„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-22
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. კანონის 30 მუხლის 71 პუნქტი შემდეგ დაემატოს 72 პუნქტი შემდეგი
რედაქციით:
„72. პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით,
მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 50%-ის
ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე
წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა
არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო
დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში
წარმოდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი ერთიმეორისაგან განსხვავებული
სქესისაა“.
მუხლი 2
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
და
მიღება
დაკავშირებულია
ქვეყნის
წარმომადგენლობით ორგანოებში (საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობით
ორგანოებში
-
საკრებულოებში)
გენდერული თანასწორობის დაცვის ხელშეწყობასა და პოლიტიკურ პროცესებში
ქალთა ჩართულობის გაძლიერებასთან. როგორც საქართველოში უკანასკნელ წლებში
ჩატარებული არჩევენების შედეგები მოწმობს, წარმომადგენლობით ორგანოებში
ქალთა რაოდენობა მინიმალურია და ვერ ასახავს გენდერული თანასწორობის
უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ მოთხოვნებს.
გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მსგავსი დისბალანსი
საფუძველს ქმნის, რომ საკანონმდებლო დონეზე მიღებული იქნეს ისეთი ნორმა,
რომელიც წაახალისებს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის
გაზრდასა და მსგავსი დისბალანსის დაძლევას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით თავის
მხრივ ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის
თვალსაზრისით არსებული დისბალანსის დაძლევას და შესაბამისად, ქვეყნის
პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი
ბალანსის
ითვალისწინებს
დაცვის
საქართველოს
უზრუნველყოფის
მიზნით
პარლამენტში
დამატებითი
გენდერული
ღონისძიებების
განსაზღვრას. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად, ფინანსურად წახალისდება ის
პარტია/საარჩევნო ბლოკი რომელსაც თავის პარტიულ სიებში ეყოლება ყოველი
მეორე
კანდიდატი
ერთიმეორისაგან
განსხვავებული
სქესის
და
მიიღებს
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიწვიოს
აუცილებელი ხარჯები.
2
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის შემცირებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღებამ
შესაძლოა
გამოიწვიოს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ზრდა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებულიკონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
მომზადებაში
მონაწილეობა
მიიღეს
არასამთავრობო
ორგანიზაციებმა: გენდერული თანასწორობის ქსელი; გენდერული სამართლიანობა;
ქალთა საინფორმაციო ცენტრი; ქალთა განათლებისა და
ინფორმაციის ცენტრი;
ქალთა კავშირი; ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება.
3
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორი: თამაზ კრავეიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამეტის წევრი ნანა ყეინიშვილი
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
იმ მუხლების მოქმედი (სრული) რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 30 (30.12.2008 N 963)
1.
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
პირდაპირ
პარტიებზე
გასანაწილებლად გამოყოფილი თანხა პარტიებს გადაეცემათ ამ მუხლით
დადგენილი წესით.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის
გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო
ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა
საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების
3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში
პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით).
(07.03.2014. N2095)
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით
გამოყოფილი თანხა შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების
რაოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან. (07.03.2014. N2095)
4. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გაიანგარიშება შემდეგი
ფორმულით: (7.08.2013 N 923)
Z=B+(M*600*12)+(L*100*12)+(V*1,5)+(W*1)+(H),
სადაც Z არის პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა; B –
საბაზო დაფინანსების ოდენობა; M – პროპორციული სისტემით არჩეული 30 და 30მდე პარლამენტის წევრთა რაოდენობა; L – პროპორციული სისტემით არჩეული 30
წევრის ზემოთ პარლამენტის წევრთა რაოდენობა; V – 200 000 ამომრჩევლამდე
მიღებული ხმების ოდენობა; W – 200 000 ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების
ოდენობა; H – პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის
მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და
რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ იგი შექმნის
საპარლამენტო ფრაქციას. ამ ფორმულის მიზნებისთვის H=300 000 ლარს.
923)
5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 300 000 ლარი. (7.08.2013 N
6. თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას ან საარჩევნო ბლოკს
ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო
არჩევნებში მიღებული აქვს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 6% ან მეტი,
მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა გაორმაგდება. (7.08.2013 N 923)
5
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის M და L
ტოლია ნულის, თუ პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების
უფლებამოსილება შეწყდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. M
და L ასევე იცვლება (მცირდება ან იზრდება) შესაბამისი ოდენობით, თუ
პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების
ცნობის შემდეგ სამი თვის ვადაში დატოვეს პარტია ან შეუერთდნენ პარტიას,
რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას ამ კანონით დადგენილი წესით.
71.
საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით
დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით, თუ მის
მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
− ყველა პარტიულ სიაში) ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი
წარმოდგენილია სულ მცირე 20%-ით. (28.12.2011. N5661)
(71. პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით,
მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით,
თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ
პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე −
ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება,
კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან
განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით. (07.003.2014. N2097)
(29.07.2013 N 900 ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების
გამოცხადებისთანავე))
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის, უკანასკნელი
საპარლამენტო ან უკანასკნელი ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო
არჩევნების შედეგები გამოყენებული იქნება პარტიის შეხედულებისამებრ, ამ
მუხლით გათვალისწინებული პირობებით.
9. თუ ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება საარჩევნო ბლოკის მიერ
შესაბამის არჩევნებში ნაჩვენები შედეგები, მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა
შესაბამის საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე. (07.03.2014. N2095)
10. საბაზო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება საარჩევნო ბლოკში შემავალ
პარტიებს შორის.
11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი
წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ
კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის
საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ.
პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილობითი
გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ
პარტიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ
წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო
6
დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას სახელმწიფო აუდიტის
სამსახური წერილობით აცნობებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია
პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების
დაკარგვიდან
5
დღეში
აღნიშნული
თანხა
დააბრუნოს
სახელმწიფო
ბიუჯეტში.(22.06.2012 N 6551 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
12. საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო
არჩევნების წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური
მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა
დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ
თანხის გამოყენება შეიძლება რეკლამის განსათავსებლად მხოლოდ შესაბამისი
საერთო არჩევნების დანიშვნის შემდეგ არჩევნების დღემდე, ხოლო განმეორებითი
კენჭისყრის, არჩევნების მეორე ტურის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის
შემთხვევებში − შესაბამისი კენჭისყრის დღემდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ
თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების
შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის
შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების
რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი
პოლიტიკური
გაერთიანებების
რაოდენობაზე.
ამასთანავე,
არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად
ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა
არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი
თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის
განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული
მაუწყებლები. (07.03.2014. N2095)
7