ლიკვიდაცია N 1606

1606 ლიკვიდაცია 25.10.2011
№ დოკუმენტი 1606
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ლიკვიდაცია N 1606

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურ პირთა ჯგუფმა (55 იძულებით გადაადგილებული პირი) შეიძინა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს-ის 100%-იანი წილი. შპს-ს გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც შეფასებულია ექსპერტის მიერ 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 11 308 000 ლარად. საზოგადოებამ 2009 წლის ოქტომბერში გამოაცხადა ლიკვიდაცია. ქონების მიწოდება არ განხორციელებულა, არ განხორციელებულა ქონების განაწილებაც (არც კრების ოქმით).

· შპს-ს არ განუხორციელებია სამეურნეო ოპერაციები და არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად

შეფასება

· აღნიშნული ოპერაცია სსკ-ის 73-ე მუხლის (ძვ. 104-ე მუხლის) საფუძველზე შინაარსობრივად უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მიერ ქონების გამოტანა მის მიერ დაწესებული საწარმოდან და პრივატიზების წესით იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის თანასაკუთრებაში გადაცემა.

ღონისძიებები

· საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა დასახელება განმსაზღვრელია.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც