N 427 - 28/12/2022 - „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №427
2022 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის N394 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.017634) დამტკიცებული წესის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულ თანამშრომლებს, რომელთაც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მინიჭებული აქვთ უმცროსი სპეციალური წოდება – „რიგითი“, საბაჟო დეპარტამენტში მუშაობის 3 წლის ან მეტი გამოცდილების ქონის შემთხვევაში საფეხურგამოტოვებით მიენიჭოთ საშუალო სპეციალური წოდება „უმცროსი ლეიტენანტი“.
4. საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულ თანამშრომლებს, რომელთაც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მინიჭებული აქვთ უმცროსი სპეციალური წოდება – „რიგითი“, საბაჟო დეპარტამენტში მუშაობის 1 წლიდან 3 წლამდე გამოცდილების ქონის შემთხვევაში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობით მორიგი უმცროსი სპეციალური წოდებებები მიენიჭოთ ერთი თვის ვადაში.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე