შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 10.04.1997
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.

ძალაშია 1999 წლის 14 იანვრიდან

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

მათ საბაჟო ადმინისტრაციებს

შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა:

აღიარებენ რა, რომ საბაჟო კანონებისა და წესების დარღვევა არის მათი ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური, ფისკალური და სხვა ინტერესებისათვის საზიანო,თვლიან რა, რომ საბაჟო დარღვევების წინააღმდეგ მიმართული ქმედება შეიძლება გახდეს უფრო ეფექტური მათი საბაჟო სამსახურებს შორის თანამშრომლობით,სწამთ რა, რომ ურთიერთდახმარება საბაჟო საკითხებში ქმნის ეფექტურ ინსტრუმენტებს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების, ასევე არქეოლოგიური და კულტურული ფასეულობებისა და ხელოვნების ნიმუშების უკანონო გადატანის წინააღმდეგ,თვლიან, რომ გამოცდილების გაზიარება საბაჟო მოხელეების სწავლების სფეროში არის აუცილებელი ფორმა მათი საბაჟო ადმინისტრაციის ეფექტური ქმედებისათვის.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

განსაზღვრებანი

ამ შეთანხმების მიზნებისათვის:

ა) ტერმინი "საბაჟო კანონმდებლობა" ნიშნავს ორი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულ ყველა საკანონმდებლო და მარეგულირებელ დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ საქონლის იმპორტს, ექსპორტსა და გადაზიდვას და მათ მოქცევას ნებისმიერ საბაჟო პროცედურებში, აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების ჩათვლით.

ბ) ტერმინი "საბაჟო ადმინისტრაცია" ნიშნავს:

-საქართველოსათვის - ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტსა და

-საბერძნეთის რესპუბლიკისათვის - ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო მთავარ დეპარტამენტს.

გ) ტერმინი "საბაჟო დარღვევა" ნიშნავს: საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას,დ) ტერმინი "პირი" ნიშნავს: ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს,ე) ტერმინი "პირადი მონაცემები" გულისხმობს მთელ ინფორმაციას დადგენილი ან დასადგენი პიროვნების შესახებ.

მუხლი 2

საქმიანობის სფერო

1.ამ შეთანხმებით მხარეები აფუძნებენ თანამშრომლობას და ურთიერთდახმარებას მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საბაჟო დარღვევების აღკვეთის, გამოძიების და მათთან ბრძოლისათვის, საბაჟო კანონმდებლობის ზუსტი გამოყენების უზრუნველსაყოფად.

2.ეს ურთიერთდახმარება უზრუნველყოფილია მოცემული შეთანხმების პირობებით და ორივე მხარის შიდა კანონმდებლობის და დებულებების შესაბამისად.

მუხლი 3

გამონაკლისები დახმარების უზრუნველყოფის შესახებ

ვალდებულებაში

იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე, რომლისკენაც მიმართულია დახმარების შესახებ თხოვნა, თვლის რომ თხოვნაზე გამოხმაურება შეიძლება საზიანო იყოს მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული ინტერესების სხვა არსებითი სფეროებისთვის, მას შეუძლია უარი თქვას დახმარების უზრუნველყოფაზე ან დაუქვემდებაროს ამ თხოვნის დაკმაყოფილება განსაზღვრულ პირობებს.

მუხლი 4

კონფიდენციალურობა

1.ცნობები, დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ურთიერთდახმარების შესახებ დებულების სქემაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მიმღები მხარის მიერ მხოლოდ ამ შეთანხმებაში განსაზღვრული მიზნებისათვის და მხოლოდ კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ, სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცედურებში მათი გამოყენების ჩათვლით.

ასეთი ცნობები, დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისათვის მიმღები მხარის მიერ, მხოლოდ გამცემ მხარესთან თანხმობით.

2.გამცემი მხარის თხოვნით, ამ შეთანხმების მიხედვით მეორე მხარისათვის მიწოდებული ცნობების, დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია, ჩაითვლება კონფიდენციალურად მიმღები მხარის მიერ.

3.ამ შეთანხმების თანახმად გათვალისწინებულ ცნობებს, დოკუმენტებს ან სხვა ინფორმაციას უნდა მიენიჭოს მიმღებ ქვეყანაში ოფიციალური საიდუმლოს იგივე დონე, რომელსაც ეს ქვეყანა იყენებს მის ტერიტორიაზე მოპოვებული ცნობების, დოკუმენტების და სხვა ინფორმაციის მიმართ.

4.იმ შემთხვევაში, როდესაც პირადი მონაცემები გაცვლილია ამ შეთანხმების თანახმად, მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ისეთივე დაცვა, როგორც ეს გამოყენებულია მათი უზრუნველყოფილი მხარის მიერ ამ მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 5

დახმარების შესახებ თხოვნის ფორმა და არსი

1.ამ შეთანხმების თანახმად, დახმარების შესახებ თხოვნა წარდგენილ უნდა იქნას წერილობით. თხოვნას თან უნდა ახლდეს მის შესასრულებლად აუცილებელი დოკუმენტები. გამონაკლისის სახით, მდგომარეობის გადაუდებლობის გამო აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება მიღებულ იქნას ზეპირი თხოვნები, მაგრამ მოგვიანებით ისინი უნდა დადასტურდნენ წერილობით.

2.დახმარების შესახებ თხოვნები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) თხოვნის წარდგენილ ხელისუფლებას.

ბ) თხოვნის მიზანსა და საბაბს.

გ) თუ ცნობილია, იმ მხარეთა სახელებსა და მისამართებს, რომლებიც წარმოადგენენ გამოკვლევის საგანს.

დ) განხილვის პროცესში მყოფი შემთხვევის მოკლე აღწერასა და მასში ჩართულ შესაბამის იურიდიულ ელემენტებს.

მუხლი 6

კომუნიკაციის არხები

1.ორმხრივი დახმარება წარმოებს მხარეების შესაბამისი საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელობის მიერ დანიშნულ უფლებამოსილ პირებს შორის პირდაპირი კავშირის მეშვეობით.

2.იმ შემთხვევაში, თუ მხარის საბაჟო ორგანოები, რომელთაც მიემართა თხოვნა, არ არიან კომპეტენტურნი ამ თხოვნისადმი რეაგირებისათვის, მან უნდა გადაუგზავნოს თხოვნა კომპეტენტურ ხელისუფლებას.

3.ამ შეთანხმების თანახმად გაცვლილი კორესპონდენცია შესრულებულ უნდა იქნას ორივე მხარის ოფიციალურ ენაზე, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე თარგმანთან ერთად.

მუხლი 7

მოთხოვნების შესრულება

1.საბაჟო ორგანოებმა, რომლებსაც მიემართათ თხოვნით უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები ამ თხოვნაზე პასუხის გასაცემად.

2.ამ მუხლის თანახმად წარდგენილი თხოვნები დახმარების შესახებ შესრულებულ უნდა იქნან მომთხოვნი მხარის კანონებისა და საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია თხოვნის შესრულება, მხარე, რომელსაც მიემართა თხოვნა აცნობებს მომთხოვნ მხარეს ამის შესახებ.

3.ერთი მხარის საბაჟო ორგანოს შეუძლია მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილი თხოვნის თანახმად, განახორციელოს ყველა აუცილებელი კვლევა, საბაჟო კანონების დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების შემოწმების ჩათვლით.

4.ერთი მხარის საბაჟო ორგანოს შეუძლია მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილი თხოვნის თანახმად, მიმართოს შემოწმებას, კონტროლსა და კვლევას რათა გამოიკვლიოს ამ შეთანხმების საქმიანობის სფეროს ქვეშ მოხვედრილ შემთხვევებთან დაკავშირებული ფაქტები, რომლების მიმართაც კომპეტენტურია თხოვნის მიმღები მხარის საბაჟო ორგანო.

5.განსაზღვრული პროცედურის სესაბამისად, მხარის მიერ თხოვნა შესრულებულ უნდა იქნას იმ დონემდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც მიემართა თხოვნით და ამ მუხლის მეორე პარაგრაფის თანახმად.

6.იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე, რომელსაც მიემართა თხოვნით წარადგენს თხოვნას დახმარების შესახებ, რომლის შესრულებაც შეუძლებელია, ამ თხოვნის შესრულების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მომთხოვნმა მხარემ.

მუხლი 8

საბუთები, დოკუმენტები და მოწმეები

1.საბუთების, დოკუმენტებისა და სხვა მონაცემების ორიგინალები მოთხოვნილ უნდა იქნან მხოლოდ მაშინ, როდესაც არასაკმარისია ასლები. განსაკუთრებული მოთხოვნის თანახმად, ამგვარი საბუთების, დოკუმენტებისა და სხვა მონაცემების ასლები სათანადოდ უნდა იქნან დამოწმებულნი.

2.გადაცემული საბუთები, დოკუმენტები და სხვა მონაცემები, დაბრუნებულ უნდა იქნან პირველივე შესაძლებლობისთანავე; მათში ნახსენები მხარის, რომელსაც მიემართა თხოვნით და მესამე მხარის უფლებები რჩება ხელუხლებელი.

3.ერთი მხარის საბაჟო ორგანოს შეუძლია მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მოთხოვნის თანახმად, უფლებამოსილება მიანიჭოს მის მოხელეებს წარდგნენ, როგორც მოწმეები სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცედურებში, მეორე მხარის ტერიტორიაზე.

4.მოთხოვნის მიმღები მხარის თანხმობით, მოთხოვნის მიმღები მხარის მოხელეებს შეუძლიათ ჰქონდეთ კონსულტაციები მოხელეებთან ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე, მომთხოვნი მხარის ინტერესის სფეროში მყოფი საბაჟო დარღვევის შესახებ კვლევასთან ან ანგარიშთან დაკავშირებით.

მუხლი 9

დახმარება თხოვნისამებრ

1.თხოვნის თანახმად, მხარეების საბაჟო ადმინისტრაცია აცნობებს ერთანეთს იყო, თუ არა ერთი მხარის ტერიტორიიდან ექსპორტირებული საქონელი, კანონიერად იმპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიაზე. თხოვნის თანახმად, ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს საქონლის საბაჟო განთავისუფლებისათვის გამოყენებულ საბაჟო პროცედურებს.

2.ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციამ მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაცია, თხოვნის თანახმად შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს ინფორმაციით, რომელიც ეხება:

ა) მეორე მხარის ტერიტორიაზე საბაჟო დარღვევებში გამოყენებულ ეჭვმიტანილ სატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) საქონელს, რომელსაც მომთხოვნი მხარე თვლის არალეგალური საქმიანობის საგნად;

გ) მომთხოვნი მხარის მიერ საბაჟო დარღვევებში გარეული მხილებულ ან ეჭვმიტანილ პირებს;

დ) ადგილებს, სადაც განთავსებულია საქონელი და რომლებზედაც ეჭვია არალეგალური საქმიანობის განხორციელებისა.

3.ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციამ მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თხოვნით, უნდა უზრუნველყოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, იმ საქმიანობების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს საბაჟო დარღვევებში, მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე.

4.თხოვნის თანახმად, მხარეების საბაჟო ადმინისტრაციამ წერილობით უნდა უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირებას და გადაადგილებასთან დაკავშირებული ამ საქონლის ღირებულებისა და დანიშნულების მაჩვენებელი მონაცემებით.

5.ერთი მხარის თხოვნით, მეორე მხარემ, მის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და საკანონმდებლო აქტების შესაბამისად უნდა შეატყობინოს ან ორგანიზება გაუწიოს, რომ კომპეტენტურმა ხელისუფლებამ აცნობონ, მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს მომთხოვნი მხარის მიერ მიღებული იმ მოქმედებების ან გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ეხება ნებისმიერ საკითხს ამ შეთანხმებაში.

მუხლი 10

ნებაყოფლობითი დახმარება

1.ორივე მხარის საბაჟო ადმინისტრაცია წინასწარი თხოვნის გარეშე უზრუნველყოფს ორმხრივ დახმარებას, როცა ის თვლის, რომ ეს აუცილებელია საბაჟო კანონმდებლობის მართებული გამოყენებისათვის, როდესაც ის იღებს ინფორმაციას, რომელიც ეხება:

ა) უკანონო ოპერაციებს;

ბ) ამგვარი ოპერაციების განხორციელებაში გამოყენებულ ახალ საშუალებებსა და მეთოდებს;

გ) საბაჟო დარღვევების საგნად ცნობილ საქონელსა და ნაწარმს.

2.ზემოაღნიშნული ნებაყოფლობითი დახმარება აღმოჩენილ იქნება ორივე მხარის მიერ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომლებმაც შეიძლება მიაყენოს საგრძნობი ზიანი მეორე მხარის ეკონომიკას, მოსახლეობის ჯანმრთელობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას, ან ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს.

მუხლი 11

არქეოლოგიური და კულტურული ფასეულობები და

ხელოვნების ნიმუშები

1.თითოეული მხარის საბაჟო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივით მიაწვდის მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას, თუ ამ უკანასკნელს გააჩნია პირდაპირი ინტერესი, ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას იმ ოპერაციების შესახებ, რომელიც შეიცავს არქეოლოგიური ფასეულობების ან ხელოვნების სხვა ნიმუშების კონტრაბანდას და ამგვარ ოპერაციებში გარეულ პირებს, მოქმედებებს ან საშუალებებს.

2.მოთხოვნის თანახმად, ერთი ან მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას თავის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, გარკვეული პერიოდით უფლებამოსილი იქნება აწარმოოს მეთვალყურეობა ამ მუხლის 1-ელ პარაგრაფში აღნიშნული საქონლის გადაადგილებაზე, პირების გადაადგილებისა და ამ გადაადგილებაში მონაწილე სატრასპორტო საშუალებების ჩათვლით.

მუხლი 12

იარაღი, ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები

1.ყოველი მხარის საბაჟო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივით მიაწვდის მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას თუ ამ უკანასკნელს აქვს პირდაპირი დაინტერესება, ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც ეხება იარაღის, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გადაადგილებას, ისევე როგორც მასში ჩაბმულ პიროვნებებს ან სატრანსპორტო საშუალებებს.

მუხლი 13

თანამშრომლობა კადრების მომზადებაში

1.მხარეები უზრუნველყოფენ ერთმანეთს ყველა სახის დახმარებით, მათი საბაჟო ადმინისტრაციის მოხელეების პროფესიული მომხადების საკითხებში.

2.ამ მიზნებისათვის, ყველა მხარე მისი პროფესიული მომზადების პროგრამების, სემინარების შესაძლებლობის ფარგლებში იღებს მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მოხელეებს, რათა მომზადებითა და პრაქტიკით აამაღლოს მათი პროფესიული დონე.

3.მხარეები გაცვლიან ინფორმაციასა და გამოცდილებას, რომელიც ეხება კვლების თავიდან აცილების ახალ მეთოდებს და საშუალებებს და საბაჟო დარღვევების აღკვეთას, ისევე, როგორც ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გადაადგილებას, და ორმხრივად უზრუნველყოფენ საბაჟო დებულებებსა და პროცედურებთან დაკავშირებული პროფესიული, მეცნიერული და ტექნიკური ცოდნის გაცვლის მეშვეობით ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკურ დახმარებას.

მუხლი 14

შეთანხმების განხორციელება

1.ამ შეთანხმების განხორციელებისათვის პასუხისმგებელნი არიან საბერძნეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაცია და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ამ შეთანხმებიდან წამოჭრილი საკითხების მოგვარებისათვის და რომლებიც კონსულტაციების შემდეგ გასცემენ ამ შეთანხმების განხორციელებისათვის საჭირო ადმინისტრაციულ დირექტივებს და ორმხრივი თანხმობის საფუძველზე ეცდებიან ამ შეთანხმების ინტერპრეტაციის ან განხორციელების დროს წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტას.

2.მათ აგრეთვე შეუძლიათ სპეციალური შეთანხმების საფუძველზე, გაცვალონ მათი მოხელეები, როგორც კავშირის მოხელეები, ამ შეთანხმების განხორციელებისათვის საჭირო მათი ორმხრივი მოქმედებების თანამშრომლობისა და კოორდინირების მიზნებისათვის.

მუხლი 15

ხარჯები

მხარეები ერთობლივად უარყოფენ ნებისმიერ პრეტენზიას ხარჯების ანაზღაურებაზე, რომელიც მოხდა ამ შეთანხმების განხორციელების დროს, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაიფარება მომთხოვნი მხარის მიერ ექსპერტების მოწმეებად გამოსვლისა და ანაზღაურებისათვის.

მუხლი 16

ძალაში შესვლა

1.ეს შეთანხმება ძალაში შევა ოცდამეათე დღის მომდევნო დღიდან, როდესაც მხარეები ვერბალური ნოტების გაცვლის მეშვეობით შეატყობინებენ ერთმანეთს, რომ ისინი თანახმანი არიან ამ შეთანხმების პირობებზე და რომ მის ძალაში შესვლისათვის საჭირო ყველა შიდა მოთხოვნა შესრულებულია.

2.მხარეები თანახმანი არიან გამართონ შეხვედრები წელიწადში ერთხელ ამ შეთანხმების შესრულების გადახედვის მიზნით, მანამ ვიდრე ისინი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე წერილობით არ აცნობებენ ერთმანეთს, რომ ასეთი შეხვედრა არ არის აუცილებელი.

3.ეს შეთანხმება შეიძლება გაუქმებულ იქნას დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების თანახმად, იმ შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც ის შეწყვეტს არსებობას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.

შესრულებულია ქ. თბილისში 1997 წლის 10 აპრილს, სამ ორიგინალურ პირად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბარ ავთენტურია. უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით