საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები N 0908

0908 საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები 05.10.2012
№ დოკუმენტი 0908
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები N 0908

ფაქტობრივი გარემოებები

•დაქირავებული პირისათვის საქონლის შეძენის მიზნით საქვეანგარიშოდ გაცემულია თანხა, რომლის ფარგლებში იმპორტირებულია საქონელი. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა ჩამოწერილია ისე, რომ პირს წარმოდგენილი არ აქვს საქონელზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, საწარმოსთვის აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ფაქტი არ დასტურდება

შეფასება

•იმის გათვალისინებით რომ სახეზეა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, ამ საქონლის შესაძენად საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ჩამოწერა არ განიხილება დაქირავებულ პირზე სარგებლის სახით განაცემად (ხელფასი/სესხი)

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება

საწარმოს მიერ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა არ აღემატება იმპორტირებული საქონლის ინვოისისა და საბაჟო ღირებულებებს შორის უმცირესს

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 3 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით