N 2-1688 - 28/12/2021 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-1688
2021 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
მუხლი 1
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ44“ ქვეპუნქტი:
„ჰ44) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან იორდანიის სახელმწიფოში ექსპორტირებული შინაური ცხოველების ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (დანართი №77).“.
2. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №77.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი ხანიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე