N 285-IIმს-XIმპ - 06/02/2025 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 222-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
2. 330-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,6 თებერვალი 2025 წ.
N285-IIმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე