საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

ბრძანება 13.08.2015
№ დოკუმენტი 263
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 263

2015 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 199-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე საქონლის იმპორტისას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად ჩაითვალოს ის საქონელი, რომლის წარმოებისათვის გამოყენებულია მხოლოდ:

1. საქონელი, რომელსაც ჰქონდა საქართველოს საქონლის სტატუსი (შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა).

2. უცხოური საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელზეც განხორციელდა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ა“, „ც.ბ“ ან/და „ც.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადამუშავება და:

ა) რომლის საქართველოში იმპორტი საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან, ან

ბ) რომლის საქართველოში იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

3. საქონელი, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საქონლისაგან.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გათავისუფლების დასადასტურებლად გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თანახმად გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 თებერვლის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 25.02.2020წ.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ფინანსთა მინისტრი

ნოდარ ხადური

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე