უკუდაბეგვრა (2009 წელს გაწეულ მომსახურებაზე 2010 წელს მიღებული ინვოისით არასწორად აღიარა ხარჯად ამავე წელს) N 1138
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უკუდაბეგვრა N 1138
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ 2009 წლის დეკემბერში არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ინვოისი მიიღო და თანხა გადაიხადა 2010 წლის მარტში
•საწარმომ მიღებული მომსახურების ღირებულება გამოქვითა 2010 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, ამასთან დღგ-ის უკუდაბეგვრა განახორციელა 2010 წლის მარტის თვის მიხედვით
შეფასება
•საწარმოს დღგ-ის უკუდაბეგვრის დეკლარირება უნდა მოეხდინა მმომსახურების მიღების პერიოდის (2009 წლის დეკემბერი) მიხედვით
•საწარმოს ხარჯების აღიარება უნდა მოეხდინა მომსახურების მიღების პერიოდის მიხედვით (2009 წელი)
ღონისძიებები
•უნდა დაზუსტდეს დღგ-ის უკუდაბეგვრის დასაბეგრი ბრუნვა მომსახურების მიღების პერიოდების მიხედვით
•უნდა დაკორექტირდეს გამოსაქვითი ხარჯი და დასაბეგრი მოგება მომსახურების მიღების პერიოდების მიხედვით
•საწარმოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე გავრცელდება სსკ-ის 131-ე და 132-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით