„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.06.2015
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/360/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-29
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს ცვლილება და VII6 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII6 ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით მუხლი 2124 . სასამართლოსთვის მიმართვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში. მუხლი 2125 . ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტის წესი 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სასამართლოში სარჩელის წარდგენიდან 2 თვის ვადაში. 2. სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 15 დღის ვადაში. მოსამართლე საპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. 3. სააპელაციო განხილვას. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის 2 4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე სასამართლოსთვის მოთხოვნით მიმართვისა და სასამართლოს მიერ აღნიშნული მოთხოვნის განხილვის/გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი პროცედურები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავითაა მოწესრიგებული. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2124 მუხლის თანახმად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებელს სასამართლოსთვის შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს უარის მიღებიდან 10 დღის ვადაში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა განიხილება სამი ინსტანციის სასამართლოში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში. სააპელაციო საჩივარი მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. შემდგომ ამისა, სააპელაციო საჩივარი ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საკასაციო საჩივრის საკასაციო სასამართლოში გადაგზავნის ვადას. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის საერთო ვადა შეადგენს 2 თვეს. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას წყვეტს მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. საკანონმდებლო ნორმის ანალიზი და არსებული პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე მოთხოვნის სასამართლო განხილვის პროცედურა მოუქნელი, დროში გაჭიანურებულია და სრულად ვერ უზრუნველყოფს ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების მიზნის მიღწევას. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე საკითხის განხილვის დროში გაჭიანურება, პირველ რიგში, თავად 4 მაძიებლის ინტერესებს აზიანებს. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას წინ უძღვის ხანგრძლივი, ფორმალიზებული და შეუსაბამოდ რთული სტრუქტურის მქონე განხილვის პროცედურები, რის გამოც პირისათვის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა არ ხორციელდება სწრაფად და ეფექტურად, რაც საერთაშორისო მას მისცემდა შესაძლებლობას, ხელშეკრულებებითა და შიდა სრულყოფილად ესარგებლა კანონმდებლობით შესაბამისი გათვალისწინებული პრივილეგიებით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე საქმეების განხილვის პარალელურად, საჩივრის ავტორის მიმართ, შესაძლოა, მიმდინარეობდეს საექსტრადიციო წარმოება. ამასთან, საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდა კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფოს გააჩნია საერთაშორისო ვალდებულება, არ დააბრუნოს თავშესაფრის მაძიებელი მისთვის საფრთხის შემცველ სახელმწიფოში. კერძოდ, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების“ შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლით გარანტირებული არგაძევების პრინციპი (non refoulement) ვრცელდება ასევე თავშესაფრის მაძიებელ პირებზეც. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებლის მიმართ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გააგრძელონ ამ პროცედურების წარმოება თავშესაფრის მაძიებელის განცხადების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. პრაქტიკაში არის მაგალითები, როდესაც პირი, რომლის მიმართაც განიხილება ექსტრადიციის საკითხი, ბოროტად სარგებლობს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი პროცედურების მოუქნელობით, კერძოდ, ის ექსტრადიციის პროცედურის ბოლო ეტაპზე ითხოვს ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის ან თავშესაფრის მინიჭებას, ხოლო სახელმწიფოც, შესაბამისად, იწყებს დროში გაჭიანურებული სამართლებრივი პროცედურის აღსრულებას, რაც შეუძლებელს ხდის საექსტრადიციო პროცედურების წარმატებით დასრულებას იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც საბოლოოდ არ ხორციელდება პირისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება ან თავშესაფრის მიცემა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს საკითხის გამოსაკვლევად საკმაოდ გონივრული ვადა აქვს. კერძოდ, ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის განცხადებას არსებითად განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში. განცხადების არსებითად განხილვის ვადა შეიძლება გააგრძელოს სამინისტრომ არა უმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც თავშესაფრის მაძიებელს წერილობით ეცნობება. 5 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოთა კანონმდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, საკითხის განხილვის ძირითადი აქცენტი გადატანილია თავდაპირველი გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოზე და შეძლებისდაგვარად კომპაქტურად არის ჩამოყალიბებული სასამართლო კომპონენტი. დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში მოქმედებს სტატუსის მინიჭების თაობაზე პირველადი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ორსაფეხურიანი სისტემა. მაგალითად, ბელგიის სამეფოში უფლებამოსილი ორგანოს (Council of Aliens Law Litigation - CALL) გადაწყვეტილება საჩივრდება პირდაპირ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში. თავად CALL კი განიხილავს მოქალაქეობის არმქონე და ლტოლვილ პირთა საკითხების გენერალური კომისრის ოფისის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივრებს. საფრანგეთის რესპუბლიკაში პირველი ინსტანციის ორგანოს - სპეციალიზებული ინსტიტუტის OFPRA-ს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში (CNDA), ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სახელმწიფო საბჭოში (Council of State), რომელიც მხოლოდ ფორმალურ სამართლებრივ საკითხებს განიხილავს. ნიდერლანდების სამეფოში პირველადი გადაწვეტილების მიმღები ორგანოს (Immigration and Naturalisation Service - IND) მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია რეგიონულ სასამართლოში. სააპელაციო საჩივარს განიხილავს ერთი მოსამართლე. რეგიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება საჩივრდება სახელმწიფო საბჭოში (Counsil of State). დიდ ბრიტანეთში გადაწყვეტილება საჩივრდება ტრიბუნალში (Immigration and Asylum Chamber of the First Tier Tribunal), რომელშიც იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე მოსამართლეებთან ერთად შედიან არაიურისტებიც. შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს ზედა ტრიბუნალში (Upper Tribunal) მხოლოდ სამართლებრივი კუთხით. ამისათვის საჭიროა First Tier Tribunal -ის თანხმობა. შვედეთის სამეფოში პირველადი გადაწყვეტილება საჩივრდება საიმიგრაციო სასამართლოში. საიმიგრაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას: თუ სახეზეა სერიოზული დარღვევა ან პრეცედენტული მნიშვნელობის შემთხვევა. საჩივრის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას იღებს ორი პირი: მოსამართლე და საქმის ოფიცერი. თუ საჩივარმა დასაშვებობის ეტაპი გაიარა, შემდგომში გადაწყვეტილებას იღებს 3 მოსამართლე, ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე - 7 მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მთელ რიგ ქვეყნებში პროცედურების ვადა მნიშვნელოვნად მცირდება, თუ სტატუსის მაძიებელი პატიმრობაში იმყოფება. მაგალითად, ბელგიის სამეფოს კანონმდებლობის თანახმად, საჩივარზე გადაწყვეტილება, თუკი ავტორი პატიმარია, მიიღება 14 დღეში, ხოლო საზღვარზე დაკავებულ პირთათვის მოქმედებს განხილვის განსაკუთრებული, 6 დაჩქარებული რეჟიმი. მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, სტანდარტული 30 დღის ნაცვლად, 15 დღეში საჩივრდება. სააპელაციო ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა 14 დღეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბელგიის სამეფოს უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის ვადაა 8 დღე. საფრანგეთის რესპუბლიკაში დაჩქარებული პროცედურების მიხედვით საკითხი წყდება 15 დღეში. თუ თავშესაფრის მაძიებელი მოთავსებულია ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ეს ვადა 96 საათამდე მცირდება. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზის შეფასების პროცესში ევროკავშირის შემფასებელთა მისიამ საქართველოს მისცა რეკომენდაცია, რომ სისტემა, რომელიც სასამართლოში სტატუსის მინიჭების თაობაზე საჩივრის 3 ინსტანციით განხილვას ითვალისწინებს, 2 ინსტანციამდე შემცირებულიყო 1. ამასთან, შემაფსებელთა მისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თავშესაფრის მინიჭების საკითხზე ლოდინის ხანგრძლივი პერიოდი გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს განმცხადებელს და, ასევე, შესაძლოა, წარმოადგენდეს მიმზიდველ ფაქტორს თავშესაფრის მაძიებელთათვის, რომელთაც სურთ შესაძლებლობის ფარგლებში გაიხანგრძლივონ ქვეყენაში ყოფნა. ამასთან, მსგავსი პოზიცია არის დაფიქსირებული ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საქართველოს მიერ იმპლემენტაციის შესახებ პროგრესის ამსახველ მე-3 ანგარიშში 2. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მიეცა რეკომანდაცია, რათა ,,გადაიდგას ნაბიჯები იმის შესაფასებლად, თუ როგორ უნდა შემცირდეს საბუთების დამუშავების ვადა გასაჩივრების ეტაპზე.“. გარდა აღნიშნულისა ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის ანგარიშში საქართველოს ასევე მიეცა რეკომენდაცია, რათა დაინერგოს უფრო გონივრული ვადა სასამართლოში გასაჩივრებისათვის, ვინაიდან დღეს არსებული 10 დღიანი პერიოდი მეტისმეტად ხანმოკლეა. ამას გარდა, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს როგორც ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, ასევე ამ სტატუსების შეწყვეტისა და გაუქმების პროცედურებსაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოდექსის VII6 თავი შესაბამისობაშია მოსაყვანი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონთან. 1 ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის იმპლემენტაციის შეფასების მიზნით საქართველოში ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ანგარიში; მე-2 ბლოკი: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფარი (გვ.12). 2 ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საქართველოს მიერ იმპლემენტაციის შესახებ პროგრესის ამსახველი მე-3 ანგარიში; მე-2 ბლოკი: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფარი (გვ.5). 7 ა.ბ) კანონპროექტის მიზანი ზემოთ მითითებული კანონმდებლობით გარემოებებიდან გათვალისწინებული გამომდინარე, პროცედურის აუცილებელია სრულყოფა და საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებში ცვლილების შეტანა, რის შედეგადაც დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა, უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, ამავდროულად იგი სრულად იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდასახელმწიფოებრივი კანომდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავი. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება აღნიშნული თავის სათაური ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით“. აღნიშნული იმავდროულად აისახება 2124 და 2125 მუხლებში. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, ნაცვლად დღეს მოქმედი 10 დღიანი ვადისა. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებს, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის ვადაში. ორთვიან ვადაში უნდა მოხდეს, აგრეთვე, გადაწყვეტილების მხარეთათვის გაგზავნაც. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში 15 დღის ვადაში, ნაცვლად დღეს მოქმედი 10 დღიანი ვადისა. სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. კანონპროექტით საქმის საკასაციო წესით განხილვის საფეხური ამოღებულია. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა შეადგენს საჩივრის წარდგენიდან 1 თვეს. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. 8 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესასრულებლად. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან 9 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. იძულებით
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
10 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2124 . სასამართლოსთვის მიმართვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე მოთხოვნით რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებელს უარის მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 2125 . ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტის წესი 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე იღებს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში. 2. სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. 3. სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. 4. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. 5. საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. 6. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის საერთო ვადა შეადგენს 2 თვეს. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას წყვეტს მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.
დასკვნები
LECAL DEPARTMENT 80mt 駅 め o ob bふb6勘 パ 03RO RO飾 0 0600 輌 OF STAFF OF ll 00 `2りゃ。 0オ メ J赫 ハ¨。.46Xl oめ 0。で,2289168 oOが ` 26 NOい 0い にgaUep@panhment ge PARI.IAMENT OF GEORCIA 【 b)JDhO1330mb b〕 hCう 03600 26 Abashidzc Avenuc,4600.Kutaisi Geor3,a Tc:22891 68 e mJIに 3adep@pad● ment ge 憲′ ″ 製いぬ̲̲"2015, ヱユ ″ q85bJ365 br 6o3Cq,c.rb 3oJg6o6ob AoC6 UJJJ6r.rbA!.oCbq,r't o6o0oJ6.goU $3troco $uri0oqr6g6oq,o ,,UlCJ6cDgCq,oU r<)Ao6obo6rGoIq, U)36o631J('l 3erqr3jUao 63q,oq,3bob B9g;6ob t9[isb36,. UrCJ6ot&!(,r'rb JJbcr6ob J6ogjgob (07-?360; 24.06.2015) U>jr6o3Cq,r'rL JJ6q,raC6Oob 6CAE raCboob 145-C ag\,oL doorbgr363borb tsCLrbiooL(.)bob or(')brto brCr6ogCq,ob JJd)q,rAC6OoU JJr6rOob oU6oeo.Jq,Ar QCJJ6OTAC6OAT 0r6oboq,r bsjrlio6gq'otr Aor36r'rbob 6o96 l-t3r6o60qrg\,cl rl6cl0clr0clg6ll1 SgUoor $r60oq696oq,o ,,ltjr6orgq,oLr reAobob06roq3q, l-rrJ6o63lro 3r-rqg3iLtso g3q,oq,gboU 6Cor6ob 0Ct JbCb,, Urj.>{6o63qoU 3r6o6ob Jr6ogj6ot: (07-V360; 24.06.2015\ lr.>j.>r6or35qob Jr6q,s696gob 6C6qr0C6Oob 145-C a:lbq,ob A(,lobc)8bCbcDrb ACbrbrAob('lboU Ls3oorbo qr 6ot.r6ts3gcr6oq,.rq_ AoJEbor Jr6('l6ou J6('ICCOoL 6i6boq,3ob J6(.)OCQU6oU er$UCbJ. ヽ fll 朧 ∠ bふ bO■ b)Joh0330mも ― X00m m8obo 〕)hOЮ 350n /′ rttλ f ι γ /′ ′ brjst6orSSq'mb Jsdrqrr0g66ob lto66r6ota6oo qggBs6$s096$olr 3g6obl: jrq'6r6o6 3o136 lrSor6rodgb qgrb336r brj.r<6orggq,slt 0ot36obob 0ogt6 br3rbar60c956q'o o6o6or6c6ob $gboor $r60etqQaC6oE'o br3dro63ln bsjr6cr8gq,olr 3s6o6ob J6t'rgj$ob,brjr6or3xqrob rqg0o6ol'O6r6ogq' BXbrbSb" (07-2/960,24'06'15) brjs6or3gq'ob Jr<6q'r056$ob 3oc.ogjlrtlo 6gq,oq,3bob Bg$$olr fu3J36j$cn$ tsSltbs0oUoboL orrobrbg 66q,r036gob 145-9 OgbE ob 03-2 J36j$ob "b" brjl6orpq,rnb Jl6qr$366ob b'>boga3$cn rngobOr 6r6oboq'; brjr6or3Sq'rnlr 0ort36erbob 0o96 lrr3ubcr60sg0bqrn o6ogorgo3olr $gboor $r60rnq9636oq'o l-rrjl6or3gq'rnl-r rqr0o6ob6t6'>6ouq' b'>J6r'r63ln 3oqaltrBo 63q'oq'3bolr 3r6ar6ob J6rngi$ol-t ,,ttjr6or33q'r'rb BXgrbob Egb,:b3b" (07-2/360,24.06.15) lr,:j,>6or3gq'ml-r Jr6q'r036$ob 636q,r036$ot-t 145-9 03@6t1 o3-2 J36j$ot-r ,,6" fi3J36j$orr6 0Slrrbraoberbolr l-rr3oorbo qr 8otr6t3$o6oqr4g 0orB6or 3r6rn6J6rngj$ot-r 616boq'3ot-r Jt6rn6gq.ry6ott q.or$ffi bl' Jrgqob6X0ocn, o-, .r1? -x^ cDrooJ bcoJbu6o ltOogaggo ogobob gg6rnbolt Eogrqgcrbob 0g0k6gq'pbgq,o 4600,J」 ■ 0・ 010,0。 ふ 5■ 。 00b6● 0ヽ 椰26し oJs6080'マ 0し む 。 。 00600b b。 し δ b"ゃ o ̀gゃ 00R3806̲(99532)220:679,OR郷 ObOi cOntact@parliament gc