N 135 - 26/03/2015 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 26.03.2015
№ დოკუმენტი 135
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული - „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1679667452887 {width: 582pt; margin: 0 auto !important; }„2პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება1 წელიმსხვილი გადამხდელის სტატუსი სმქონე პირებისათვის ან/და

3000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირისათვის – 3 000 ლარი;

1000 000 ლარიდან 3 000 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის

– 2 000 ლარი;

გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისათვის (გარდა, მეწარმე ფიზიკური პირებისა) - 500 ლარი;

სხვა პირებისათვის – 1 000 ლარი.

შენიშვნა: საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, მხედველობაში მიიღება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი