„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დ. ონოფრიშვილი, ვ. დოლიძე, გ. ცაგარეიშვილი
ინიციატორი
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები"
ნომერი
#07-3/470/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახახადო კოდექსში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. 194-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილები“. 2. 199-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილები“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ცნობილია, რომ საქართველო არ აწარმოებს ავტომობილებს, ხოლო მათზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება იმპორტით და უმეტესწილად იგი მეორადი მანქანების ბაზარზეა ორიენტირებული, ასეთი ავტომანქანები არ შეესაბამებიან თანამედროვე მოთხოვნებს როგორც საწვავის ხარჯით, ასევე გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობით. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოში: • ავტომობილების ტექნიკური გამართულობის შემოწმება ქვეყანაში ამ ეტაპზე(ც) შეჩერებულია (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა და ასევე რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ). • ჯერჯერობით ბოლომდე მოწესრიგებული არ არის სატრანსპორტო მოძრაობის მართვა - ხშირია სატრანსპორტო საცობები. ყოველივე ეს საქართველოში განაპირობებს ავტოსატრანსპორტო სექტორიდან სათბური აირების მაღალ გაფრქვევას, ნათელია, რომ მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანები საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას, აუარესებს ქალაქებში საცხოვრებელ პირობებს და ასუსტებს ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობას. ამიტომ საჭიროა ქვეყანაში მეტი ყურადღება მიექცეს როგორც სატრანსპორტო მოთხოვნების მართვას, ასევე ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული ჰიბრიდული ძრავის მქონე ტრანსპორტის ექსპლუატაციის წახალისებას. ასეთი ავტომანქანების მასიური მოხმარება შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას. ამასთანავე, მას შემდეგ რაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამარტივდა ავტომანქანების რეგისტრაცია და აქედან მიღებული შედეგები საგრძნობლად აისახა სხვა სახელმწიფოდან იმპორტირებული ავტომობილების ხარისხზე, ამ მიზეზების გამო გადაწყდა ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული და საწვავდამზოგავ ავტომობილებზე ხელშემწყობი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მთავრობები მოტივირებულები არიან გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებით, ხოლო ბენზინის საწვავის გამოყენების შესამცირებლად ისინი ხელს უწყობენ ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდას და ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ პირდაპირ სუბსიდირებას და ფისკალურ შეღავათებს (მათ შორის პირდაპირი სუბსიდირება გამოიყენება საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, აშშ-ში, ხოლო ელექტრომობილების ყიდვის შემთხვევაში, ფისკალური შეღავათებია - დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში), ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზანია მწვანე ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს დადებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა (კარი VI, თავი 3), სადაც მათ შორის აღნიშნულია რომ: „გარემოს გაძლიერებული დაცვა სარგებელს მოუტანს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაზრდის გზით, ასევე, თანამედროვე, სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ეკოლოგიურად მდგრადი მოდელების ჩამოყალიბებას.“ ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შემოთავაზებულია 194-ე და 199-ე მუხლებში ცვლილება, რის საფუძველზეც ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომანქანები გათავისუფლდება აქციზის და იმპორტის გადასახადებისგან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ვინაიდან კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია მომავალი წლიდან, იგი გავლენას არ მოახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, მაგრამ კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს მომავალი საბიუჯეტო და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აქციზისა და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლების გავლენით. ამასთანავე, საყურადღებოა ისიც, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ჰიბრიდულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებს ჯერ არ გააჩნიათ კონკრეტული სასაქონლო კოდი და ისინი გაერთიანებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2013 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით იყო -166, 2014 წელს -667 და 2015 წლის ივლისის მდგომარეობით არის -604 ერთეული. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი განაკვეთის ოდენობების გათვალისწინებით, აქციზის და იმპორტის გადასახადებიდან შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში სავარაუდოდ იქნებოდა: • 2013 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით - აქციზიდან დაახლოებით 235 ათასი ლარი, ხოლო იმპორტის გადასახადიდან 24 ათასი ლარი; • 2014 წელს - აქციზიდან 752 ათასი ლარი, ხოლო იმპორტიდან 88 ათასი ლარი; • 2015 წელს ივლისის მდგომარეობით - აქციზიდან 624 ათასი ლარი, ხოლო იმპორტის გადასახადიდან - 79 ათასი ლარი. ზემოაღნიშნული გათვალისწინებული მონაცემებიდან ცვლილებების გამომდინარე, მიღების შემთხვევაში, კანონპროექტით კანონპროექტის მოსალოდნელი წლიური გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით შესაძლოა წლიურად შეადგენდეს დაახლოებით 901 ათას ლარს, მათ შორის აქციზის გადასახადის სახით - 806 ათას ლარს, ხოლო იმპორტის გადასახადის სახით - 95 ათას ლარს. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, იმპორტიორებისათვის საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე შემოთავაზებული ცვლილებებით, შესაძლებელია როგორც ეკოლოგიური ავტოპარკის განახლება, ასევე მისგან გამომდინარე სხვა საფინანსო და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ითვალისწინებს ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომანქანების იმპორტიორებისათვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მსგავსად, ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომანქანების იმპორტი გათავისუფლდება აქციზის და იმპორტის გადასახადებისგან. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება კანონპროექტის მიღება არ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. საქართველოს ორმხრივ და ეწინააღმდეგება საქართველოს მრავალმხრივ ორმხრივ და დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით ონოფრიშვილი, ვიქტორ დოლიძე, გიორგი ცაგარეიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია სადაც ხორციელდება ცვლილებები: მუხლი 194. აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები 1. აქციზისაგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე. 2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება. 3. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება ჩათვლის უფლება. 4. აქციზისაგან გათავისუფლების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 5. ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები; ბ) ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (14.06.2011. N4754) ბ1) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (14.06.2011. N4754) გ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული; დ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი; ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; (31.05.2011. N4720) ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ან/და მიწოდება; ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. (22.06.2012. N6547) შენიშვნა: აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა; (22.06.2012. N6547) თ) მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ი) ამ კოდექსის 223-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული აქციზური საქონლის იმპორტი; კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი; (12.06.2012. N6439) ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები. შენიშვნა: თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის ოდენობა აღემატება ამ ნაწილის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამ მუხლით გათვალისწინებული აქციზისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. (14.06.2011. N4754) 6. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია: ა) აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: (19.04.2011. N4547) ა.ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური საქონელი (ნედლეული)); ა.ბ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ; (27.03.2012. N5942) ბ) საქართველოს საქონლის მიწოდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის. გ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (აქციზური საქონლის) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების (აქციზური საქონლის) რეალიზაცია/გადაცემა. (20.12.2011. N5556) დ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის მიწოდება მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლისათვის, საქონლის საწარმოებლად. (15.05.2012. N6211) 7. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია აქციზისაგან. (20.12.2011. N5556) მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით; ბ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული წესით; (06.09.2013. N1046 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) გ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომელიც არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გრანტის ელემენტს გაიანგარიშებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად; დ) ფიზიკური პირის მიერ: დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებისა და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; (14.06.2011. N4754) დ.ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; დ.გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (14.06.2011. N4754) დ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი; (12.06.2012. N6439) დ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (14.06.2011. N4754) დ.ზ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ე) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი; ვ) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი; (31.05.2011. N4720) ზ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობადანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი; თ) უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში; ი) 2016 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულისა და ნაწარმის იმპორტი; (12.12.2014. N2952 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) კ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, „დ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და დროებითი შემოტანა; ლ) საქონლის მიმართ გამოყენებული სასაქონლო ოპერაციები (გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისა და დროებითი შემოტანისა) ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის განთავსება; მ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმები; (10.04.2012. N6015) ნ) ამ კოდექსის 223-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი; ო) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (14.06.2011. N4754) პ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1704 90 510 00, 2207 10 000 00, 2501 00 310 00, 2501 00 510 00, 2506, 2507, 2508, 2509, 2511, 2522, 2524, 2525, 2526 (გარდა 2526 20 000 00), 6805 20 000 00 და 6805 30 800 00 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; ჟ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები. რ) „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიიდან საქონლის გადაადგილებისას აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად). (15.05.2012. N6211) შენიშვნა: თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის ოდენობა აღემატება ამ მუხლის „დ.ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამავე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. (14.06.2011. N4754)