საწარმოს მიწოდება (არ იბეგრება დღგ-ით, მაგრამ იბეგრება აქციზით თუ აქტივები მოიცავს აქციზურ საქონელსაც) N 0723
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საწარმოს მიწოდება N 0723
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელმა პირმა ერთი ოპერაციის ფარგლებში ყველა აქტივი, სსკ-ის 168-ე (მე-4 ნაწილის `მ" ქვეპუნქტი) მუხლის გათვალისწინებით, გადასცა დღგ-ის გადამხდელ საწარმოს. აქტივებში ჩართულია ასევე მის მიერ წარმოებული აქციზური საქონელი
· აქტივების გადაცემა პირმა არ ჩათვალა დღგ-ით და აქციზით დასაბეგრ ოპერაციად
შეფასება
· საწარმოს ყველა აქტივის გადაცემა სსკ-ის 168 (მე-4 ნაწილის `მ"ქვეპუნქტი) მუხლის თანახმად არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად
· წარმოებული აქციზური საქონლის გადაცემის ოპერაციის აქციზისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
ღონისძიებები
· აქტივების გადამცემ პირს დაერიცხება მის მიერ წარმოებული აქციზური საქონლის შესაბამისი აქციზი
· გადასახადის (აქციზის) შემცირებისათვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით