ბრძანება N 3197
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3197
24 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2016 წლის 21 ნოემბრისა და 2025 წლის 3 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 იანვრისა და 7 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №6 და N12) განიხილა 2025 წლის 3 თებერვლის N14536/21-11 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 დეკემბრის №24388/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს ------- (ს/ნ -------) №241547/21 საჩივრები, რომლებითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 8 ნოემბრის №ID:------- გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ 2016 წლის 28 ოქტომბერს მიმართა მომსახურების დეპარტამენტს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის შესაბამისად, რაზეც ეთქვათ უარი, ვინაიდან საგადასახადო ორგანოში წარდგენილია 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია, რის მიხედვითაც ერთობლივი შემოსავალი ნულზე მეტია. აღნიშნულს გადამხდელი არ ეთანხმება, ვინაიდან 2001 წლიდან აღარ უმუშავია, ხოლო დეკლარაციაში ასახული თანხა არის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც მის ანგარიშზე არც მოხვედრილა. შესაძლოა, ეს თანხა შეცდომით ჩაიწერა გრაფაში, ვინაიდან შესაბამისი სპეციალისტი (ბუღალტერი) არ ჰყოლია და უცოდინრობით დაუშვეს შეცდომა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საკითხის შესწავლას და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 28.10.2016 წელს სს ------- (ს/ნ -------) ID:------- განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს 2011 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე აღნიშნულ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ სს ------- (ს/ნ -------) 01.01.2011 წლის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული დავალიანება 3091.65 ლარი. 01.01.2011 წლის შემდეგ ქონების გადასახადის დეკლარაციების საფუძველზე დარიცხულია გადასახადები, რაც არ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას 2011 წლამდე წარმოშობილი დავალიანების ჩამოწერისათვის. 15.02.2013 წელს 31.01.2013 წლის სავადო თარიღით ქონების სახელწიფო საკუთრებაში მიქცევის შედეგად ნაწილობრივ შემცირებულია ძირითადი გადასახადები.
01.01.2011 წლის შემდეგ წარმოდგენილია 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციები, რომელთა შორის 2013 დეკლარაციაში ნაჩვენებია ერთობლივი შემოსავალი 11 500 ლარი, რის გამოც გადამხდელმა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. აღნიშნული მიზეზით მომჩივანს უარი ეთქვა 2011 წლამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერაზე, რის შესახებ ეცნობა 08.11.2016 წლის ID:------- გადაწყვეტილებით.
მომსახურების დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება გადამხდელის მიერ გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 დეკემბრის №35610 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 დეკემბრის №35610 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 24 თებერვლის №13960/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 8 ნოემბრის ID:------- გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 დეკემბრის №35610 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 თებერვლის №13960/2/17 გადაწყვეტილება გადამხდელის მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.10.2020 წლის (საქმე №3/379-17-20) გადაწყვეტილებით სს „-------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 28.04.2021 წლის (საქმე №080310017001867412 (3/ბ-491-2020წ.)) გადაწყვეტილებით სს ------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.10.2020 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.02.2017 წლის გადაწყვეტილება სს „-------“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განეხილა სს ------- 11.07.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივართან დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტის 08.11.2016 წლის ID:------- გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 12.12.2016 წლის №35610 ბრძანება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.11.2024 წლის №ბს-1156 (2კ-21) განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად (საქმე №080310017001867412 (3/ბ-491-2020 წ.)), იურიდიული დეპარტამენტის 2024 წლის 2 დეკემბრის №112159-08 წერილით, საჩივარი ხელახლა განსახილველად გამოგზავნილ და დარეგისტრირებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 დეკემბრის №24388/2/2024 გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:
„საქმეში არსებული მასალით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ------- 2013 წლის დეკლარაცია წარადგინა იმ მონაცემებით, რა აქტივებიც, ფაქტობრივად, სააქციო საზოგადოებას არ განუხორციელებია, სს ------- 2001 წლის შემდგომ ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია ანუ შეცდომით წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას (სს -------) საერთოდ არ ჰქონდა მისი აქტივებიდან გამომდინარე დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, რაც უნდა გაითვალისწინოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. ამასთან ადმინისტრაციულმა ორგანომ სს ------- საჩივრის განხილვისას მხედველობაში უნდა მიიღოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის დანაწესი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მოსარჩელისთვის დარიცხული თანხების კორექტირებასა და გამოანგარიშებაზე მოპასუხე შემოსავლების სამსახურმა უნდა იმსჯელოს სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების შეფასების გათვალისწინებით“.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი, სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების შეფასების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა1 ) აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.2021 წლის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ „პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის მოგების დეკლარაციის მე-15 გრაფაში სს „-------“ შეცდომით ჩაწერა შემოსავალში 11 500 ლარი, რაც სინამდვილეში იყო 2011 წელს დაყადაღებული ქონების 2013 წლის აუქციონზე გაყიდული ქონების ღირებულება“. გადაწყვეტილებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ საწარმოს მიერ წარდგენილი 2013 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი ნულზე მეტია. მოსარჩელის განმარტებით, დეკლარაციის შევსების დროს შეცდომით შეიყვანეს 2013 წლის აუქციონზე გაყიდული ქონების ღირებულება, ზემოაღნიშნული შეცდომის შესახებ კომპანიამ შეიტყო 29.12.2016 წელს, 12.12.2016 წლის №35610 ბრძანების გაცნობის შემდეგ და წარადგინეს კიდეც დაზუსტებული ნულოვანი დეკლარაცია, თუმცა შემოსავლების სამსახურმა დაზუსტებული დეკლარაცია არ მიიღო ხანდაზმულობის გამო.
საქმეში არსებული მასალით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „-------“ 2001 წლის შემდგომ ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია ანუ შეცდომით წარადგინა 2013 წლის დეკლარაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას (სს -------) საერთოდ არ ჰქონდა მისი აქტივებიდან გამომდინარე დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, რაც უნდა გაითვალისწინოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. გადამხდელის მიერ წარდგენილი 2013 წლის წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე ერთობლივი შემოსავალი შეცდომით არის ნაჩვენები ნულზე მეტი.
ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ სს ------- საჩივრის განხილვისას მხედველობაში უნდა მიიღოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის დანაწესი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებზე, 296-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 2021 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილზე დამატებულ ა1 ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-8 ნაწილზე და 51-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე. სასამართლომ ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე მიიჩნია, რომ განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მოსარჩელისთვის დარიცხული თანხების კორექტირებასა და გამოანგარიშებაზე მოპასუხე შემოსავლების სამსახურმა უნდა იმსჯელოს სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების შეფასების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიზნებისთვის, განსახილველ შემთხვევაში 2014 წლის 31 მარტს გადამხდელის მიერ წარდგენილ 2013 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი უნდა ჩაითვალოს ნულის ტოლად და უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ------- (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიზნებისთვის:
ა) 2014 წლის 31 მარტს გადამხდელის მიერ წარდგენილ 2013 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი ჩაითვალოს ნულის ტოლად;
ბ) დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შეისწავლოს გადამხდელის მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების მიხედვით, მომსახურების დეპარტამენტმა განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; 5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანმა განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს 2011 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე აღნიშნულ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 01.01.2011 წლის შემდეგ წარმოდგენილია 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციები, რომელთა შორის 2013 დეკლარაციაში ნაჩვენებია ერთობლივი შემოსავალი, რის გამოც გადამხდელმა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. აღნიშნული მიზეზით მომჩივანს უარი ეთქვა 2011 წლამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერაზე.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიზნებისთვის, გადამხდელის მიერ წარდგენილ 2013 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი უნდა ჩაითვალოს ნულის ტოლად და უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(37)