უიმედო ვალი (სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ. საჭიროა 2009 წლიდან) N 0301
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უიმედო ვალი N 0301
ფაქტობრივი გარემოებები
· I ვარიანტი: 2008 წლის დეკლარაციაში საწარმომ დავალიანება აღიარა უიმედო ვალად და გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან
· II ვარიანტი: 2009 წლის დეკლარაციაში საწარმომ დავალიანება აღიარა უიმედო ვალად და გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან
· არც ერთ ვარიანტში არ არსებობ სსკ-ის მე-8 მუხლის 29-ე (ძვ. მე-12 მუხლის 21-ე) ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები
შეფასება
· I ვარიანტში საწარმოს სსკ-ის 108-ე (ძვ. 180-ე) მუხლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლება ჰქონდა ჩამოეწერა უიმედო ვალი მე-8 მუხლის 29-ე (ძვ. მე-12 მუხლის 21-ე) ნაწილის გაუთვალისწინებლად
· II ვარიანტში 2009 წლის შემდგომი პერიოდების მიხედვით განხორციელებულ ანგარიშგებაში შესაბამისი დოკუმენტის გარეშე დავალიანება არ უნდა აღიარებულიყო უიმედო ვალად
· II ვარიანტში დავალიანების ოდენობით გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი
ღონისძიებები
· I ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება
· II ვარიანტში უნდა შემცირდეს 2009 წლის გამოსაქვითი ხარჯი და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)
· II ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება დარიცხვის მეთოდით მომუშავე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაშიც.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით