კომპანიის მიერ შექმნილი ძირითადი საშუალების გამოქვითვა N 0213

0213 კომპანიის მიერ შექმნილი ძირითადი საშუალების გამოქვითვა 26.07.2011
№ დოკუმენტი 0213
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კაპიტალიზებადი ხარჯების გამოქვითვა N 0213

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ შეიძინა 20 000 აგური და დეკლარაციაში ასახა შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში

· საწარმომ ნაგებობის აშენებისთვის გამოიყენა 12 000 აგური

· წლის ბოლოს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში ასახა 8 000 აგურის ღირებულება

· იმავე წელს ექსპლუატაციაში შესული ნაგებობის ღირებულებაში ასახა 12 000 აგურის ღირებულება და გამოქვითა სსკ-ის მოთხოვნების დაცვით

შეფასება

· შეძენილ მატერიალურ მარაგებში არ უნდა ასახულიყო იმ მარაგების ღირებულება, რომელთა კაპიტალიზებაც მოხდა

· ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალების შექმნისათვის გამოყენებული 12 000 აგურის ღირებულება არ უნდა გამოქვითულიყო ერთობლივი შემოსავლიდან როგორც სასაქონლო-მატერიალური მარაგები, არამედ უნდა დამატებოდა მშენებარე ძირითადი აქტივის ღირებულებას და გამოქვითულიყო იმ წლიდან, როცა მოხდებოდა ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანა

ღონისძიებები

· მარაგების დაკორექტირების გზით შემცირდება გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა 12 000 აგურის ღირებულებით და შესაბამისად დაკორექტირდება დასაბეგრი მოგება/ზარალი

· დეკლარაციაში მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით