„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
18.06.2015
ავტორი
საქართველოს მოქალაქე თამაზ კრავეიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნანა ყეინიშვილი
ნომერი
#07-3/453/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-22
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანული კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10,01,2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 115-e მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. ამასთან, წარდგენილ სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ ხუთ ათეულში კანდიდატს შორის არანაკლებ ყოველი მესამე კანდიდატი წარმოდგენილი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.“. 2. 143-e მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას. ამასთან, წარდგენილ სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ ორ ათეულში კანდიდატს შორის არანაკლებ ყოველი მესამე კანდიდატი წარმოდგენილი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.“. 3. 158-e მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისაგან. ამასთან, წარდგენილ სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ სამ ათეულში კანდიდატს შორის არანაკლებ ყოველი მესამე კანდიდატი წარმოდგენილი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ ცვლილებების შეტანის შესახებ’’ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება და მიღება დაკავშირებულია ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებში (საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში - საკრებულოებში) გენდერული თანასწორობის დაცვის ხელშეწყობასა და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებასთან. როგორც საქართველოში უკანასკნელ წლებში ჩატარებული არჩევენების შედეგები მოწმობს, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა რაოდენობა მინიმალურია და ვერ ასახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ მოთხოვნებს. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მსგავსი დისბალანსი საფუძველს ქმნის, რომ საკანონმდებლო დონეზე მიღებული იქნეს ისეთი ნორმები, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდასა და მსგავსი დისბალანსის დაძლევას. წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის დაცვის ხელშეწყობასა და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებასთან დაკავშირებით არაერთ საერთაშორისო აქტსა და რეკომენდაციაში არის მითითებული. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ‘’ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე’’ (CEDAW) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია, ‘’ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ’’ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა (პარაგრაფი 13) (Paragraph 13 ofBeijing declaration and Platform of Action), გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაცია #25 (International Covenant on Civil and Political Rights and General Comment 25 of the UN Humanr Rights Committee). ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტები გენდერული თანასწორობის რეალური და ფაქტობრივი უზრუნველყოფის თვალსაზრისით დასაშვებად მიიჩნევს ცალკეული დროებითი ღონისძიების გატარებას. კერძოდ, ქალთა კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით ‘’მონაწილე სახელმწიფოების მიერ დროებითი სპეციალური ზომების მიღება, რომელთა მიზანია მამაკაცთა და ქალთა ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დაჩქარება არ ითვლება, როგორც ეს განსაზღვრულია ამ კონვენციით, დისკრიმინაციულად, მაგრამ იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს არათანასწორუფლებიანი ან დიფერენცირებული სტანდარტების შენარჩუნებას. ეს ზომები უნდა გაუქმდეს, როცა 2 მიღწეული იქნება შესაძლებლობათა თანასწორობის და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის მიზნები’’. ამავე თვალსაზრისით აღსანიშნავია, ეუთოს მისიის (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში 2010 წლის 30 მაისს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების არჩევნების თაობაზე შემუშავებული საბოლოო რეკომენდაციები, რომლის 27-ე პუნქტის მიხედვით - ხელისუფლება უნდა დგამდეს აქტიურ ნაბიჯებს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გენდერული თანასწორობის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობა არჩეულ თანამდებობებზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვროს ის დამატებითი სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული დისბალანსის დაძლევა და შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრას. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიებში პირველ ხუთ ათეულში კანდიდატს შორის არანაკლებ ყოველი მესამე კანდიდატი წარმოდგენილი იქნება განსხვავებული სქესის. ეს კი საქართველოს პარლამენტში უზრუნველყოფს მინიმუმ 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ყოლას. ასევე, ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლობით ორგანოში - საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობა გაიზრდება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. 3 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულვალ დებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მარავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებულიკონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: გენდერული თანასწორობის ქსელი; გენდერული სამართლიანობა; ქალთა საინფორმაციო ცენტრი; ქალთა განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი; ქალთა კავშირი; ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორი - თამაზ კრავეიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამეტის წევრი ნანა ყეინიშვილი 5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 115. პარტიული სიების წარდგენა 1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს. 2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. 3. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. 4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 5. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. 6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფა უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას. 7. პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და მისი ფოტოსურათი. 8. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. 9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ე) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); ვ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“); თ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი. 10. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); 6 გ) სქესი; დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); ზ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი“); თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო“); ი) არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი; კ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი; ლ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით ან/და კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში; მ) ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი; ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. 11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცესკო. მუხლი 143. პარტიული სიის წარდგენა 1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა. 2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. 3. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას. (17.04.2014 N 2289) 4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი. 5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით, და გენდერული ბალანსის დაცვა უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას. 6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი; გ) პროფესია; დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“); 7 ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; თ) რეგისტრაციის ადგილი; ი) ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი. 7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით. 8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე. (07.03.2014. N2093) 9. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ. მუხლი 158. პარტიული სიების წარდგენა 1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტიულ სიებს პარტია, საარჩევნო ბლოკი ცესკოს წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა. 2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისაგან. 3. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 4. პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს ამ პარტიის წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრებისაგან ან იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი. 5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან თანამიმდევრობით. 6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი; გ) პროფესია; დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“); ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; თ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); (07.03.2014. N2093) 8 ი) ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება. 7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით. 8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე. (07.03.2014. N2093) 9