„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2015
ავტორი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/346/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
「 κ \ て b)力 h039Clnb 〕 )hCD00500 、 しOJさ m00RnLさ さ R000600L b016円 L 60電 さ 80001電 Obさ 6円 0001lR0 0J00L 『 〕 n3Jolo 6o6bn暉 31Lさ 6日 00R16nL 電心 80bnL 10bさ bob 『 288/7 tSJb 8 o860 080ROt 8。 3● 6060tぶ 0.,6o300bO` 興 も Ob■ ObbOふ ''bOJ。 , 2015 ,0曖p 080ROも ̀00ぉ■ 50も のoOふ ■ "び 07‐ 2/̲346, 0406.2015) 606■ 0 03RO賃 030t 00● 0'' Oψ qrd,ac'l6o3o &jc6c€oJol$ qr Alo6c,Aoflt6o )rqo6oJor, Jc,ao6c0o 喘ぃ あ ̀"務 "″ 1206 ‐0209 ‐ ‑1206 'い ` 2206 い J3""6● 匈 J品` 6めち 1206 ‑ 0209 み、 ム ィ ω` ● ゆ´う̀'ル '力 ″lF,あ カソ、 1人・ ̀0絆 ""化 lr.:;lrr6or31qo [r J.rrvrq.>f 161)otr ]o11rtrro .:q,6151r: tr.rj.:14rn3191r.rlr J.:<zrq.>016$otr ,jo3o$1$1db.' q.: lrs.)..lt6q.:335$r'r ,116.rj13ond?o ,e.)ofi1(rl, 5rot60.>1)o11qo nil$oL .)6r',1J$ob 6.>6bo1q3.> lr; j.:16or31;91r,rlr J.>16q.:3;615olr rn.,33,5,q o3.,t6;; 11,;;yxn',11r',19.g.:
საქართველოს მთავრობის წარდგინება
ln30ROb OID58 bbJδ Obδ It.: j.r6orggq,r'rb J16q,r0 g66lr し 5」 δ 6∽ 30Ψ Ob 305し Oo0030。 し 67 0 oObΨ 。 し 3り し ヽ 6100bδ ∞ , し 場o5o50T06Ψ 0 05o30。 0030b 力b00 ,b600609605∽ し 。 。 6∞ 30Ψ Oし 」 3。 5o5oし 3600JOし ,,553∽ 060bo 95 6。 %。 しOoし 、 b06 し 。 6の 30Ψ Oし 3● 5o60o 。 」 %0 33で 。 90も Ob 8oo。 5ob∽ 50δ δ bQ5o050qP 3。 5o536oO」 O%o bお 0000o00で 。3Ψ boJ。 6(D30で mし 3。 6く T。 0050ob 05o60Ψ bbQm006%o000bし o506Ψ 。 5o060Ψ o。 で で。 し ` 。 6の 30Ψ Oし o506∞ O%。 し005oし 」 06ob 6ぃ で60ΨO,0653Ψ O b∂ δ ΨO∂ J6g0ogr6-0o6otr66o fl. o ot6r3qro grt6obrts3oqro N40468 04062015
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
δ 806δ ▼ o6o し 。 。 6030Ψ mb o053600。 し2015,Ψ 。 」 し4035oし 。 しし b●Oo。 し ヽ18o」 Ooで 。 5 111し δ Joあ01Ю 史Ob 3δ 6o5oも 3600」 00 ,,5輸 0050も 。 ゃ。6。、0じ 匈も 0"6・ いJ。 6∽ ∞ΨOb3。 5o60o03Ψ Oで 06。 しOo05い しの。 Obず、 。 し 。 。 6o30で 出 0 ゃ 」 a∽ 。 36060じ 6。 53。 660Ψ 06。 し 36oO」 00 ,,O bOoで 。 oOb しOJ Φ30で "じ a∽ 。 b。 し も o3。 6o60"OoΨ 0 06o00o0030し 3赦り o6030Ψ Oし 随bO∽ い」 3o6史 ● o0500o,。 6Q∞ 5oΨ 3` 6oい 6● OJO` 6 35ob 3 000bb0500Ψ 妻 ゃ。 00し obOδ '(o00bし 。 6030智 0も 06000で 。し 司 aO) o506∞ 0030b005oし 06033。中。 I 0ogofu6gq, oj6gu Uljs6o,mq,r,rlr 3r6o6ob J6rlCCOo qor g.lfuq6o6oU ,Itj.r6rorgq,ob ._ Jr6q,JAC6OU . br6brb(ryBCq,)8. 2. Ooqgbgq, oj6gu $.56,Ao(,bC6oq,o ttj,>6or3gq,r,rlr 0orca6oboU Jt6oqlgo. oeOo5oし 06o600b o86ob。 魏 W層働 じ δ Olb OO。 36o00b J。 6σ Bが で 06o 瓢躊 も 69Юヽゆし3600006お 。5 司。 bJbJr6AUq,CboU
განკარგულება
しOJ3ハ O133Rttb 80103ハ 円bRL 335J063111030 N・ H41 2015 O b05で 50obし 0」 66∽ ,で 。し 4 。 36ob。 」の6。 Ψoし o 30CPOb O∽ 53606。 し bぉ 55060Q06Ψ 005oO。 ゎ 0。 30b 。 o6の 30Ψ Oし 316Ψ 50o50oOぃ 6Q6050qP 355053600JoЪ ,bbO∽ じ 」 o 000bし 0506qPoQpく po5o035ob 60bob06 "bo356Ψ oo0500 09035oも υ b06 Oも 。 し 。 。 6∽ 30qPob 355m5ob oO̲4 80bqPob 」 006305」 00b80boあ 0。 し ヽ 9,b5J56の 30Ψ Oし 0の 。 3606。 しb。 315m50Q06Ψ 0 o6o00δ 0030b 'obOCD し 5」 o6∽ 005000 ,669605oΨ 30Ψ mb 3● 6Ψ 。 355o58600」 OЪ o"553の 0も Oboゃ 。6。 Ъ。 し8obobOδ bbJ。 6の 30Ψ Oし 3。 5o田 。 し8oo。 5ob∞ 。 mδ oЪ J̀し 。 6∞ 33Ψ OΨ oう 。 J。 30Ψ Oし 3。 6Ψ 5006oob bttmo00o00 T。 3qP05oあ っqP bbΨ 0006%O omabb0505,P、 99。 05o05oじ じ可。6の 30qPOじ 0506600030b∂ 。50b06。 b00。 Q60Ψ O,0653Ψ O bOoΨ 。 Oo 3600006 005ob060 qr6obrtsBoq,o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ნავთობის გადამუშავება - უწყვეტი საწარმოო ციკლით ნედლი ნავთობის გადამუშავება ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, ასევე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით;“; ბ) „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ნავთობპროდუქტები - ნახშირწყალბადების ნარევი, რომელიც მიიღება ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად;“. 2. 81 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) „ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება.“. 3. 256 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნას განაცხადი სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით. 3. განაცხადს უნდა ერთვოდეს: ა) საქართველოს რეზიდენტისათვის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო უცხო ქვეყნის საწარმოსათვის მისი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული/ლეგალიზებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია/რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა; 2 გ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში; დ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში; აღწერა, რომლებსაც ე) აუდიტის დასკვნა განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ; ვ) დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი აწარმოებდა საქმიანობას ბოლო 5 წლის განმავლობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) განმცხადებლის წერილობითი გარანტია, რომ საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემთხვევაში იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ; თ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღება, მან სააგენტოში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.“; ბ) მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ განმცხადებელი არის აფილირებული კომპანია, მისმა მშობელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს წერილობითი გარანტია ფინანსური უზრუნველყოფისა და საქმიანობის განხორციელების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ იკისრა ვალდებულება მოახდინოს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციების თუ დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა და მათი იმპლემენტაცია. შესაბამისად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ენერგეტიკის სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული დებულებების იმპლემენტაციის მიზნით, საჭიროა ზემოთ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში და მასში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 94/22/ (EC) რეგულაციის მოთხოვნის ასახვა, რომელიც ეხება ნავთობმრეწველობის (ძებნა-ძიება, მოპოვება და გადამუშავება) განვითარებას, რაც პირდაპირ დადგენილია დირექტივის მე-14 მუხლით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში გულისხმობს ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას და სტაბილურობას. ამისთვის კი საჭიროა სტაბილური და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნავთობისა და გაზის მრეწველობა არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროზე, ამიტომ აღნიშნული დარგის განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა. კანონის არსებული რედაქცია შეიცავს საკანონდმებლო ხარვეზებს, რომელიც ეხება ნავთობისა და გაზის გადამუშავების სფეროში ლიცენზიის გაცემას და სალიცენზიო პირობებს, ნავთობპროდუქტების მიღებას, ნავთობპროდუქტების სასაქონლო ნომენკლატურის კოდებს, ნავთობისა და გაზის მოპოვების და გადამუშავების პროცესში ნავთობისა და გაზის ბუნებრივ დანაკარგების ნორმებს. აღნიშნული ხარვეზები აფერხებს ადგილობრივი ნავთობის მრეწველობის განვითარებას, ართულებს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ხელს უშლის საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანად განხორიცელებას. დირექტივის პრეამბულის მე-3, 4, 5, 6, 11 პუნქტები, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქვეყნები რომლებიც დამოკიდებულები არიან ნახშირწყალბადების იმპორტზე უნდა უზრუნველყონ მაქსიმალურად ლიბერალური და არადისკრიმინაციული ნორმების დადგენა, უნდა გაიხსნას ბაზარი და შეიქმნას თანაბარი კონკურეციის პიროები, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება მიიღონ ლიცენზია და განახორციელონ ნავთობისა და გაზის მოპოვება და გადამუშავება, საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს გარემოსდაცვით და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს, ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების, მოპოვების და გადამუშავების უფლების მინიჭებისას კრიტერიუმები უნდა იყოს არადისკრიმინაციულია მაგრამ სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს, რომ ლიცენზიის მიმღები აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას და მას გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები განახორციელოს ნავთობის მოპოვება და გადამუშავება. 4 წინამდებარე კანონპროექტით მაქსიმალურად არის გაითვალისწინებული დირექტივის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, კერძდ კი: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ნავთობგადამუშავება უნდა განხორციელდეს საწარმოს უწყვეტი ციკლით, რაც სრულ შესაბამისობაშია ნავთობმრეწველობაში საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან და მაქსიმალურად შესაძლებელს ხდის საწარმოს უსაფრთხო ფუნქციონირებას და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვებას, რაც აგრეთვე უზრუნველყოფს გარემოსა და ჯამრთელობაზე მავნე ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას; ბ) კანონის 81 მუხლის პირველ პუნქტში „ტ“ ქვეპუნქტის დამატება, აღნიშნავს ნავთობისა და გაზის მოპოვების და გადამუშავების პროცესში ნავთობისა და გაზის არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცებას, რაც შესაძლებელს გახდის საკანონმდებლო და ნორმატიულ დონეზე ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დადგენას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ნავთობმრეწველობის საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან და გაზრდის მეწარმეების ინტერესს, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები, რაც გაზრდის შემოსავალს სახელმწიფოს ბიუჯეტში; გ) კანონპროექტის 256 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში ცვლილები თანაბარ პირობებს უდგენს ყველა საწარმო სუბიექტს, გამორიცხავს დისკრიმინაციულ მიდგომებს, ამარტივებს და უფრო ლიბერალურს ხდის ლიცენზიის გაცემის პროცედურებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ლიცენზიის მაძიებელი არ არის ვალდებული იქონიოს ნავთობგადამუშავების სფეროში 5 წლიანი გამოცდილება, რაც თავის თავად დადებითად იმოქმედებს დაინტერესებულ პირებზე; დ) კანონპროექტის 256 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შეფასდეს განმცხადებლის ფინანსური რაც იძლევა იმის საშუალებას ობიექტურად მდგომარეობა. საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები ახორციელებენ მოპოვებული ნავთობის მომზადებას. ამის შემდგომ ხდება მომზადებული ნავთობის სასაქონლო რეზერვუარებში გადატანა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინვესტორის და სახელმწიფოს წილი ნავთობის შენახვა მის სარეალიზაციოდ გატანამდე. ზოგადად, დარგობრივი სპეციფიკა და ბუნებრივი რეალობა (სეზონურობა, კლიმატური პირობები, შენახვის პირობები და ა. შ.) განაპირობებს რეზერვუარებში განთავსებული ნავთობის აორთქლებას, რის გამოც ინვესტორ კომპანიაზე და ნავთობის ეროვნულ კომპანიაზე ნავთობის გადაცემა ხდება აორთქლების ნორმის (ბუნებრივი დანაკარგი) გათვალისწინებით. საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს დანაკარგების ზღვრული ოდენობის დათვლის სხვადასხვა მეთოდიკა, რომლებიც ეფუძნება ნავთობის ხარისხს, კლიმატურ პირობებს, რეზერვუარების ტიპს, სარქველების მოწყობას, რეზერვუარების დანიშნულებას და სხვა ფაქტორებს. ნავთობის ბუნებრივ დანაკარგებს ადგილი აქვს ნავთობის ოპერაციების განხორციელების პროცესში (საბადოდან მოპოვებული ნავთობისა და გაზის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და შენახვა) და აგრეთვე, ნავთობგადამუშავების (ნედლი ნავთობის გადამუშავება ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით) განხორციელების პროცესში. დღეისათვის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების არ არსებობის გამო უკმაყოფილება გამოთქმული აქვს არაერთ საინვესტიციო კომპანიას, მათ შორის, კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში ახდენენ ნავთობის მოპოვებას და მის შემდგომ განაწილებას სახელმწიფოსთან, რადგან ვერ ხერხდება ფაქტობრივად განცდილი დანაკარგის ოფიციალური დასაბუთება ნორმასთან მიმართებაში. 5 აგრეთვე ნავთოგადამუშავების წარმოების განვითარებისათვის შემაფერხებელ დებულებას წარმოადგენს სავალდებულო 5 წლიანი გამოცდილების არსებობის მოთხოვნა ნავთობგადამუშავების სფეროში, რაც ლიცენზიის არ გაცემის საფუძვლად მოიაზრება, კანონის ახალი რედაქცის თანახმად აღნიშნული პორობა აღარ წარმოადგენს სავალდებულოს და ლიცენზიის მაძიებელი წარმოადგენს ინფორმაციას გამოცდილების შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში. აგრეთვე მნიშნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა, რომ ლიცენზიის მაძიებელმა წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა მისი ფინანსური საშალებებთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფოს მისცემს საშუალებას ობიექტურად შეაფასოს ლიცენზიის მაძიებლის ფინანსური მდგომარეობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება და საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში დასაქმებული ინვესტიციების სუბიექტების მოზიდვის კანონიერი საკანონმდებლო წესით დარეგულირება. ხელშეწყობა, ინტერესების რაც დაცვისა აგრეთვე და მოიცავს არსებული დარგში რეალობის აგრეთვე, აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და დაარეგულიროს საქართველოში ნავთობის მრეწველობის განვითარება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის ნავთობგადამამუშავებელი შესაბამისად, საწარმოების რაც გახსნას შესაძლებელს და გახდის ადგილობრივი თანამედროვე კადრების დასაქმებას. ამავდროულად, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ეფექტურად განხორციელდეს ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება, ზედამხედველობა და მონიტორინგი, ნავთობის დანაკარგების ნორმების დადგენა და ნავთობპროდუქტების საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდებთან შესაბამისაობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპოექტის მიღებით აღმოიფხვრება ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების, შეგროვების, მომზადების, შენახვის და ტრანსპორტირების განხორციელების პროცესში არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული ხასიათის ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და ნორმებს და თავისთავად აფერხებს ნავთობმრეწველობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას და დარგის განვითარებას. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ნავთობის გადამუშავება არის პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, ასევე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით. აღნიშნული წარმოება შედის მაღალი რისკის კატეგორიის საწარმოთა სიაში, ვინაიდან საქმე გვაქვს ფეთქებადსაშიშ ნივთიერების წარმოებასთან და მცირეოდენმა საწარმოო ხარვეზმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი და ზარალი მიაყენოს როგორც ადამიანის სიცოხლეს ასვე გარემოს. არსებული დეფინიციის მიხედვით, კი შესაძლებელია ისეთი ტიპის საწარმოო ობიექტებისათვის საქმინობის უფლების მინიჭება, რომლებიც 6 ვერ უზრუნველყოფენ ნავთობმრეწველობაში საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი საწარმოო უსაფრთხოების ნორმების დაცვას და მაღალხარისხიანი პროდუქციის გამოშვებას. ხოლო შემოთავაზებული პროექტი, რაც მოიცავს საწარმოს უწყვეტი ციკლით მუშაობის აუცილებლობას, სრულ შესაბამისობაშია ნავთობმრეწველობაში საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან და მაქსიმალურად შესაძლებელს ხდის საწარმოს უსაფრთხო ფუნქციონირებას და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვებას, რაც რასაკვირველია შესაძლებელს გახდის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, რეალიზაციას, მოხმარებას და გარემოსა და ჯამრთელობაზე მავნე ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ქვეპუნქტის თანახმად ნავთობპროდუქტებში იგულისმება მარტო ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი, მაზუთი, თხევადი გაზი, საზეთი მასალები და სხვა პროდუქტები, რომლებიც შეესაბამება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 271000270, 271000290, 271000320, 271000510, 271000550, 271000590, 271000690, 271000740, 271000980 კოდებით განსაზღვრულ საქონელს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კოდები არ შეესაბამება დღეს მოქმედ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურით დადგენილ კოდებს. გარდა ამისა არსებული ვერსიის თანახმად ლიცენზიის მფლობელს ეკრძალება ნავთობგადამუშავების შედეგად იმ სახის ნავთობპროდუქტების მიღება, რომელიც არ არი დადგენილი არსებული დეფინიციით. ხოლო შემოთავაზებული პროექტის თანახმად ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია გამოუშვას ნებისმიერი ნავთობპროდუქტი რაც მიიღება ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად და რაც თავის მხრივ შეესაბამება და აღიარებულია საერთაშორისო ნავთობმრეწველობის საქმიანობაში. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ნავთობის მრეწველობის განვითარებას საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, რაც შესაძლებელს გახდის თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გახსნას და ადგილობრივი კადრების დასაქმებას. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველ პუნქტში „ტ“ ქვეპუნქტის დამატება, რომელიც აღნიშნავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცებას, განაპირობა იმ გარემოებებმა, რომ ნავთობკომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ნავთობის მოპოვებას, გადამუშავებას და შენახვას განიცდიან ნავთობის ბუნებრივ აორთქლებას რაც იწვევს ნავთობის დანაკარგებს. საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს დანაკარგების ზღვრული ოდენობის დათვლის სხვადასხვა მეთოდიკა, რომლებიც ეფუძნება ნავთობის ხარისხს, კლიმატურ პირობებს, რეზერვუარების ტიპს და სხვა ფაქტორებს. დღეისათვის საკანონმდებლო და ნორმატიულ დონეზე არ არის დადგენილი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის ნორმები, რაც უკმაყოფილებას იწვევს საინვესტიციო კომპანიების და ადგილობრივი მეწარმეების მხრიდან, რადგან ვერ ხერხდება ფაქტობრივად განცდილი დანაკარგის ოფიციალური დასაბუთება ნორმასთან მიმართებაში. საკანონმდებლო და ნორმატიულ დონეზე ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება, შესაბამისობაში მოვა ნავთობმრეწველობის საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან და გაზრდის მეწარმეების ინტერესს, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები, რაც გაზრდის შემოსავალს სახელმწიფოს ბიუჯეტში. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 256 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში ცვლილები ამარტივებს და უფრო ლიბერალურს გახდის ლიცენზიის გაცემის პირობებს, რაც დადებითად აისახება ნავთობგადამუშავების მრეწველობის დარგის განვითარებაში. კერძოდ, კი ლიცენზიის მაძიებელი არ არის ვალდებული იქონიოს ნავთობგადამუშავების სფეროში 5 წლიანი გამოცდილება, რაც თავის თავად დადებითად იმოქმედებს დაინტერესებულ პირებზე, ხოლო 7 არსებული ვერსიის თანახმად საწარმოსათვის 5 წლიანი გამოცდილება სავალდებულოა. არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როგორც უცხოელი ინვესტორები ასევე ადგილობრივი მეწარმეები ყოველი ახალი საწარმოო საქმიანობის დაწყებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგისტრირებენ ახალ იურიდიულ პირს ან უცხოური საწარმოს წარმომადგენლობას, რომლის მეშვეობითაც შემდგომში ახორციელებენ თავის საქმიანობას. რასაკვირველია ახალად დარეგისტრირებულ იურდიულ პირს, მითუმეტეს საქართველოს საწარმოს ვერ ექნება საწარმო საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება ვინაიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში ნავთობგადამამუშავებელი წარმოება არ არსებობდა, რაც სააგენტოს მხრიდან ლიცენზიის გაცემის უარის თქმის საფუძვლად მოიაზრება, ხოლო ახალი რედაქცია იძლევა საშუალებას არ იყოს შეზღუდვა საწარმოო გამოცდილების არსებობასთან დაკავშირებით, რაც რასაკვირველია წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არ შეაფერხებს ნავთობგადამუშავების სფეროში ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. რაც შეეხება სახელმწიფოს მოთხოვნას ლიცენზიის მაძიებელმა წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კანონის დღეს არსებული ჩანაწერი ამის საშუალებას არ იძლევა, რადგანაც არ აკონკრეტებს თუ რა დოკუმენტით უნდა დადასტურდეს მეწარმე სუბიექტის ფინანასური მდგრადობა და ინვესტირების შესაძლებლობები ისეთ ძვირადღირებულ საქმიანობაში, როგორიც არის ნავთობგადამამუშავებელი წარმოება. რაც შეეხება აუდიტთან დაკავშირებულ ხარჯებს, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ღირებულება შეიძლება იყოს რამოდენიმე ასეული ათასიდან, ათეულობით მილიონ აშშ დოლარამდე მისი ტიპისა და სიმძლავრის მიხედვით, შესაბამისად აღნიშნული აუდიტის დასკვნა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს მეწარმის ფინანსურ ხარჯებზე, ხოლო საკანონმდებლო ცვლილება სააგენტოს საშუალებას მისცემს ობიექტურად შეაფასოს განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოში არ არის დადგენილი საერთაშორისოდ აღიარებული ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ნორმები, მეწარმეები იძულებულნი არიან სახელწიფო ბიუჯეტში გადაიხადონ გადასახადები აორთქლებული ნავთობის მოცულობებიდან, რაც თავის მხრივ არაბუნებრივი მოვლენაა და მეწარმეთა მხრიდან იწვევს სამართლიან და ობიექტურ უკმაყოფილებას, ვინაიდან ნავთობის აორთქლება ბუნებრივი პროცესია ნავთობმრეწველობის საქმიანობაში. კანონპროექტის მიღება უმნიშვნელო გავლენას იქონიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ერთის მხრივ საერთაშორისოდ აღიარებულ ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენით უმნიშნელოდ შემცირდება სახელმწიფოს ბიუჯეტში თანხების შემოდინება, მაგრამ ამავდროულად გაიზრდება ინვესტიციები ნავთობმრეწველობის სექტორში, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შესაბამისად გაზრდის შემოსავალს სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ. 8 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გააუმჯობესებს იმ მეწარმეების ფინანსურ მდგომარეობას რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადონ გადასახადები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარგებთან. დირექტივებს და იგი სრულ გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს. 9 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
10 იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნავთობი და გაზი _ ნახშირწყალბადების ბუნებრივი ნაერთების კომპლექსი, რომელიც ნორმალური ატმოსფერული წნევისა და ტემპერატურის პირობებში შეიძლება იყოს აირად (ნავთობის თანმდევი ან ბუნებრივი გაზი), თხევად (ნავთობი და კონდენსატი) ან მყარ (პარაფინი, ბიტუმი, გაზის ჰიდრატები) მდგომარეობაში; ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციები _ ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები (მოპოვებული ნავთობისა და გაზის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და შენახვა); გ) წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციები _ ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან, ნავთობისა და გაზის იმპორტი, ტრანზიტი, მაგისტრალური მილსადენითა და მობილური საშუალებებით ტრანსპორტირება, გადამუშავება, ნავთობპროდუქტების მიწოდება და ექსპორტიმპორტი; დ) ინვესტორი _ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იურიდიული პირები ან იურიდიული პირების ერთობლიობა (კონსორციუმი), რომლებიც მონაწილეობენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში და ამისათვის იყენებენ საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს; ე) სუბიექტი _ საჯარო და კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირები; ვ) ფართობი _ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელზეც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების ექსკლუზიური უფლება; ზ) აფილირებული კომპანია: ზ.ა) იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა იურიდიული პირი (შემდგომ _ პირი), რომელშიც იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; ზ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს პირის 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; თ) ნავთობისა და გაზის ბუდობი _ წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობის ნავთობისა და გაზის ბუნებრივი თავმოყრა; ი) ნავთობისა და გაზის საბადო _ ნავთობისა და გაზის ბუდობების ერთობლიობა; 11 კ) ნავთობისა და გაზის რესურსები _ წიაღში არსებული ნავთობის, გაზისა და კონდენსატის რაოდენობა; ლ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა _ გეოლოგიური, გეოფიზიკური, ბურღვითი და სხვა დამხმარე სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საბადოს სამრეწველო მნიშვნელობის წინასწარი შეფასება; მ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ძიება _ გეოლოგიური, გეოფიზიკური, ტექნოლოგიური და სხვა სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება ბუდობის სტრუქტურის, ნავთობისა და გაზის მარაგების, ხარისხისა და მოპოვების პირობების განსაზღვრა; ნ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ათვისება _ ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით განხორციელებული ტექნოლოგიური და საორგანიზაციო სამუშაოები, ნახშირწყალბადების წიაღიდან ამოღება, მათი შეგროვება, მომზადების ადგილამდე გადატანა და ნავთობისა და გაზის მომზადება; ო) მომზადება _ მოპოვებული ნავთობისა და გაზის მინარევებისაგან გაწმენდა; პ) ბონუსი _ თანხა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით გადაეცემა სახელმწიფოს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, ან სამრეწველო მნიშვნელობის ნავთობის და გაზის მარაგების აღმოჩენისას, ანდა ნავთობისა და გაზის მოპოვების გარკვეული დონის მიღწევისას, ან სხვა შემთხვევებში; ჟ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ან/და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის რესურსების მოცულობისათვის (რაოდენობისათვის), რომლის ოდენობა 1 ტონა ნავთობისა და 1000 კუბური მეტრი გაზისათვის ლარებში შეიტანება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში და ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებაში; რ) ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობი და გაზი _ მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისათვის გაწეული ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების ხარჯების ჩათვლით. საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობა და კომპენსირების წესები და პროცედურა განისაზღვრება ხელშეკრულებით; ს) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობი და გაზი _ მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების მიზნით ინვესტორისათვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების უფლების მინიჭებამდე, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას, თუ ეს ხარჯები და დანახარჯები აღიარებულია ხელშეკრულებით ინვესტორის მიერ; 12 ტ) საბაზისო ნავთობი და გაზი _ სახელმწიფოსთვის გადასაცემი მოპოვებული ნავთობი და გაზი, რომლის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით და ითვალისწინებს: ტ.ა) ნავთობისა და გაზის ოდენობას, რომელიც მოიპოვებოდა ინვესტორისთვის გადაცემულ ფართობზე მისთვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლების მინიჭებამდე; ტ.ბ) საბადოს ( საბადოების) გამოფიტვის პროფილს; ტ.გ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ფაქტორს; უ) ნამატი ნავთობი და გაზი _ საბაზისო ნავთობისა და გაზის გარდა მოპოვებული ნავთობი და გაზი; ფ) მოგების ნავთობი და გაზი _ მოპოვებული ნავთობისა და გაზის ის ნაწილი, რომელიც რჩება მოპოვებული ნავთობისა და გაზის სრული ოდენობისაგან საბაზისო და საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის გამოკლების შემდეგ; ქ) ფორსმაჟორი _ სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება ინვესტორის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება; ღ) საოპერაციო კომპანია _ საქართველოში ჩამოყალიბებული იურიდიული პირი, რომელიც ინვესტორისათვის და ინვესტორის სახელით ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად; ყ) საქართველოს ტერიტორიული ზღვა – „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა); შ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა _ საზღვაო რაიონი, რომლის სიგანეც 200 საზღვაო მილია და აითვლება იმ სწორი საწყისი ხაზებიდან, საიდანაც ხდება ტერიტორიული ზღვის ათვლა; ჩ) საქართველოს კონტინენტური შელფი _ ზღვის ფსკერი და წყალქვეშა რაიონის წიაღი, კონტინენტის კიდის სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების ჩათვლით, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე კონტინენტური შელფის გამიჯვნის საზღვრამდე; საზღვრიდან სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების 13 ც) საქართველოს კონტინენტური შელფის რესურსები _ ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული და სხვა არაცოცხალი რესურსები; ძ) წიაღი _ მიწის ზედაპირის ან წყალსატევების (შიდა წყლების, ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) და კონტინენტური შელფის ფსკერს ქვეშ არსებული ან ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომლის შესწავლა და გამოყენება შესაძლებელია თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით; წ) სამთო მინაკუთვნი – ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ჭ) გეოლოგიური მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული წიაღის ნაწილი, რომელიც გამოიყენება შესაბამისად გეოლოგიური შესწავლის მიზნით. გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ხ) მიწის მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორია. მიწის მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ჯ) ხელშეკრულება _ სახელმწიფოსა და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ; ჰ) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება _ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება. ინვესტორი იღებს ვალდებულებას თავისი რისკითა და ხარჯებით, ხელშეკრულების შესაბამისად, აწარმოოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ნავთობისა და გაზის აღმოჩენის და მოპოვების შემთხვევაში ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად; ა.ა) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება _ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორს ენიჭება განსაზღვრული დროის განმავლობაში ფართობზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების წარმოების უფლება; 14 .ბ) არსებული ხელშეკრულება – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოს ან/და სახელმწიფოს სახელით ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და ინვესტორს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია; ა.გ) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას; ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას; ა.ე) ნავთობის ეროვნული კომპანია – საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო და რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი; .ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული ხარჯები და დანახარჯები _ ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული დანახარჯები და საექსპლუატაციო ხარჯები, რომელთა განსაზღვრის წესი და პროცედურა დგინდება ხელშეკრულებით; ა.ზ) სამუშაო პროგრამა და ბიუჯეტი _ წლიური სამუშაო პროგრამა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი; ა.თ) ათვისების გეგმა _ ნავთობისა და გაზის საბადოს ათვისების გეგმა; ა.ი) ემინენტ დომეინი _ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის და მასზე არსებული კერძო საკუთრების დროებით ჩამორთმევა სათანადო ანაზღაურების გადახდით. ემინენტ დომეინი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად; ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი _ მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილ ფართობზე განლაგებული შემკრები და ტექნოლოგიური მილსადენები; ა.ლ) მაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მილსადენი, რომელიც არ მიეკუთვნება არამაგისტრალურ მილსადენებს; ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; 15 ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;. 2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული ტერმინებისა, ამ კანონის მიზნებისათვის ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნედლეული – ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი ბუნებრივ მდგომარეობაში, იმპორტირებული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის; ბ) საშუალებები – ყველა ტერმინალი, რეზერვუარი, საქაჩი და საკომპრესორო სადგური, ჩასატვირთი, მათ შორის, საზღვაო ჩასატვირთი მოწყობილობა, სააღრიცხვო სადგური, საკომუნიკაციო ხაზი და დანადგარი, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სხვა სადგური თუ მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის; გ) ნავთობის გადამუშავება − პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, ასევე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით; დ) გაზის დამუშავება – ბუნებრივი გაზის დამუშავება ნავთობგაზპროდუქტების მიღების მიზნით; ე) ტრანსპორტირების საქმიანობა (ტრანსპორტირება) – სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ფარგლებში ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გადაზიდვა: ნედლეულის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვების ან ათვისების პუნქტიდან ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, ანდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის პუნქტიდან ან ქარხნიდან გადაზიდვის უკანასკნელ ექსპლუატაცია. პუნქტამდე, ტრანსპორტირების გათვალისწინებულ სატრანზიტო აგრეთვე საქმიანობა შესაბამისი არ (იმპორტ-ექსპორტის) საშუალებების მოიცავს ნებისმიერი საქმიანობას და მშენებლობა და ხელშეკრულებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს; ვ) ნავთობპროდუქტები – ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი, მაზუთი, თხევადი გაზი, საზეთი მასალები და სხვა პროდუქტები, რომლებიც შეესაბამება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 271000270, 271000290, 271000320, 271000510, 271000550, 271000590, 271000690, 271000740, 271000980 კოდებით განსაზღვრულ საქონელს; ზ) გაზპროდუქტები – მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიიღება ბუნებრივი გაზის დამუშავებით, მისართებისა და დანამატების დამატებით ან უამისოდ და აკმაყოფილებს ტექნიკურ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს; თ) ნავთობგაზპროდუქტები – ნავთობის პროდუქტები და გაზის პროდუქტები; 16 ი) რეზერვუარი – მიწისზედა ან მიწისქვეშა ხელოვნური საცავი, ან განცალკევებული, ლითოლოგიური საზღვრებით შეზღუდული გეოლოგიური სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ნედლეულის, თხევადი გაზის, ნავთობქიმიური პროდუქტების, ასევე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის საჭირო ნივთიერებათა მოსაგროვებლად და შესანახად; კ) ბაზარი – ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების გასაღების ბაზარი; ლ) ქარხანა – ნავთობგადამამუშავებელი ან გაზის დამამუშავებელი ქარხანა; მ) ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – ნავთობის გადამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით; ნ) გაზის დამამუშავებელი ქარხანა – ბუნებრივი გაზის დამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით; ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით); პ) ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება; ჟ) საქმიანობის არსებული ლიცენზია – ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფოს მიერ გაცემული, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების სფეროში საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; რ) საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია; ს) განმცხადებელი – პირი, რომელიც სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით; ტ) სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა მილსადენი (შემკრები და არამაგისტრალური მილსადენების ჩათვლით) და ყველა სხვა საშუალება, რომელიც საჭიროა ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე ტრანსპორტირებისათვის. სატრანსპორტო საშუალება არ მოიცავს ნებისმიერ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) მილსადენს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ მიზნისათვის გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საშუალებას, ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით; 17 უ) ტრანსპორტირების კომპანია – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქმიანობის ლიცენზიას (მილსადენის ექსპლუატაციის უფლებას), გაიღებს სახსრებს და ატარებს ეკონომიკურ რისკს იმ თანხის პროპორციულად, რომელიც ჩადებული აქვს ამ საქმიანობაში; ფ) გადამზიდავი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან განკარგავს ნედლეულს ან ნავთობგაზპროდუქტებს და რომელიც არ არის ტრანსპორტირების კომპანია ან/და რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება ტრანსპორტირების კომპანიასთან, რათა მან ასეთი პირის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდოს ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები; ქ) გადაზიდვის უკანასკნელი პუნქტი – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული პუნქტი, სადაც ნედლეულზე ან ნავთობგაზპროდუქტებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მომხმარებელს ან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიის მფლობელს, ან სადაც ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები კვეთს საქართველოს საზღვარს; ღ) საქმიანობის ფართობი – ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელზედაც ამ ლიცენზიის მფლობელს ეძლევა უფლება, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა. მუხლი 81. სააგენტოს ფუნქციები 1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე; გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე; დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება დაწესებულებისაგან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან; ნებისმიერი სახელმწიფო 18 ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები; ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით; ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს; ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი; კ) (ამოღებულია); ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება; მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 19 პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით; რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა; ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას სააგენტო იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ. მუხლი 256 . საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები 1. სააგენტო ნორმატიული აქტებით ამტკიცებს საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმას, ამ ლიცენზიის შინაარსს და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს. 2. განაცხადში მითითებული უნდა იყოს: ა) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, მმართველი პერსონალის რეკვიზიტები, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ასევე იურიდიული პირის საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაციის ორგანო; ბ) ყველა იმ პირის სახელი, გვარი და მისამართი, რომელიც ფლობს აქციების 5 ან მეტ პროცენტს ან განმცხადებლის მოგების პროცენტს. 3. განაცხადს უნდა ერთოდეს: ა) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა; ბ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში; გ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში; 20 დ) ინფორმაცია განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობისა და იმ თანხის წყაროს შესახებ, რომელსაც იგი გამოიყენებს საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისათვის; ე) დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში; ვ) განაცხადის გარანტია, რომ იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ; ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. 4. თუ განმცხადებელი არის ორი ან მეტი პირი, რომელიც განუყოფელი ინტერესით ერთობლივად ფლობს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას: ა) თითოეულმა მათგანმა ცალკე უნდა გააკეთოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია; ბ) მათ უნდა წარმოადგინონ ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი და წერილობითი თანხმობა ერთ-ერთი პირის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, რომელზედაც გაიცემა საქმიანობის ლიცენზია და რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმოქმედოს დანარჩენი განმცხადებლების სახელით; გ) თითოეულ მათგანს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა იმ მოვალეობების შესრულებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან; დ) თითოეულმა მათგანმა, რომელიც ფლობს იურიდიულ ინტერესს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში, ასეთი ინტერესის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ინტერესის შეძენისას და შემდგომ ყოველწლიურად, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს მიერ ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული საქმიანობის შეჩერება. 5. თუ განმცხადებელი არის აფილირებული კომპანია, მაშინ მშობელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფინანსური და საქმიანობის შესრულების გარანტიები. 21 6. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო წყვეტს საქმიანობის ლიცენზიის გაცემის საკითხს. საქმიანობის ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს პირობები, რომლებითაც საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს მიეცემა შესაბამისი საქმიანობის უფლება, კერძოდ: ა) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დააპროექტოს, ააგოს, აღჭურვოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას და საქმიანობა განახორციელოს საქმიანობის ლიცენზიის შესაბამისად; ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიიღოს სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის განხორციელების მეთოდის, საშუალების ან სახეობის შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის; წინასწარ შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლის შესახებ; გ) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ხელახალი განაცხადის შეტანის საფუძველზე, შემდგომი პირობების წაყენებით, არა უმეტეს 10 წლით გააგრძელოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა; დ) განმცხადებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის.
დასკვნები
lr5dJdt080R0l, JJ6 JAC6OO1, LECAL DEPARTMENT OFSTAFF OF PARLIAMENT OF GEORGlA |l$du00l, oiF,oRoaqr) q0JJ66Je600 Ud"r-3,q--. J. ,C--1," 4@, o. sara.d.L 6jb. ?6 O3{'r 228 91 68 b)力 hCn390nb 〕 hC)0960∩ う し cq,. so\>, legaldcp@parliamenLgc 26 Abashidze Avenuc,4600,Kutaisl Ceo「 gia Te]:2289168 e manに gJdep@parliament ge 悪 51 -f .,3(ct^ "r0,, U. qgrb336r V 。 6030QObaの 36060じ oo06し 。 」 3。 6o50。 0&で 006o00。 0%。 し b00い o"∞ 6oで 0 恥 。∞δ6。 、。もOoし 。 b゛ じ "い 300い し 。 Ob3。 い 5あ 」 ∞Ψ 63で 09o00も 0005oし ∽めぃ、0 し 6知 でoも 3b6o5ob 3600」 003(07ν 346,04062015)し 可。 。 6∞ 3090も 3部 で調 J。 06ooし 6%智 o0050oし 145000ま で。しao∽ b03恥 あ 。 600じ め。 o。 し 060b∽ 。 .6。 b。 %0 LJCJ6crACq,rnb b6q,JAr66ob $r6,\)ou Lrj.:t1o69gob 0orr36oboU 6og(r b;3$o60q,c6q,o qr 6ltotr fuL$36. brdJ6,o6Jq,r,b oooo.,.r6cSJ ggfr.- J)6cr6tsn 33q,nq,C6"ll tsCCDO"fl J6ocioou (07-2/346, 04.06.2015) Lrj.>rroocq,oL 6oork'r3636orr6 03bb,$otx'r6oL b$oobo 6r6boqBob 36o6C<,g6ob qrg33br. o.J6o(r13e,al ACar6,O$C6O6r 6c6oboqrr iror-qers"qo "6r3om6oU,: .".arq" UG&;;;* ,lroq,rJc66.,ll 6cbq,r6c6ooL 145_3 09\,olr er aob66g9okrq,rp iiio.," J6oCdOotJ 3rO"OnU 0860b0 -. 000080b0 bbふ 0■ 箕 4600, J〕 ln00し o, 1〕 ̀03RI)ヽ .、 る00030も そ ヽ38 26 ̲堅 ̲̲̲こ ̲aこ ̲̲%̲型 ダ燕 0 brjs6oSgq,ob J*6qrr096$ob lrsrn6gr6o$r6ocn qQgJ,)d)gr006gob gg6roblr jrq,or6ob gorgt<r Lgor6mdgtr qrrb336r brjr6o6gqmb 0orr3t6obob 0ogt6 br3r6o60qg3\>cr o6o6o.:gqoL $gboor $rt60oqg6g6oqo b$r6orggqob 3.:6o6ob J6ogjgob,,6r3onbobr er grtol, tlClrrbgb" brjs6cr,ffq'ob 3s6o60o 6q,oqpbob 0gg$ob cnro6,>t1" (07-436,04.06.15) brjr6or3gqx'rb Jrt6q,$g6gob 696q,r0g66ob 145-9 ag\,ob ag-2 JgbCgob,,b" fugJgbigorrb tsgb$$obobolr orwrbrbg brjr6cogq,rnb Jr6q,$g6gob b,>bogaSgr.r mgob0r Arboboq,,r b,:jr6or3gq,rnt-r 0orr36rnbolr 0o96 br3s6cn60eCbqo o6o6orgo3ob $gboor Sr60rnq.o6X6oq,o b,: jr6or3gq,r.rtr 3r6m6olr J6rrCCOob ,,6.:gororbot-rr (,r Arqbob Ogb.:bgb" Lrjr6orgSq,arlr 3rbrn60o 6gq,oq',gbolr Eggrbob orrrnb,:icg" (07-2/346,04.06.15) t-rrjr6or39q,ml-r J.r6q,r0g6gob 666qrs0g6gob 145-g 0gbq,ot-t 0g-2 Jp6igob ,,6" $gJgbigorb tsgllbr0obr.rbob br3oorbo q.: 0o9crb8g$rn6oq,,:q.o 0orB6os 3r6r.r6J6rngjgob 616boq,3ob 3t1r'rg3qg6ob q9rgg9br. Jrgogob6gEoor, 6,\y"^1l--. orronr bXorgg6o brbog2lggcr rngobob gg6obol: 0cr3rggobolt 0g0tt6gq,9b9q,o