N 22/ნ/№127 - 06/04/2023 - „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ-№322 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 06.04.2023
№ დოკუმენტი №22/ნ/№127
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №22/ნ/№127

2023 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ-№322 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1

„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან /და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ-№322 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2020, 470230000.22.035.016823) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული მე-5 დანართის („საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა, რომელთა მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან თავისუფლდება ფარმაცევტული საწარმოს მიერ ამ საწარმოს მიერვე წარმოებული იმ ფარმაცევტული პროდუქციის (მათ შორის, სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების) მიწოდება, რომელიც რეგისტრირებულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივ რეესტრში.".

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი