გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან (ქონების მიმდინარე გადასახდელები არ გამოიქვითება) N 0221

0221 გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან (ქონების მიმდინარე გადასახდელები არ გამოიქვითება) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0221
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გამოქვითვები ერთობლივი შემოსავალიდან N 0221

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ჩართულია ქონების გადასახადში დარიცხული მიმდინარე გადასახდელები

· დარიცხული და გადახდილი მიმდინარე გადასახდელები აღემატება საგადასახადო წლის მიხედვით წარმოდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახულ გადასახადის თანხას

შეფასება

· ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება ქონების გადასახადის დეკლარირებული და დარიცხული თანხა

· გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი

ღონისძიებები

· დაკორექტირდება (შემცირდება) საწარმოს გამოსაქვითი ხარჯები და დასაბეგრი მოგება და დაერიცხება კუთვნილი გადასახადი

· საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლით

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით