„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის N70-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📜 ტექსტი
წერილი
N 6714
09/06/2015
საორგანიზაციო დეპარტამენტს
ქალბატონო ეთერ,
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტს
„მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციების
შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
2012 წლის 21 ნოემბრის №70 − Iს დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე“.
გთხოვთ, შეიტანოთ წარმოდგენილი პროექტი ბიუროს
უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.
დანართი: 1გვ.
პატივისცემით,
ზვიადი კვაჭანტირაძე
თავმჯდომარის პირველი მოადგილე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის
№70-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის №70-Iს დადგენილებით
გათვალისწინებული ევროკავშირის (საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო
თანამშრომლობის კომიტეტი) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის:
ა) ძირითადი შემადგენლობის 1 და 2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. კვაჭანტირაძე ზვიადი (დელეგაციის ხელმძღვანელი) – ფრაქცია „ქართული
ოცნება“
2. კორძაია თამარი – ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“;
ბ) სათადარიგო შემადგენლობის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. ვოლსკი გიორგი – ფრაქცია „ქართული ოცნება“;
გ) სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ევროკავშირი (საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების
კომიტეტი)“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი