ბრძანება N 15181
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
04 ივლისი 2025
N 15181
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს" (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 3 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „---ის" (ს/ნ ---) 2025 წლის 3 ივნისის №565399 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის №007-60 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2024 წლიდან საქმიანობაში შეექმნა სერიოზული პრობლემები, ამასთან, განადგურდა კომპანიის საბუღალტრო პროგრამის მონაცემთა ბაზა, რომლის აღდგენაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ შეძლო. ხარჯების მინიმუმამდე დაყვანისა და სხვა პრობლემის გამო შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა და ამჟამად მხოლოდ დირექტორი საქმიანობს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1685 და 12 მარტის №4204 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--- ს" (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 12 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 2 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 13 მაისის №9394 ბრძანება და ამავე თარიღის №007-60 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 102 828 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 163 ლარი, ჯარიმა 30 116 ლარი, საურავი 11 549 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „---ს“ საქმიანობას წარმოადგენს: ავტონაწილებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა, კერძოდ სამუხრუჭე ნაწილების და ზეთების თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან იმპორტი და მათი ადგილობრივ ბაზარზე საცალო რეალიზაცია. საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებული ობიექტებიდან: საწყობი და მაღაზია. საწყობი მდებარეობს ქ. ----ში, ხოლო მაღაზიის მისამართია ქ. ---ის №3 (---). საწარმომ შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა არასრულად, წარმოადგინა საბანკო ცნობა და ამონაწერები, ხოლო ბუღალტრული პროგრამა არ წარმოუდგენია. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 12 თებერვალს ჩატარებული სმფ-ის ფაქტობრივი აღწერის მასალებით, ასევე სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით და მსგავსი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემებით. 2025 წლის 12 თებერვალს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით დადგინდა 2025 წლის 12 თებერვლისთვის სმფ-ს ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდში (01.01.2022-01.01.2025) რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამოყოფილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად, რაზედაც მიყენებულ იქნა მსგავსი კომპანიის აუდირებული ფასნამატები. შესამოწმებელ პერიოდში სულ რეალიზებული საქონლის შეძენის ღირებულება განისაზღვრა 283 924.2 ლარი დღგ-ის გარეშე, რაზედაც შემოწმების ჯგუფის მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის(ების) საცალო ფასნამატი - 64.43%. შედეგად, შემოწმებით დაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს ჯამში 466 856 ლარს დღგ-ის გარეშე. აღნიშნული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 163-ე, და 164- ე მუხლებით, შედეგად, პირს საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა. არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა უწყებების მიერ მოწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები (ახსნა-განმარტების სახით დაფიქსირებულია ნაშთები), გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად, გამოვლინდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის -2024 წლის 31 დეკემბრისთვის, საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს, რომელიც შეადგენს 161 585.70 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა 201 982.12 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის" (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ფაქტობრივი აღწერის მასალებით, ასევე სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით და მსგავსი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემებით. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამოყოფილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად, რაზედაც მიყენებულ იქნა მსგავსი კომპანიის აუდირებული ფასნამატები.
შესამოწმებელ პერიოდში სულ რეალიზებული საქონლის შეძენის ღირებულება განისაზღვრა 283 924.2 ლარი დღგ-ის გარეშე, რაზედაც შემოწმების ჯგუფის მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის(ების) საცალო ფასნამატი - 64.43%. შედეგად, შემოწმებით დაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს ჯამში 466 856 ლარს დღგ-ის გარეშე. აღნიშნული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, პირს საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა. შედეგად, გამოვლინდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის -2024 წლის 31 დეკემბრისთვის, საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს, რომელიც შეადგენს 161 585.70 ლარს.
შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7).