„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.06.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#07-3/455/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
ალტერნატიული წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-29
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 03/07/2012 სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 133-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა და სამსახურებრივი მივლინება. ამ მიზეზების თაობაზე თავმჯდომარე სხდომამდე (თავმჯდომარის ინფორმირებული მოადგილე) – უნდა კომიტეტის იქნეს კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში და ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) – პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში“. 2. 286-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 10%. პარლამენტის წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური საოქმო ჩანაწერების საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სია უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცხადდება სხდომის თავმჯდომარის მიერ.“ მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისი 2015 წლის... დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია პარლამენტის წევრთა მიერ საქართველოს პარლამენტის პლენარულ და კომიტეტის სხდომებზე დაუსწრებლობის განმსაზღვრელი ნორმების ახლებური რეგულირება. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი: რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი საქართველოს პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზებისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში დადგენილი შესაბამისი რეაგირების მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მათი მკაფიოდ ჩამოყალიბება. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-10 პუნქტიდან, რომელიც შეიცავს საქართველოს პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, ხდება „ოჯახური მდგომარეობის“ გამო სხდომის გაცდენის ამოღება. აღნიშნული ტერმინი საკმაოდ ფართოა და იმის ზუსტად განსაზღვრა თუ რა ითვლება კონკრეტულად „ოჯახურ მდგომარეობაში“ და რა შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ ვერ ხერხდება. პრაქტიკაში პარლამენტის წევრების მიერ საპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების უდიდესი წილი სწორედ „ოჯახური მდგომარეობის“ გამო გაცდენილი სხდომებია, ხოლო აღნიშნული მიზეზის სიზუსტის გადამოწმება შეუძლებელია. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი შეიცავს რეგულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით 1 სხდომის გაცდენისათვის სანქცია გათვალისწინებული არ არის. სანქციები არ შეიძლება გამოყენებული იქნას აგრეთვე, პარლამენტის წევრის მიმართ იმ შემთხვევაში თუ 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ერთ კომიტეტის სხდომას, ხოლო ორ კომიტეტში გაწერებული პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ორ კომიტეტის სხდომას. რაც საშუალებას იძლევა აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის წევრების მიმართ არ იქნეს გამოყენებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი შესაბამისი რეაგირების ზომები. გარდა ამისა, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 286-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ხდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო რეგლამენტით მიზეზით გათვალისწინებული გაცდენისათვის სანქციების საქართველოს გამოყენების პარლამენტის მარეგულირებელი ნორმების სრულყოფა და სამართლებრივი დახვეწა. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტი არ არეგულირებს ფინანსურ საკითხებს. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის საერთაშორისო პროექტის მიღება ორგანიზაციებში არ ეწინააღმდეგება წევრობასთან საქართველოს დაკავშირებით მიერ აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მარავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამეტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. საქართველოს პარლამეტის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ მუხლი 133 1. პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 2. დილის სხდომის გახსნის წინ და კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. 3. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი თავის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის. 4. თუ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. 5. თუ პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაცია იმავე პროცედურით ტარდება საღამოს სხდომაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება. 6. პარლამენტის ყოველი დილის სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შემდეგ მანდატურთუხუცესი აღრიცხავს პარლამენტის წევრთა დასწრებას. უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოადგილეები, რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, უმცირესობაში ან ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით მანდატურთუხუცესს. 7. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან მანდატურთუხუცესს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება. 8. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად ჩაეთვლება, თუ იგი არ გაივლის რეგისტრაციას დილის სხდომის განმავლობაში ან კენჭისყრების წინ. 9. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქცია, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. 10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომიტეტის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) – კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში და ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) – პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში. მუხლი 286 1. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტის წევრს სიტყვას ჩამოართმევს, თუ იგი: ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის; ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე; გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო; დ) აჭარბებს ამ რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს. 2. გაფრთხილება გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას; ბ) სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის; გ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას. 3. სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგ აგრძელებს იმავე ქმედებას; ბ) სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით; გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს სხვა პარლამენტის წევრებს. 4. პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური აღასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას. 5. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება სანქციის გამოყენების დღის ხელფასი და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურება. 6. თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში იმავე ქმედების მეორე და ყოველი შემდგომი განმეორების შემთხვევაში ამ პარლამენტის წევრს დაუკავდება ხელფასის 25%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. 7. თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელია ან თანამომხსენებელია), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება იმ დღის ხელფასი. პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტი, სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის განმავლობაში უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. 8. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომებს, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 10%. პარლამენტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება, თუ მან წინასწარ შეატყობინა კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომის შესაძლო გაცდენის საპატიო მიზეზის შესახებ ან კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა ამ რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით. პარლამენტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და აღირიცხება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ, რის შემდეგაც საოქმო ჩანაწერი ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად. 9. თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 10%. პარლამენტის წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და კალენდარული თვის ბოლო პლენარულ სხდომაზე ცხადდება სხდომის თავმჯდომარის მიერ. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური საოქმო ჩანაწერების საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად. 10. თუ კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 50%. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის ჩაუტარებლობის მიზეზს და უფლებამოსილია დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. 11. ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის წევრისათვის დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50%-ს. 12. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის პერიოდში. 13. კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. კომიტეტის სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებას. 14. ყოველი სესიის ბოლოს პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, ფრაქციების მითითებით, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებას.