N 2741-XIმს-Xმპ - 05/04/2023 - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 05.04.2023
№ დოკუმენტი 2741-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 პუნქტი:

„132. საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან თავისუფლდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ქონების მართვის სააგენტო და მისი კრედიტორები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,5 აპრილი 2023 წ.

N2741-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე