლონ სწავლის უფლების მოპოვება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღნიშნული ცვლილების განხორციელება აუცილებელია, ვინაიდან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2015-2016 სასწავლო წლიდან, საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტი, იმისათვის რომ, მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს მხოლოდ ზოგადი უნარები აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ ან ოსურ ენაზე. ეს დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით შეუძლებელია, ვინაიდან ოკუპირებულ რეგიონებში სხვადასხვა საგნობრივ კომპეტენციას, საგნის ლექსიკას მოსწავლეები რუსულად ეუფლებიან. აფხაზურ და ოსურ ენაზე ამა თუ იმ საგნის სწავლება მხოლოდ დაწყებით საფეხურზე (მეოთხე კლასის ჩათვლით) ხდება. ზოგადი უნარების ტესტის ერთი ნაწილი ამოწმებს აბიტურიენტთა ვერბალურ კომპეტენციას, ლექსიკურ სიმდიდრეს, ვერბალურად წარმოდგენილი ინფორმაციის, სხვადასხვა ტექსტის გაგებისა და გააზრების, ანალიზის უნარს. ეს ტექსტები მრავალფეროვან თემატიკას შეეხება - ისტორიას, ბიოლოგიას, ხელოვნებას და ა. შ. ამ სფეროებთან დაკავშირებულ ლექსიკასა და ტერმინოლოგიას კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსულად ეცნობიან და ითვისებენ. სასკოლო განათლების ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რომლებიც ამა თუ იმ საგნის სამეცნიერო ტერმინოლოგიის სწავლების ძირითადი, განმსაზღვრელი ეტაპებია, სამეცნიერო ტერმინოლოგია ოსურ და აფხაზურ ენებზე არ ისწავლება. ზოგადი უნარების ტესტის მეორე ნაწილი ამოწმებს რაოდენობრივი აზროვნების უნარს - რიცხვების სახით წარმოდგენილი ინფორმაციის გაგებისა და გაანალიზების, მათემატიკური ცნებებით ოპერირების უნარებს. როგორც აღვნიშნეთ, ოკუპირებულ რეგიონებში მათემატიკის სწავლებაც დაწყებითი საფეხურის შემდეგ რუსულად მიმდინარეობს და, შესაბამისად, მათემატიკური ცნებები, მეცნიერული ტერმინები ოსურ ენაზე უცნობი იქნება აბიტურიენტებისათვის. ზოგადი უნარების ტესტის მშობლიურ ენაზე ჩაბარება იმიტომ არის მიზანშეწონილი, რომ მშობლიურ ენაზე ადამიანი ყველაზე სხარტად და ეფექტურად ჭრის სააზროვნო ამოცანებს. ხოლო ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის „სააზროვნო ენად“ იმ სფეროში, რომელსაც ზოგადი უნარების ტესტი შეეხება, რუსულია გადაქცეული. ამის გამო მიზანშეწონილია მათთვის ამ ტესტის სწორედ რუსულად შეთავზება. 2015-2016 სასწვალო წლამდე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება: ა) აფხაზურენოვან აბიტურიენტებს შეეძლოთ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტისა და აფხაზური ენის ტესტის ჩაბარებით, რაც მიზანშეწონილია გაგრძელდეს მომავალშიც, იმისთვის, რომ აღნიშნული პროგრამა ხელმისაწვდომი იყოს აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის; ბ) ოსურენოვანი აბიტურიენტებისათვის გამოცდის ჩაბარება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ფორმატით ან აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული ფორმატით შეუძლებელი იყო და არის. პირველი იმიტომ, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არაა მიზანშეწონილი ოსურენოვანი ზოგადი უნარების ტესტის შექმნა და, მეორე, იმიტომ რომ არ არსებობს ოსურენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი და, შესაბამისად, შეუძლებელია ოსური ენის ტესტის შედგენაც _ ეს მოითხოვს გარკვეულ დროს და, შესაბამისად, ვერ მოესწრება 2015-2016 სასწავლო წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 90. კანონის ძალაში შესვლა 1. აკადემიურ თანამდებობებზე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა, ამ კანონის 38-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-2 და მე3 პუნქტები ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან. 2. ამ კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008-2009 სასწავლო წლის დასაწყისიდან. 21. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტითა და 542 მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცებისთანავე. 22. ამ კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების ჩარიცხვა არის არაქართულენოვანი საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო ინტეგრაციისკენ მიმართული დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2018–2019 სასწავლო წლის ჩათვლით. 23 . 2015−2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ამ კანონით დადგენილი წესით. 24 . ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე აფხაზურენოვანი საქართველოს მოქალაქეები უფლებამოსილი არიან ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტები, რაც იწვევს მათზე მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტების ჩაბარებისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას. 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დასკვნები
¨ ― "ooく OF STAFF OF ‑60b ¨ し ヽナ 挟 LECAL DEPARTMENT m600b PARLIAMENT OF CEORCIA ¨ 。 4600 o ヽメ贅xシ ヽ 。,デ b 26 ,■ J 脚 崚 2"9168 ヽ bDJDhln3900b 〕 DhCD0360∩ ¨ 国か にgddep@Parhanent ge 26 Ab6hidze Avenue,4600,KutaisI Ccottia Te! 2289168 e mal Lgadep@parl● ment ge 話 19 ..l""36.,1n .rorru. v Qδ b335δ し可 からの製 Ob O∽ 。36o60b 36し ヽ 。5o6aゃ 両 o o5oOoo0030じ 恥 bO∽ い 60"∞ 防 o ぐ 。 し で 3● 5o∞ o∝ゃ雪 ゛。しooひ 6obぃ oδ 。 ヽ ,00o鯉 03oぃ 6o∽ 、Rゃ。しυがヽプ し 6咽 可。 0 し 6■ 0じ 3。 5o5ob蒟 00J00b(07‐ 2/342,011162015)い 」、 ∞ 3o6呻 sa05oob Joあ ∞e出 "で 5o050ob 145 0 00bで 0し 000bo3欧 6%智 600じ めЮOb鵡 じ∞。 Oδ 恥 0 '0。 ljrCr6ogCq'ml) Jr6qraC6ool, rJJd))Oob o06)o<,ogq,6r q-o3Jr6g$36g0r 5,:6oboq,r ljJj.)5o6gq,ol-r Acr)rg6(')Aou do36 \:3.>6o60q6\,o o6o0or0o3ou $3lnor $)6)aop696oqro "964,q,9lro Ar6rcr,q,Cbou BgtllfuO.. ltj,liogqx,rb JJ6o66o C3qloqlCbob tsC6l6ob cDrobJtC,, Irju6o4gq,otr JJ6o6oU J6('}CCOob (07-2/842,01.06.2015) l.,rg{rcr8Cq,ob Jr6q,rAC6OoU 6g6q,.r0g5goU 1a5-9 O3bq,ot-r 6oort( r363borr6 Bgtr$r0olm6ob 0o$6o1 3.>6o6ol-r J6oCjOob 6r6boq3ob J6ogSqggriou qD$gC6r. Lt3oo)bo q.r 0ot.:6ts3$o6oq,rq.o 〆「 bSbO■ 郷000080b0 ェ̲6%̲̲∠ ;]101,0, 4600 :│:〕 〔 1)̀0て ,‐ ()0あ ヽ00(101,(ゝ ヽ1)3 26 りと θ OR0 ̲̲̲̀29」 「 b$r6cnSgqrrnb Jr6q,5AC6Oob bro6gr6obr6o<n q.ogJr66r0g66ob gg6obb CrE bt6arb gcng6 bgo$mdglt C.orbJgEr lr$.:6or3gq,arb 0orr36obob 0o96 bt3s6r'r66qggbqro o6o6orgogob $gboor $rt60rnq.o6g6oq,o bjr6o6gq,ob 3r5<'r6ob J6ogjgob,,gOrqq,gbo 6s6sorygbob tsgttbgb" brjr6o6gq,cnb 3r6o6tlo ggqoq,gbob tsg$rEob Crrra)brq50 Q7-2/342,01.06.15) b$rdro6gq,ob J#iqrs0g6$oU 0Sbrbr0obobolr orsobs9ca <fu5q,$g6gob 145-9 Og\,olt aC-2 SUqOob "b" $5ig6i$orr6 brjrt6or6q,r.rb Jr6q,r0g6gotr b$ogaXgrn ogotr6r 6r6otroq,r b.:jr5or39q,r'rl-r 0or,:36rnbolr 0o96 lrr3r6rn60eCbeo o6o6orgo3olr $gtroor $.:60rnqr6g6oq,o b,: j.>6or6q,r.rb 3ubrn6olr J6rngjgob ,,g0rqq,Xbo 5r6rorq,g0ob 0gbrbgb" ttj,:6org3q,rnb Jr6o6tso 63q,oq,3bob tsC$r6ob orrrnOr'bg (07-2/342, 01.06.15) brjr6or3Xq,mb Jr6q,u096golr 6g6q,r0g6gob 145-p Ogbq,ob 0g-2 Jg6igot; ,,b" d3gfubigcr,r6 0gb0;6olrobotr br3oorbo qr,: 6ot,:6tsggro6oq,.:qr 0o186o1 3rbr.r6J6r'r3jgob 5,:6boq,3ob Jt6rn6gpg6ob qgr$gCbr. Jrgo3ob6g0oor, a.1"1_1t.* orronr bgorr6g6o b,:bogaggrn ergobob gg6crbob 0r.rgrqgtnbol-t tsg0lrt6 gq,gbgq,o