დღგ-ით დასაბეგრი ობიექტი (პირმა ჩამოწერა იმაზე მეტი მარაგები, ვიდრე გათვალისწინებული იყო ფორმა №2-ით) N 1102
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ით დასაბეგრი ობიექტი N 1102
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელი აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს. შემოწმებით დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოებისათვის, გადასახადის გადამხდელმა შესაბამის დოკუმენტაციაში დაფიქსირებულზე მეტი რაოდენობის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა განახორციელა
შეფასება
•ზედმეტად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ჩამოწერის საგადასახადო პერიოდების მიხედვით, ჩაითვლება საბაზრო ღირებულებით მიწოდებად დღგ-ის და მოგების გადასახადის მიზნებისთვის
ღონისძიებები
•დაზუსტდება შესაბამისი პერიოდების მიხედვით დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები და საანგარიშო წლის მოგება
•გადასახადის გადამხდელს, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაეკისრება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით