„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-29
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება
და დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
„23. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული
დახმარება უზრუნველყოფილია თავშესაფრის მაძიებელი იმ პირისათვის, რომლის
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან
თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებული დავებიც უნდა განიხილოს
სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით
გათვალისწინებულ საქმეებთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა,
იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
თავშესაფრის მაძიებლად პირის რეგისტრაციის, პირისათვის ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხს განიხილავს და შესაბამის
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებებს იცავს სახელმწიფო, თუმცა აღნიშნულის
უზრუნველყოფისათვის არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2014
წლის ანგარიშის მიხედვით, „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონის მოქმედი
რედაქციის შესაბამისად, „ამ პირებს არ მიუწვდებათ ხელი უფასო სახელმწიფო იურიდიულ
მომსახურებაზე (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა). „იურიდიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, გარკვეული კატეგორიის
გადახდისუუნარო პირებზე, როგორებიც არიან დევნილები, ომის ვეტერანები და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, განხორციელდება უფასო იურიდიული
დახმარება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში. აღნიშნულ
მოწყვლად კატეგორიის პირებში არ შედიან თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები თუ
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ასევე არ გააჩნიათ საკმარისი თანხა
იმისათვის, რომ მოამზადონ სარჩელი და სასამართლოში ისარგებლონ წარმომადგენლის
მომსახურებით. აღნიშნულის გარეშე კი მათთვის, როგორც სამართალწარმოების ენისა და
საქართველოს კანონმდებლობის არმცოდნე პირებისათვის, შეუძლებელია დაცვის უფლების
ეფექტიანი რეალიზაცია.“
გარდა ზემოაღნიშნულისა, აღნიშნულს ასევე ითვალისწინებს საქართველოს მიერ
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მე-3 ანგარიშში მითითებული რეკომენდაციები.
ამასთან, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის მე-16
მუხლის შესაბამისად, ყველა ლტოლვილი თავშესაფრის მიმცემი ქვეყნის ტერიტორიაზე
უნდა სარგებლობდეს მისი მოქალაქოების მსგავსი სასამართლოსადმი მიმართვის
უფლებით, მათ შორის იურდიული დახმარების უფლებით. თავშესაფრის მაძიებელთათვის,
ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის, მოცემული კონვენციის
შესაბამისად, გარანტირებული უნდა იყოს იურიდიული დახმარება და სასამართლო
ხარჯების დაფარვისაგან განთავისუფლება.
3
ამ უფლების უკეთ რეალიზაციის მიზნით, ასევე მომზადებულია „საქართველოს
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. მოცემული კანონპროექტის თანახმად,
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან
თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე რაიონული (საქალაქო)
სასამართლოსთვის მიმართვის ვადა ეზრდებათ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
ან თავშესაფრის მაძიებელს და ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დღეს მოქმედი 10 დღიანი ვადისა, ექნებათ 15 დღიანი ვადა.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია შემუშავდეს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები,
რომლებიც უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებას თავშესაფრის მაძიებელი იმ
პირისათვის, რომლის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის,
გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებული დავებიც უნდა განიხილოს
სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით
გათვალისწინებულ საქმეებთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა,
იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლში შედის ცვლილება და ემატება შემდეგი შინაარსის
23 პუნქტი:
„23. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია თავშესაფრის მაძიებელი იმ პირისათვის,
რომლის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან
თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებული დავებიც უნდა განიხილოს
სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით
გათვალისწინებულ საქმეებთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა,
იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.“
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელ პირს ექნება უფლება
ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე ამ კანონით პირდაპირ
გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაც გულისხმობს წარმომადგენლობის უზრუნველყოფას
სასამართლოში და შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას. იურიდიული
დახმარების გაწევა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დავა
შეეხება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტა ან გაუქმების ან
თავშესაფრის მიცემის თაობაზე საკითხებს.
4
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
პროექტის მიღება
გამოიწვევს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დამატებითი
სახსრების
გამოყოფას
საქართველოს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემდეგი სახით:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონპროექტში გათვალისწინებული დამატებითი
ფუნქციების განხორციელებისათვის, ყოველწლიურად, იურიდიული დახმარების
სამსახურს უნდა გამოეყოს 103 600 ლარი, საიდანაც:
•
•
93 600 ლარი მიმართულ უნდა იქნეს იურიდიული დახმარების სამსახურში
დამატებით 5 ადვოკატის შრომითი ანაზღაურებისათვის, თითოეულის ანაზღაურება
თვეში 15 60 ლარი.
10 000 ლარი მიმართულ უნდა იქნეს მთარგმნელობითი მომსახურების
შესყიდვისათვის.
აღნიშნულ
მონაცემებს
საფუძვლად
დაედო
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელ პირებთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკა,
რომლის მიხედვითაც 2010-2015 წლებში სამინისტროს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა
3768 უცხოელმა. აქედან შესაბამისი სტატუსი მიენიჭა 683 უცხოელს. 2010-2015 წლების
განმავლობაში სასამართლოს სარჩელით მიმართა 225 პირმა, რომელნიც ასაჩივრებდნენ
შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სამინისტროს მიერ გამოცემულ
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება გააუმჯობესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებზედაც
ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ: თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მოქნე პირები მიიღებენ უფასო იურიდიულ დახმარებას ამ
კანონით დადგენილ შემთხვევებში.
5
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. ეს კანონპრექტი
მომზადებულია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის
იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მე-3 ანგარიშში მითითებული
რეკომენდაციების შესასრულებლად.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. საქართველოს კანონმდებლობა თავსებადობაში მოვა საქართველოს მიერ
რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, კერძოდ „ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციასთან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
6
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
7
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი რედაქცია,
სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
მუხლი 5. იურიდიული დახმარების გაწევის პირობები
1. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული
ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა.
2. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში იურიდიული
დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) უზრუნველყოფილია, თუ პირი
გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში
წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან
გამომდინარე.
21. იურიდიული დახმარების სამსახური გადახდისუუნარო პირისთვის უზრუნველყოფს
სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის მიუხედავად.
22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული
დახმარება უზრუნველყოფილია იმ პირისათვის, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის
საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
XLIV11 თავით გათვალისწინებულ საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ მხარდაჭერის
მიმღებისთვის, რომელიც არის მხარე სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე,
მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ
აირჩია ადვოკატი. (22 პუნქტი იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული
დახმარების უზრუნველყოფას სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მხარდაჭერის
მიმღები მხარისათვის, ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან)
3. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა იურიდიული დახმარების საბჭოს
მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება მიიღოს
გადაწყვეტილება იმ პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც არ
არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
ოჯახის წევრი.
დასკვნები
m―
b融
δttOt
LECAL DEPARTMENT
OF STAFF OF
…
PARLIttENT OF GEORCIA
蓼 Ю 噸
¨
…
う
いい 櫛 。
。か `
"勢 寧 0す0つ
●Oc1228 91 68 一
…
̲9∞ も
ぃ に3aに Cp@paH● ment ge
26
ζ
̲
b〕 J〕 hCn33Cnb
b)hC)0960n
26 Abashidze Avcnuc 4600、 Kutaisl,Georgia
Te1 228 91 68
em● 卜にgauep@paH● men ge
N.11,
qqrbJS6r
V
Lrs;lr6orgq'olr 0orca6n6ob 0q6 tt3r6o6AA00q,o o6ooo\)o3oL $glmor $r63oq636oq'o
,,og6opogq,o qr.:bdr63boU ts3Lrrb3b" b,rjr6or33q'r'rl.r 3s6r'r6tso ogq'oq'Cbou 6COr6oL orobrbC"
l$jr6or33q'ob 3s6o6oL Jlr,clcioob (07-21361, 24 06.2015) UJCr6cr'3Cq'a)L $6E'raC6OoU
606E JACbOob 1 45-C 0ubq'oLr doolbo363borr6 tsgLrcbrSolrobol.r or>obl9:g
Irsjr6o6gqx'rlr Jrrrq'.>036$otr rJr6r$oLr ogrioqrryq'ar ACJT6OTACEOAT Ar6oboE')
Urj.>6orgqrob aol46<'rbob Oogfr tt3r6o60q93\'o o6o3or$o3oLr $3boor $>ti6oq9696oq'o
a,
,og6oc.oogq'o c9rb0r65bolr fuUrb3o" trs jJ6o65q'crlr 3.>6o60o oSqoeCbob aCOJ6oL or(nb)g5C"
brjs6o63q,ol.r 3c6o6oU 36ofr6ob (07-2361, 24.06.2015) ltjr6or3Sq'oLt J56q'rAC6Ooll
635q',>036$ob 145-9 aigbq,ob 0oortm363bor6 03b6rdolx'rbou Lr3oo)bo grr 6o$r6ts3$m6oq,rq-o
AorB6or Jr6(')6ob J6cICCOob 0J6boq3ob SdmmqEfrob qrc$$Co.).
ψ ︱・
60"
∞゛。
ごll 朧
c===
bδ 30■
b)J〕 hCn330mb
%00m m■ obo
3)hC)0360∩
tiril/
N.06/f
brjr6or3gq,crb J#rqt$36$ob
brtn66$olcrgoo ACJv6OlAC66ob 3g<6oltb
jrqroqSo6 9cngt6 b3or6rodSb
p.:b336r
b$rt6cr6gE ol, 0orrg6<'rbob 0o96 tt3r6crffiq.ogbqm o6o6or$o3ob $gboor $u60oq90C6cq'o
brjr6o4gq,ob 3r6<n6ob Sr6crgj6ob ,o3<6oq.oogq'o qgrMr6gbob 03b$gb" brjrt6cr6Sq'ob
(07-Y361,24.05.15) brCrd,o,3gqnb Jrt6q,r056$ob
3s6o6tso 6gqroqg6olr 09$s6ob corobstg'
r6g6q,r0g6$olr r,$-g OgWolr 0C-2 JgEdOol, "b" CACJU6CO-s6 tssbsbrEobobob orxnbrllS
brjr6orggq,rnl-r Jl6q,r036$ob bsbopaS$rn rngol-rOl 6r6oboqrr l-r.>jr6orgq'rol-t
6or.>36rnbol-r 6o96 bt3r6rn60sgCbqo o6o6ol$qob Sgboco $,>t66erq9636oq'o brjr6or3Sq'arLt
3$o6ol.r J6rngj$olr ,,og6oqro3qro qgrb0r63botJ ts3brb3b" bsjr6or3gq,r'rb 316r'160o
33q'oq,3bob acorbot orrrnbrgcx" (07-2/361, 24.06.15) brjr6orpq,r'rt-t J.:t<rq,r036$ob
6g6q,u096gob 145-9 Ogbq,ob 06-2 Jg6jgol-r ,,b" $XJ36j$or6 0Slrrbr0obobob b.:3oorbo qrr
0o9cr603$r'r6oqrrqr 6o$6o1 3rbrn6J6ogflgob 6rbboq6oLr J6rn63qgg6ot-t qgr$ggbr.
3,:gqob6g0oor,
?, 51".1'{l^
orronr bgolr6g6o
ttbqgpgggo ogoUob gg6obob
Eo3rq,yn0ob ts30b69q,3fu q,o
4600,J」 o060bO,Ooあ 0080b6』 ヽ.椰 26 boJ● 6080ROb 35̀R』
oOR0906̲(99532)228i679,OR..ObO。
0600b b。 し。しR0
:COntact@parliamcnt gc