„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.06.2015
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/358/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-29
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ – „პ“ ქვეპუნქტები: ,,ი) რომელმაც ყალბი საბუთები წარმოადგინა ან განცხადებაში განზრახ არასწორი მონაცემი შეიტანა; კ) რომელმაც დაარღვია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, გარდა იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ლ) რომელსაც ერთხელ უკვე ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არარსებობის გამო და უარის მიღების დღიდან განცხადების შეტანამდე მისი წარმოშობის ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა; მ) რომელსაც უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ან/და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმის ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ, თუ ამ სახელმწიფოს ლტოლვილთა სამართლის ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არ არსებობს საქმის ახალი გარემოებები; ნ) რომელმაც თავისი წარმოშობის ქვეყანა დატოვა ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არარსებობისას და ამ ქვეყანაში დაბრუნება არ სურს იმის შიშით, რომ პასუხს აგებს აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; ო) რომელიც უარს ამბობს საკუთარ თავზე ან/და საქართველოში შემოსვლის გარემოებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე; პ) რომელიც დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა სახის დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ასეთ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“ ბ) მე-10 მუხლის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირის ანკეტირებას და თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციას; გ) თავშესაფრის მაძიებლად ცნობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემას; დ) განცხადების განხილვას და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;“ 2 გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. პირის ანკეტირება და თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია 1. განცხადების შეტანისთანავე სამინისტრო არეგისტრირებს პირს თავშესაფრის მაძიებლად და გასცემს ცნობას თავშესაფრის მაძიებელსა და მისი ოჯახის წევრებზე. არასრულწლოვნის ცნობა გადაეცემა მის კანონიერ წარმომადგენელს. 2. განცხადების შეტანიდან 10 დღის განმავლობაში სამინისტრო ატარებს თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას დადგენილი კითხვარის მიხედვით. ანკეტირების თარიღის შესახებ თავშესაფრის მაძიებელს ეცნობება განცხადების შეტანის დღეს. 3. პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია არის თავშესაფრის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებების მინიჭებისა და მოვალეობების დაკისრების საფუძველი. 4. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 წლის ვადით გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.“ დ) ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლი. ე) მე-14 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“ ვ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში. განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გააგრძელოს სამინისტრომ არა უმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც თავშესაფრის მაძიებელს წერილობით ეცნობება.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი ითხოვს მთელი რიგი საკითხების სამართლებრივ დახვეწას თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. კანონის მოქმედი რედაქცია არის დასახვეწი, ვინაიდან იცნობს ისეთი ზედმეტი ბიუროკრატიული მექანიზმების მქონე დებულებებს, როგორიცაა: განცხადების წინასწარ განხილვა, პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, განცხადების არსებითად განხილვაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების გადაცემა ან თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ცნობის გაცემა და განცხადების შემდგომი არსებითი განხლვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თავშესაფრის მაძიებლად პირის რეგისტრაციის, პირისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე13 მუხლით რეგულირდება თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ნორმის თანახმად, პირს, რომელიც ითხოვს საქართველოში თავშესაფარს, შესაძლოა განცხადებით მომართვიდან 10 დღის განმავლობაში, წინასწარი განხილვის საფუძველზე უარი ეთქვას თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე, რაც გამორიცხავს საქმის არსებითი კვლევის შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და თავშესაფრის მაძიებელი პირისათვის თავშესაფრის მიღების პროცედურებზე ხელმისაწვდომობას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აღნიშნული სახის რეგულაცია არ არსებობს და აშკარად დაუსაბუთებელ განაცხადებზე გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ე.წ. დაჩქარებული პროცედურების საფუძველზე - საქმის არსებითი კვლევის გარეშე. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ნორმით თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმა პრაქტიკულად არ ხორციელდება და დამატებით ხდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხრიდან შენიშვნების მიღების საფუძველი. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის თანახმად, 4 „„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის თანახმად, პასუხისმგებელი ორგანო 10 დღის განმავლობაში შეისწავლის მიზანშეწონილობას, ეკუთვნის თუ არა პირს თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირება, რაც მიგვაჩნია არ არის საკმარისი დრო, მაშინ როდესაც ამავე კანონის თანახმად, თავშესაფრის საქმის განხილვისთვის ექვსი (ზოგ შემთხვევაში ცხრა) თვეა მიცემული. 10 დღიანი წინასწარი განხილვის პერიოდი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძვლიანი შესწავლისთვის საკმარის ვადად.“ სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან თავსებადობაში მოყვანა. კერძოდ, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნას პირის თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე განაცხადის წინასწარი განხილვა. შესაბამისად, თავშესაფრის მიცემის თაობაზე შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე, პირი ყოველგვარი წინასწარი განხილვის გარეშე დარეგისტრირდეს თავშესაფრის მაძიებლად და მის მიმართ დაიწყოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძვლის შესწავლა და მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ეხება ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, ემატება შემდეგი შინაარსის „ი“ – „პ“ ქვეპუნქტები: ,,ი) რომელმაც ყალბი საბუთები წარმოადგინა ან განცხადებაში განზრახ არასწორი მონაცემი შეიტანა; კ) რომელმაც დაარღვია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, გარდა იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ლ) რომელსაც ერთხელ უკვე ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არარსებობის გამო და უარის მიღების დღიდან განცხადების შეტანამდე მისი წარმოშობის ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა; მ) რომელსაც უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ან/და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმის ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ, თუ ამ სახელმწიფოს ლტოლვილთა სამართლის ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არ არსებობს საქმის ახალი გარემოებები; 5 ნ) რომელმაც თავისი წარმოშობის ქვეყანა დატოვა ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არარსებობისას და ამ ქვეყანაში დაბრუნება არ სურს იმის შიშით, რომ პასუხს აგებს აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; ო) რომელიც უარს ამბობს საკუთარ თავზე ან/და საქართველოში შემოსვლის გარემოებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე; პ) რომელიც დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა სახის დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ასეთ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“ წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, ზემოხსნებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი. აღნიშნული კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ეს საფუძვლები წარმოადგენს პირისათვის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. ვინაიდან წარმოდგენილი კანონის პროექტით, მე-13 მუხლი ამოღებულ უნდა იქნეს, მიზანშეწონილია თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები დაემატოს მე-3 მუხლს. კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს ჰუმანიტარული სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს. შესაბამისად, ზემოხსენებული ცვლილებით მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„პ“ ქვეპუნქტები ასევე გახდება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებიც. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად: • კანონის მე-10 მუხლის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირის ანკეტირებას და თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციას; გ) თავშესაფრის მაძიებლად ცნობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემას; დ) განცხადების განხილვას და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;“ • გარდა ზემოაღნიშნულისა კანონის მე-12 მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. პირის ანკეტირება და თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია 1. განცხადების შეტანისთანავე სამინისტრო არეგისტრირებს პირს თავშესაფრის მაძიებლად და გასცემს ცნობას თავშესაფრის მაძიებელსა და მისი ოჯახის წევრებზე. არასრულწლოვნის ცნობა გადაეცემა მის კანონიერ წარმომადგენელს. 2. განცხადების შეტანიდან 10 დღის განმავლობაში სამინისტრო ატარებს თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას დადგენილი კითხვარის მიხედვით. ანკეტირების თარიღის შესახებ თავშესაფრის მაძიებელს ეცნობება განცხადების შეტანის დღეს. 3. პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია არის თავშესაფრის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებების მინიჭებისა და მოვალეობების დაკისრების საფუძველი. 6 4. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 წლის ვადით გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.“ • ხდება მე-13 მუხლის ამოღება, რომელიც ეხება პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. • მე-14 მუხლის სათაური ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“ • მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში. განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გააგრძელოს სამინისტრომ არა უმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც თავშესაფრის მაძიებელს წერილობით ეცნობება.“ იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით კანონიდან ამოღებულ უნდა იქნეს თავშესაფრის მიცემის თაობაზე განცხადების წინასწარ განხილვა, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, განცხადების არსებითად განხილვაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების გადაცემა, ასევე მე-13 მუხლი, რომელიც ადგენს თავშესაფრის მაძებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძლებს, აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის კანონის მე-10 მუხლის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებში და მე-12 მუხლში, ასევე ახალი რედაქციით ყალიბდება მე-14 მუხლის სათაური ამავე მუხლის პირველ პუნქტში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით. წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, გამარტივდება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა. კერძოდ, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ გაითვალისწინებს ისეთ ბიუროკრატიულ მექანიზმს, როგორიცაა თავშესაფრის მიღების თაობაზე განცხადების წინასწარი განხილვა, აღნიშნული განხილვის საფუძველზე პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია და მხოლოდ ამ პროცედურების განხორციელების შემდგომ აღნიშნული განცხადების არსებით განხილვას. წარმოდგენილი რედაქციით, პირი, რომელიც შეიტანს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ წერილობით განაცხადს სამინისტროში, იგი დარეგისტრირდება როგორც თავშესაფრის მაძიებელი ყოველგვარი წინასწარი განხილვისა და რაიმე გადაწყვეტილების მიღების გარეშე და მის მიმართ დაიწყება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძვლის შესწავლა და მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ცვლილების განხორციელება ერთი მხრივ გამოიწვევს თავშესაფრის მაძიაბელისათვის თავშესაფრის მიღების პროცედურებზე ხელმისაწვდომობას, ხოლო მეორე მხრივ, განცხადებით მომართვისთანავე შექმნის პირის საქართველოში ყოფნის სამართლებრივ საფუძველს, თავშესაფრის მაძიებლის ცნობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის საფუძველზე, რაც გაზრდის ამ პირთა მიმართ ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტურობას. 7 წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იგი თავსებადობაში მოვა საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, კერძოდ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციასთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაომე ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 8 გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. საქართველოს კანონმდებლობა თავსებადობაში მოვა საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, კერძოდ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციასთან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
9 „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება მუხლი 3. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. ლტოლვილის სტატუსი არ ენიჭება პირს: ა) რომელმაც ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, სამხედრო დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორც ეს ქმედებ ა განსაზღვრულია შესაბამის საერთაშორისო აქტებში; ბ) რომელმაც საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე დანაშაული საქართველოს მიერ ლტოლვი ლის სტატუსის მინიჭებამდე ; გ) რომელსაც ბრალი მიუძღვის გაეროს მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში; დ) რომელიც არ საჭიროებს სამართლებრივ დაცვას „ ლტოლვილთა სტატუსის შესახებ “ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის „ D “ ნაწილის თანახმად; ე) რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზოგადოებრივ წესრიგს და საჯარო მართლწესრიგს ; ვ) რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ზ) რომელიც მხილებულია საქართველოს საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და რომელმაც საქართველოში ადრე ყოფნის დროს ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული; თ) რომელმაც თავისი წარმოშობის ქვეყანა დატოვა ეკონომიკური, ეპიდემიური, ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციის გამო. 2. ლტოლვილის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს პირს: ა) რომელიც სხვა ქვეყნის მიერ აღიარებულია ლტოლვილად და კვლავ სარგებლობს ამ ქვეყნის ქმედითი სამართლებრივი დაცვით, თუ საწინააღმდეგო არ დაუმტკიცებია; ბ) რომელსაც აქვს „ ლტოლვილთა სტატუსის შესახებ “ გაეროს 1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ქვეყნის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტი; გ) რომელსაც დაწყებული აქვს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურა და შეუძლია გააგრძელოს ის „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ხელმომწერ სხვა სახელმწიფოში. 3. პირს, რომელიც ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება, თუ მას შეუძლია ისარგებლოს რომელიმე ამ ქვეყნის მფარველობით. მუხლი 10. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა ითვალისწინებს: ა) განცხადებით მიმართვას; ბ) განცხადების წინასწარ განხილვას, ანკეტირებას და პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას; 10 გ) ცნობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემას ან განცხადების არსებითად განხილვაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების გადაცემას; დ) განცხადების არსებითად განხილვას და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას; ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას ან პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარებას. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2048 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. მუხლი 12. განცხადების წინასწარი განხილვა, ანკეტირება და პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია 1. საქართველოში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის განცხადებას წინასწარ განიხილავს სამინისტრო მისი შეტანიდან 10 დღის განმავლობაში. 2. განცხადების შეტანიდან 10 დღის განმავლობაში სამინისტრო ატარებს თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას დადგენილი კითხვარის მიხედვით. ანკეტირების თარიღის შესახებ თავშესაფრის მაძიებელს ეცნობება განცხადების შეტანის დღეს. 3. სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში გასცემს ცნობას თავშესაფრის მაძიებ ე ლსა და მისი ოჯახის წევრ ებზე . არასრულწლოვნის ცნობა გადაეცემა მის კანონიერ წარმომადგენელს. 4. პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის თავშესაფრის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებების მინიჭების ა და მოვალეობების დაკისრების საფუძველი. 5. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 წლის ვადით გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2048 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. მუხლი 13. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები 1. პირს თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, თუ: ა) მან ყალბი საბუთები წარმოადგინა ან განცხადებაში განზრახ არასწორი მონაცემი შეიტანა; ბ) მან დაარღვია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, გარდა იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) მის მიმართ საქართველოში მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; დ) ი გ ი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა სახის დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ასეთ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ე) მას უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არარსებობის გამო და უარის მიღების დღიდან განცხადების შეტანამდე მისი წარმოშობის ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა; 11 ვ ) მას უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე „ ლტოლვილთა სტატუსის შესახებ “ გაეროს 1951 წლის კონვენციის ან/და „ ლტოლვილთა სტატუსის შესახებ “ 1967 წლის ოქმის ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ, თუ ამ სახელმწიფოს ლტოლვილთა სამართლის ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არ არსებობს საქმის ახალი გარემოებები; ზ ) მან თავისი წარმოშობის ქვეყანა დატოვა ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არარსებობისას და ამ ქვეყანაში დაბრუნება არ სურს იმის შიშით, რომ პასუხს აგებს აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; თ ) იგი უარს ამბობს საკუთარ თავზე ან/და საქართველოში შემოსვლის გარემოებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე. 2. თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იგი 3 დღ ე ში გადაეცემა ან ეგზავნება პირს უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მითითებით. 3. თუ პირი არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იგი ვალდებულია ოჯახის წევრებთან ერთად დატოვოს საქართველო შეტყობინების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ საქართველოში ყოფნის სხვა კანონიერი საფუძვლები. მუხლი 14. განცხადების არსებითად განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. სამინისტრო განცხადებას არსებითად განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში. განცხადების არსებითად განხილვის ვადა შეიძლება გააგრძელოს სამინისტრომ არა უმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც თავშესაფრის მაძიებელს წერილობით ეცნობება. 2. განცხადების რეგისტრაციიდან 5 თვის განმავლობაში სამინისტრო თავშესაფრის მაძიებელს უტარებს გასაუბრებას. გასაუბრების დანიშვნის შესახებ თავშესაფრის მაძიებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 დღით ადრე, განცხადებაში მითითებულ მისამართზე წერილობითი შეტყობინები ს გაგზავნით . თავშესაფრის მაძიებლის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე, შეტყობინების იგნორირებით გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტრო წყვეტს განცხადების განხილვას. შესაძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს სამინისტროს იმავე სქესის წარმომადგენელმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმავე სქესის კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით. დასაშვებია დამატებითი გასაუბრების ჩატარება თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოყვანილი ფაქტების და სა ზუსტებ ლად . 3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ამზადებს დასკვნას თავშესაფრის მიცემ ის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ემყარება: ა) თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას; ბ) თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებას; გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ა და მოყვანილი ფაქტების უტყუარობის, ასევე მისი ქცევის სანდოობის ანალიზს; 12 დ) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი თანმხლები ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას; ე) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას; ვ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნიდან გაქცევის, მესამე ქვეყნის გავლით ტრანზიტის, სა ქართველოში შემოსვლის ა და ყოფნის გარემოებათა ყოველმხრივ შესწავლის შედეგებს. 4. თავშესაფრის მიცემ ის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ დასკვნაზე დაყრდნობით სამინისტრო წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფრის მაძიებელი ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან შესატყვისობის საკითხს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნებს, სამინისტრო უარს ამბობს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. 5. თავშესაფრის მაძიებელს, რომელსაც მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი, უფლება აქვს, შეიტანოს ახალი განცხადება, თუ ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოებები, რაც მას აძლევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლებას. 5 1. პირისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება, აგრეთვე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იწვევს მასზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმებას. 6. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა. 7. დროებითი ბინადრობის მოწმობა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადით, ამასთან ავე , სტატუსის გაგრძელების შემთხვევაში − განმეორებით, ხოლო ლტოლვი ლის სტატუსის მქონე პირზე – 3 წლის ვადით. 8. თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, იგი 3 დღ ე ში გადაეცემა ან ეგზავნება თავშესაფრის მაძიებელს განცხადებაში მითითებულ მისამართზე , უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით. 9. სამინისტროს გადაწყვეტილება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელე სარგებლობს ამ კანონის მე-18 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით. 10. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი გადი ს ყოველწლიურ რეგისტრაციას სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.