იურიდიული პირის მიერ შპს-ის კაპიტალში ქონების მიწოდება N 0729
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
იურიდიული პირის მიერ შპს-ის კაპიტალში ქონების მიწოდება N 0729
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს-ის კაპიტალში განხორციელდა არაფულადი ფორმით უძრავი ქონების შეტანა.
· I ვარიანტი შპს X-მა ერთპიროვნულად ნულოვანი კაპიტალით დააფუძნა შპს Y-ი, სადაც მისი წილი შეადგენდა 100 პროცენტს. შპს X- მა მიიღო გადაწყვეტილება, გაეზარდა საწესდებო კაპიტალის წილის ღირებულება. კაპიტალის გაზრდილი წილის შევსება მოხდა არაფულადი ფორმით. კერძოდ, კაპიტალში საკუთრების უფლებით შეტანილი იქნა შპს X-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
· II ვარიანტი შპს X-მა შპს Y-ში 60 პროცენტის წილის სანაცვლოდ, არაფულადი ფორმით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
· III ვარიანტი შპს X-მა, რომელიც არის შპს Y-ის 40 პროცენტიანი წილის მფლობელი, მისი წილის გაზრდის სანაცვლოდ შპს Y-ში არაფულადი ფორმით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რის შედეგადაც შპს X-ის წილის საერთო რაოდენობამ შეადგინა 60 პროცენტი.
შეფასება
· სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა არ არის აქტივების მიწოდება.
· I ვარიანტი ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, როდესაც 50 პროცენტის ან მეტი წილის მფლობელი პარტნიორი აქტივების გადაცემის სანაცვლოდ წილის პროცენტულ ოდენობას ზრდის ან ინარჩუნებს, ეს არ განიხილება აქტივების მიწოდებად და არ დაიბეგრება.
· II ვარიანტი ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს X-მა შპს Y-ში 60 პროცენტის წილის სანაცვლოდ შეიტანა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, აღნიშნული არ განიხილება აქტივების მიწოდებად და არ დაიბეგრება.
· III ვარიანტი სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს X-მა არაფულადი ფორმის შენატანის განხორცილებით, საკუთარი წილი გაზარდა 60 პროცენტამდე, მიუხედავად იმისა რომ მისი წილი შენატანის განხორციელებამდე შეადგენდა 40 პროცენტს, აღნიშნული არ განიხილება აქტივების მიწოდებად და არ დაიბეგრება.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით