„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-22
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1.
65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 65. შეჩერება
მხოლოდ
სააგენტოს
აქვს
კომპეტენციის
სერტიფიკატის
მოქმედების
ვადის
შეჩერების უფლება, თუ საზღვაო ინციდენტში ჩართულია გემის მართვისა და
ექსპლუატაციის
დონის
სერტიფიკატის
მეზღვაური.
საჭიროების
მოქმედების
შემთხვევაში კომპეტენციის
ვადის შეჩერება
შესაძლებელია
გაგრძელდეს სა სამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, არა უმეტეს 1 წლის
განმავლობაში.“.
2. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:
„2. თუ პირმა 2014 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის/ექსპლუატაციის დონის
შესაბამისი
თანამდებობის
დასაკავებლად
სათანადო
კომპეტენციის
სერტიფიკატი/დიპლომი და მისი საგანმანათლებლო კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ
კანონით
დადგენილ
მოთხოვნებს,
სააგენტო
უფლებამოსილია,
განაახლოს
კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ
პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასთან და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან
დაკავშირებით.
ამ
პუნქტით
სერტიფიკატის
გაცემის
გათვალისწინებული
შესაბამისობას
ადგენს
ახალი
კომპეტენციის
სააგენტო,
წარმოდგენილი
დოკუმენტური დასაბუთების შეფასებისა და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი გამოცდის გზით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონი
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია, საქართველოში მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების სისტემის საკანონმდებლო საფუძვლების სრულყოფა და ხარვეზის
აღმოფხვრა.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შეეხება კანონის 68-ე მუხლის მე-2
პუნქტს, კერძოდ, ცვლილებით განისაზღვრება, რომ იმ პირებს, რომლებმაც 2014
წლის 14 ნოემბრამდე მიიღეს
მართვის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი
თანამდებობის დასაკავებლად სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომი და
მისი საგანმანათლებლო კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ
სააგენტო უფლებამოსილი იქნება განაახლოს
სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი.
კომპეტენციის
ტერმინი
რომელიც
მოთხოვნებს,
სამეთაური
შემადგენლობა
არის
მოძველებული,
არ
ითვალისწინებს თანამედროვე საკანონმდებლო რეალობას და შესაძლოა არასწორად
იქნეს გაგებული. მისი ინგისური შესაბამისი სიტყვაა „Management”. ტერმინი
სამეთაურო შემადგენლობა ტერმინოლოგიურად და შინაარსობრივად მოიცავს
„მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ" 1978
წლის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ მართვისა და ექსპლუატაციის დონის
მეზღვაურებს,
ხოლო
ტერმინი
Management
(მართვა)
ასე
გამოიყენება
გემთმფლობელი ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც
შესაძლოა არ იყოს მართვისა და ექსპლუატაციის დონის მეზღვაური. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის 2014 წლის 14 ნოემბრის 2790-
Iს ცვლილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის
თანახმად, „თუ პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო მართვის/ექსპლუატაციის
დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად სათანადო სერტიფიკატი/დიპლომი
და მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო
უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს იმავე დონის
ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი.“.
აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდგომ, სააგენტოს განცხადებით
მიმართეს მეზღვაურებმა, რომელთაც კანონში განხორციელებული
ცვლილების
შედეგად, პრობლემა შეექმნათ დასაქმების კუთხით. კერძოდ კი, 1999 წლიდან 2013
წლამდე სამ საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰყავდა 1 200-მდე
კურსდამთავრებული, რომელთაც მიღებული აქვთ მხოლოდ 3 წლიანი პროფესიული
განათლება (ნაცვლად დღევანდელი 4 წლიანი მოთხოვნისა). აღნიშნულ პირებს არ
ეძლევათ საშუალება მიიღონ მართვის დონის კომპეტენციის დამადასტურებელი
სერტიფიკატი, რაც ხელს უშლის მათ პროფესიულ განვითარებას, თუმცა აღებული
აქვთ ექპლუატაციის დონის შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც მოქმედი კანონის
შესაბამისად მის მფლობელს უნდა აძლევდეს საშუალებას აიმაღლოს რანგი მართვის
დონემდე. არსებული კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში არსებული ჩანაწერი
სააგენტოს უზღუდავს შესაძლებლობას იმსჯელოს რანგის ცვლილებაზე, ვინაიდან
ჩანაწერი უშვებს მხოლოდ იმავე დონეზე სერტიფიკატის განახლებას ან იმავე დონის
ახალი სერტიფიკატის გაცემას.
აღსანიშნავია, რომ მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს მიერ გაცემული
კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის წინაპირობა უმაღლესი
საზღვაო განათლებაა. ხოლო უმაღლესი განათლება ამ კანონის მიზნებისათვის
განიხილება
„უმაღლესი
ერთიანობაში,
რომლის
განათლების
შესაბამისადაც,
შესახებ“
საქართველოს
კანონთან
მეზღვაური
კომპეტენცის
მისაღებად
საჭიროებს 4 წლიანი ბაკალავრიატის დამთავრებას.
კანონის მოქმედი რედაქცია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უზღუდავს
შესაძლებლობას იმსჯელოს იმ პირთა კომპეტენციის დასადგენად, რომელთაც
დააგროვეს შესაბამისი სამუშაო სტაჟი ექსპლუატაციის დონიდან მართვის დონეზე
გადასასვლელად. ხოლო აღნიშნული კი, მეზღვაურს პრაქტიკულად უზღუდავს
შესაძლებლობას მუშაობა განაგრძოს უფრო მაღალი რანგის თანამდებობაზე, რაც
თავისთავად მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ
საერთაშორისო
საზღვაო
გათვალისწინებით,
(STCW
ორგანიზაციის
კონვენცია
ან
კონვენციის,
კონვენცია)
მიზანსა
ცვლილებათა
და
ობიექტს
ეწინააღმდეგება, კერძოდ, კონვენცია არ არეგულირების განათლების საკითხს და მას
მხოლოდ მეზღვაურის მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღების ჭრილში აყენებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის კანონის 65-ე მუხლში და
იცვლება ტერმინი „სამეთაურო შემადგენლობა“, რომელიც არის არის მოძველებული,
არ
ითვალისწინებს
თანამედროვე
საკანონმდებლო
რეალობას
და
შესაძლოა
არასწორად იქნეს გაგებული. მისი ინგისური შესაბამისი სიტყვაა „Management”.
ტერმინი სამეთაურო შემადგენლობა ტერმინოლოგიურად და შინაარსობრივად
მოიცავს „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ"
1978 წლის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ მართვისა და ექსპლუატაციის
დონის მეზღვაურებს, ხოლო ტერმინი Management (მართვა) ასე გამოიყენება
გემთმფლობელი ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც
შესაძლოა არ იყოს მართვისა და ექსპლუატაციის დონის მეზღვაური.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება ხორციელდება 68–ე მუხლის მე–2
პუნქტში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „თუ პირმა 2014 წლის 14 ნოემბრამდე
მიიღო მართვის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად
სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომი და მისი საგანმანათლებლო
კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო
უფლებამოსილია, განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი
კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და
STCW-ის კოდექსით დადგენილ
მოთხოვნებს,
მათ შორის,
წვრთნასთან
და
დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული
ახალი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის შესაბამისობას ადგენს სააგენტო,
წარმოდგენილი
დოკუმენტური
დასაბუთების
შეფასებისა
და
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი გამოცდის გზით.“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ
შედეგებს იმ პირებისათვის,
ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. იგი სრულად
მოიცავს
ევროკავშირის
უმნიშვნელოვანეს
ორგანიზაციებთან მიმართებაში.
დირექტივებს
აღიარებულ
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი შემუშავებულია მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და
ვახტის გაწევის შესახებ კონვენციისა და STCW კოდექსის საფუძველზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის
სისტემაში შემავალი - სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო”.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება.
მუხლი 65. შეჩერება
მხოლოდ სააგენტოს აქვს კომპეტენ ციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის
შეჩერების უფლება, თუ საზღვაო ინციდენტში ჩართულია გემის მეთაურთა
შემადგენლობის
სერტიფიკატის
წარმომადგენელი.
მოქმედების
საჭიროების
ვადის
შეჩერება
შემთხვევაში
შესაძლებელია
კომპეტენციის
გაგრძელდეს
სა
სამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში.
მუხლი 68. კანონის უკუქცევითი ძალა
1. მეზღვაურზე 2002 წლის 1 თებერვლამდე გაცემული სერტიფიკატი არ
ექვემდებარება ამ კანონის შესაბამისად განახლებას, თუ შესაბამისი სერტიფიკატის
მფლობელი
არ
წარმოადგენს
დოკუმენტურ
დასაბუთებას
მის
მიერ
ისეთი
დამატებითი წვრთნის გავლის თაობაზე, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის
გასაცემად მოითხოვება კონვენციის მიხედვით.
2. თუ პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო მართვის/ ექსპლუატაციის
დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად სათანადო სერტიფიკატი/დიპლომი
და მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო
უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს იმავე დონის
ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის კომპეტენცია შეესაბამება
კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის,
წვრთნასთან და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. (14.11.2014.
N2790)
3.
პირს,
რომელმაც
2012
წლის
1
თებერვლამდე
მიიღო
შესაბამისი
საგანმანათლებლო პროგრამის განათლების დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს
სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: (14.11.2014. N2790)
ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) მას აქვს გემბანზე/სამანქანე განყოფილებაში რიგით შემადგენლობაში
მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის,
კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის, კაპიტნის სავახტო თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის
ხელმძღვანელობით
ხიდურაზე/სამანქანე
განყოფილებაში
ვახტზე
დგომის
არანაკლებ 6 თვის სტაჟი.
4. პირს, რომელმაც მიიღო „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, უფლება
აქვს, მიიღოს ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი. (14.11.2014.
N2790)
პროექტი
საქართველოსკანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 861–ე მუხლი:
„მუხლი 861. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის
დარღვევა
1. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა
სამოყვარულო და სპორტული იარაღების საშუალებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 50
ლარით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში
- გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.
3. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა
ზომამცირე გემების (7 (შვიდი) მეტრი და ნაკლები სიგრძის გემი) საშუალებით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში - გამოიწვევს
დაჯარიმებას 400 ლარით.
5. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა
100 ტონა ან ნაკლები საერთო ტევადობის (7 (შვიდი) მეტრზე მეტი სიგრძის მცურავი
საშუალებით) გემით - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში - გამოიწვევს
დაჯარიმებას 1 500 ლარით.
7. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა
100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის მცურავი საშუალებებით - გამოიწვევს
დაჯარიმებას
4 000 ლარით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში - გამოიწვევს
დაჯარიმებას 8 000 ლარით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ჯარიმის
სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი
გადაუხდელობის
შემთხვევაში,
დაკისრებული ჯარიმის ორმაგი
ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის
გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდება იძულებითი აღსრულება
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.’’.
2. კოდექსის 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 114. საზღვაო პორტებში დატვირთვის, გადმოტვირთვის და ტვირთის
დაწყობის წესების დარღვევა
საზღვაო პორტებში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების
დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.
3. კოდექსის 1142–ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1143 და 1144
მუხლები:
“მუხლი 1143. საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევა
1. ნავსადგურის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის
სახელმწიფო სამსახურებისთვის საზღვაო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი
პირობების არშექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ნავსადგურის მიერ სერტიფიცირებულ სალოცმანო სამსახურთან ხელშეკრულების
არგაფორმება უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან შესაბამისი გაფრთხილების
შემდეგ, - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. სერტიფიცირებული სალოცმანო სამსახურის მიერ ლოცმანობის მსურველი
სტაჟიორის მომზადების თაობაზე, უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებული
შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში სტაჟიორის არმომზადება
- გამოიწვევს
დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით
მოთხოვნის შეუსრულებლობა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით,
ხოლო ერთი წლის განმავლობაში მე-3 და ყოველი მომდევნო მოთხოვნის
შეუსრულებლობა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
4. ნავსადგურში არსებული ნავმისადგომების დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან
შეუსაბამობა, - გამოიწვევს, თითო ნავმისადგომზე, დაჯარიმებას 10 000 ლარის
ოდენობით.
5. ნავსადგურის მიერ სატვირთო ოპერაციების წარმოება, რომელიც არ არის
ნებადართული
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად,
თითოელ
ნავმისადგომზე დაფიქსირებული შეუსაბამობისთვის, - გამოიწვევს დაჯარიმებას 15
000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ჯარიმის
გადაუხდელობის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი
ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის
გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდება იძულებითი აღსრულება
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 1144. საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ წესების
დარღვევა
1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან გემის სახელმწიფო
რეგისტრაციიდან
მოხსნის/შეწყვეტის
ან
შეჩერების
შემდეგ
მთავარი
რეგისტრატორისათვის გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ჩაუბარებლობა,
– გამოიწვევს გემთმფლობელის/ოპერატორის/ დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სახელმწიფო დროშის უკანონო აღმართვა მცურავ საშუალებაზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. მცურავი საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციისას არასწორი წყალწყვის
მითითება, რამაც გამოიწვია გემის სარეგისტრაციო საფასურის მნიშვნელოვანი
შემცირება, -გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
4. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალების მიერ ნაოსნობის
განხორციელება სახელმწიფოს სარეგისტრაციო პროცედურებით მოთხოვნილი
აუცილებელი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, -გამოიწვევს დაჯარიმებას 1000
ლარის ოდენობით.
5. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის კაპიტნის ან
მფლობელის/ოპერატორის მიერ გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის
გამოყენება იმ მცურავი საშუალებისათვის, რომლის მიმართაც აღნიშნული
სერტიფიკატი არ გაცემულა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში არსებული ტონაჟის შეზღუდვის
უგულებელჰყოფა და სატვირთო ოპერაციებისას შეზღუდული ტონაჟის მოცულობის
გამოყენება უფრო მეტი ტვირთის გადასაზიდად, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5000
ლარის ოდენობით.
7. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო
დაკომპლექტების
დოკუმენტით
განსაზღვრული
პირობების
დარღვევა
გემთმფლობელის/ოპერატორის ან კაპიტნის მიერ, - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000
ლარის ოდენობით.
8.
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული,
ნებისმიერი
სავალდებულო მოწმობის გარეშე გემის მიერ ნაოსნობის განხორციელება,
საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის მიერ, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა, - გამოიწვევს
გემთმფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
9. საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საერთაშორისო
ნაოსნობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის ნაოსნობისათვის დახურულ
ნავსადგურებში შესვლა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.
4. კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
შინაგან
საქმეთა
ორგანოები
განიხილავენ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583,
861, 107 1−107 3, 108-ე, 114 1, 114 2, 116-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ედა 127-ე
მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ემუხლით (საავტომობილო
ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე და 1395 მუხლებით,
1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 17415 მუხლით (გარდა მე-4 ნაწილისა), 17416 და
1761 მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილით, 1821, 182 2, 190-ე, 190 2 და 191-ე
მუხლებით .“.
1
5. კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„2 . ამ კოდექსის 861 მუხლით და 1142 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს
ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი
პირი
ადგილზე
განიხილავს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს.“.
6. კოდექსის 212-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 212. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები
საზღვაო
ტრანსპორტის
ორგანოები
განიხილავენ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე
მუხლის
პირველი
ნაწილით
(საზღვაო
ტრანსპორტზე
ჩადენილი
დარღვევებისათვის), 112-ე, 113-ე, 114-ე, 1143, 1144 მუხლებით, 115-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 128-ე მუხლის მეორე ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 130-ე, 131-ე
მუხლებით (საზღვაო
ტრანსპორტზე
ჩადენილი
დარღვევებისათვის).
საზღვაო
ტრანსპორტის
ორგანოების
სახელით
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება აქვს - ნავსადგურის კაპიტანს ან ამ ორგანოთა შესაბამის
უფლებამოსილ პირს;
ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს 113-ე მუხლის მეორე და მესამე
ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი
დარღვევებისათვის) და 130-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (საზღვაო
ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმა
გადაახდევინოს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ
დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს.“.
7. კოდექსის 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 861, 107-ე, 114 1, 114 2, 116-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1395,
150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416,
1752, 1761, 1771, 180–ე-183-ე, 190-ე, 1902 და 191–ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო
მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.
8. კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 861, 1142, 116-ე, 117-ე და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით, 1291, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და
სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“.
9. კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 582 მუხლით , 86- ე მუხლის მე -9 და მე -10 ნაწილებით , 861-ე
მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით, 1141, 1282, 1551, 1552 და 157-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის
გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და
სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო
საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი