„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.06.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი
ნომერი
#07-3/456/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 55 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 44 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-29
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 11-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11 . მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი – მე-6, მე-9, მე-10, 37-ე, 38-ე, 39-ე, 391, 411, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.” 2. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც გათვალისწინებული შედგება თანამდებობრივი დანამატებისაგან. დანამატების სარგოს, პრემიის გაცემა უნდა და კანონით განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელოდან პრემიის მიღების უფლება ამ კანონის მოქმედების ვადით შეეზღუდოს შემდეგ თანამდებობის პირებს: ა) საქართველოს პარლამენტის წევრს; ბ) საქართველოს მინისტრს (სახელმწიფო მინისტრს) და მის მოადგილეს; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს; დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს; ე) აფხაზეთისა მოადგილეებს; და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; თ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; კ) საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; ლ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; მ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; ნ) შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; ო) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს; რ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს; ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; ტ) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს; უ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; ფ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს; ქ) მოსამართლეს; ღ) საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს; ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; შ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; ჩ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელ პირებს - საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს და გემგებელს. მუხლი 2. იანვრამდე. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაში იყოს 2016 წლის 1 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; ქვეყანაში არსებული, ძირითადში, გარე ფაქტორებით შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და საბიუჯეტო რესურსების შეზღუდულობის გამო, საჭიროა მოხდეს საბიუჯეტო ხარჯების სხვა მიზნით გამოყენება, რათა მეტი თანხები მოხმარდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიზანია, მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე 2016 წლის 1 იანვრამდე პრემიების გაცემის შეზღუდვის გზით, შესაბამისი საბიუჯეტო ხარჯების სხვა მიზნით გამოყენება და საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ მხარდაჭერა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონის ამოქმედებიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღების უფლება შეეზღუდებათ 25 მაღალი რანგის დაახლოებით 800-მდე თანამდებობის პირს. აქედან 24 რანგი ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანადებობის პირებს და მათ მოადგილეებს, ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს - საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და გამგებელი. თანადებობის პირთა რანგები აღებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობის პირთა წრიდან იმ შერჩევით, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით ინიცირებული შეზუდვა არ შეეხება საჯარო სამსახურის საშუალო და მითუმეტეს დაბალი რანგის მოსამსახურეებს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული). ანუ კანონი უფლებას გვაძლევს ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი მივიღოთ რაღაც ვადით რისი გასვლის შემდეგაც ის ავტომატურად დაკარგავს ძალას. შემოთავაზებული პროექტით, მისი მიღების შემთხვევაში, კანონი იმოქმედებს 6 თვით და დაასრულებს მოქმედებას (დაკარგავს ძალას) ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებისთანავე თუ რათქმაუნდა პარლამეტი არ ჩათვლის საჭიროდ 2015 წლის საშემოდგომო სესიაზე გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იქიდან გამომდინარე, რომ გამოთავისუფლებული ხარჯები საბიუჯეტო კოდექსის თანახმად მთავრობამ შეიძლება გამოიყენოს სხვა დანიშნულებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტით, მისი ამოქმედებიდან 2016 წლის 1 იანვრამდე, პრემიის მიღების უფლება შეუჩერდებათ შემდეგ თანამდებობის პირებს: ა) საქართველოს პარლამენტის წევრს; ბ) საქართველოს მინისტრს (სახელმწიფო მინისტრს) და მის მოადგილეს; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს; დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს; ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; თ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; კ) საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; ლ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; მ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; ნ) შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; ო) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს; რ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს; ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; ტ) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს; უ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; ფ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს; ქ) მოსამართლეს; ღ) საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს; ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; შ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; ჩ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელ პირებს - საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს და გემგებელს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტით არ წარმოიქმნება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან; ორმხრივ მრავალმხრივ საქართველოს და კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი; ზაქარია ქუცნაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. ზაქარია ქუცნაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 11. საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება 1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე. (12.12.2014 N 2931) 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი – მე-6, მე-9, მე-10, 38-ე, 39-ე, 391, 411, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. (28.11.2014 N 2821) 12. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 37-ე−39-ე, 391, მე-40, 41-ე, 411, 66-ე, 69-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა. (12.12.2014 N 2931) 2. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: ა) საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების საფუძველზე არჩეული, დანიშნული და დამტკიცებული თანამდებობის პირები; (10.11.2006. N3653) ბ) მოსამართლეები; გ) პროკურორები; გ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები; (6.07.2010. N3367 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები; (27.06.2008. N73) ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები; (29.12.2006. N4260 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან) ვ) ამოღებულია (27.06.2008. N73) ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები; (27.04.2010. N2990) ზ1) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები; (24.06.2011. N4955) თ) სამხედრო მოსამსახურეები; ი) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები. კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები; (11.07.2007. N5268 ამოქმედდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ.) ლ) ამოღებულია (25.05.2006. N3183) მ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოების თანამშრომლები; (9.03.2010. N2727 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.) ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეები; (13.12.2013. N1790 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) ო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლები/მოსამსახურეები. (27.09.2013. N1379 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. (17.12.2010. N4116) 4. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები. (27.09.2013. N1379 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) მუხლი 37. შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) 1. ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 2. სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. 4. მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. (23.12.2005. N2470) 5. ამ მუხლით გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოსამსახურეს ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.(23.03.2010. N2801)