„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-29
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1433 მუხლს დაემატოს
შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, თავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი
დაწყებამდე
წერილობით
პასუხისმგებლობისაგან,
ან
კომუნიკაციის
თუ
მან
ნებისმიერი
ამის
თაობაზე
ტექნიკური
გამოძიების
საშუალებით
ნებაყოფლობით მიაწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს,
ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
მიერ
სავიზო
რეჟიმის
ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის 2015 წლის 8
მაისის მე-3 ანგარიშში წარმოდგენილი ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად,
სახელმწიფოს მხრიდან უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ეფეტურად მოხდეს
ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით სარგებლობასთან ბრძოლა და სამართალდამცავ
ორგანოებთან
თანამშრომლობის
წახალისება
ტრეფიკინგთან
დაკავშირებულ
საქმეებზე
ჩვენების მიღების მიზნით (2.3. ბლოკი 3: საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; 2.3.1.
ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლა და მათი პრევენცია;
2.3.1.2. ტრეფიკინგი). ამასთან, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს
სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ნარკოტიკებთან და ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს მიერ მომზადებულ ადამიანით
ვაჭრობის
წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ
მოდელურ
კანონთან,
რომლის
თანახმად,
მიზანშეწონილია, რომ ტრეფიკინგთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით სახელმწიფოებმა
წაახალისონ სამართალდამცავ სტრუქტურებში ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევების
შეტყობინება,
მათ
შორის,
სისხლისსამართლებრივი
დევნისაგან
გათავისუფლების
შესაძლებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შექმნით სამართალდამცავ
ორგანოებთან თანამშრომლობის ბარიერის მოხსნა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა
მომსახურებით სარგებლობის შეტყობინების წახალისება ასეთი მომსახურების მიმღები
პირების მიერ, რათა ხელი შეეწყოს, ერთი მხრივ, დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას, ხოლო,
მეორე მხრივ, ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში საზოგადოებისა და სამართალდამცავი
ორგანოების მჭიდრო თანამშრობლობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1433 მუხლს (ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა)
ემატება შენიშვნა, რომელიც ითვალისწინებს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლის მომსახურების
მიმღები
პირის
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლებას,
თუ
იგი
ითანამშრომლებს
სამართალდამცავ ორგანოებთან და გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის
ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ნებაყოფლობით მიაწვდის ინფორმაციას სისხლის
სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და მიზნად ისახავს
საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის
შესახებ ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მე-3 ანგარიშში ასახული რეკომენდაციის
შესრულებას.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში,
ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1433. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის)
მომსახურებით სარგებლობა
1. წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულის მსხვერპლის ან დაზარალებული პირის ისეთი მომსახურებით სარგებლობა,
რომელიც ამავე კოდექსის 1431 მუხლის თანახმად წარმოადგენს ექსპლუატაციას, –
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ოთხ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ)
დამნაშავისათვის
წინასწარი
შეცნობით
უმწეო
მდგომარეობაში
მყოფის
ან
დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების
აღკვეთით
ვადით
თორმეტიდან
თხუთმეტ
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
წლამდე,