N 11 - 18/06/2024 - „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 18.06.2024
№ დოკუმენტი 11
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 18 ივნისი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 03/04/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.104.016230) და დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

გ.დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250000 ლარი;

გ.დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250000 ლარი;

გ.დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250000 ლარი.“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

კორნელი სალია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე