N 328 - 08/07/2021 - „პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 08.07.2021
№ დოკუმენტი 328
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №328

2021 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №83 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/02/2020, 300160070.10.003.021792) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-8 მუხლის:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადგენილების მე-5 მუხლი მოქმედებს 2021 წლის 1 დეკემბრამდე.“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დადგენილების მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, შეჩერდეს 2021 წლის პირველ დეკემბრამდე.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი;

ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე