ბრძანება N 9789
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9789
04.05.2023
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 27 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №78606/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №005-218 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ი/მ „----------“ გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვას და აღნიშნულზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ 2018 წლიდან დღემდე სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით, ამავე პერიოდში მონაწილეობას იღებს თბილისის მერიის რაიონული გამგეობების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოებთან დაკავშირებით. სატენდერო სამუშაოების დაწყების შემდეგ, 2018-2020 წლებში, ი/მ „----------“ (რომელიც ასევე სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით) გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები სარემონტო-სამონტაჟო მომსახურების შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში ი/მ „----------“ აღმოეჩინა დახმარება საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების და წყალსაწრეტი მილების აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე „----------“ მიერ შესრულებული იქნა სამუშაოები თბილისის სხვადასხვა რაიონში. სამუშაოთა დასრულების შემდეგ კი გაფორმებული იქნა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. მიღებული შემოსავალი „----------“ მიერ დეკლარირებული იქნა არსებული წესის შესაბამისად და გადახდილი იქნა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოწმებით „----------“ გადახდილი თანხების ხელფასად განხილვა არამართლზომიერია, ვინაიდან, მხარეებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები მომსახურების გაწევის შესახებ. ამასთან, იმისათვის, რომ გაცემული თანხები ჩაითვალოს ხელფასად, აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ასევე, უსაფუძვლოა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ „----------“ მცირე ბიზნესის სტატუსის გადამხდელად რეგისტრაცია გამოყენებული იქნა თითქოსდა საშემოსავლო გადასახადისგან თავის ასარიდებლად, ვინაიდან, ხელშეკრულების მეორე მხარე ასევე სარგებლობდა მცირე ბიზნესის სტატუსით, რაც გამორიცხავს „----------“ მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენებას გადასახადების შემცირებასთან მიმართებაში. ითხოვს ზემოაღნიშნული საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 სექტემბრის №23032 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33489 ბრძანება და №005-218 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 84 457 ლარი, მათ შორის გადასახადი 45 175 ლარი, ჯარიმა 21 702 ლარი და საურავი 17 580 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის თანახმად, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის გათვალისწინებით, ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) და ი/მ „----------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები დაკვალიფიცირდა როგორც შერავათიანი დაბეგვრის რეჟიმის, მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენება საშემოსავლო გადასახადისგან თავის ასარიდებლად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, ი/მ „----------“ მიერ ი/მ „----------“ გადარიცხული თანხები განისაზღვრა ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ი/მ „----------“ მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების/საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოკვლეულ იქნა ი/მ „----------“ და ი/მ „----------“ საქმიანობის დეტალები და დაკითხულ იქნა საქმესთან დაკავშირებული პირები. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადმოგზავნილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში, რომლიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წვდომა (დეკლარაციების წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა) ი/მ „----------“ სახელით ხორციელდება მხოლოდ „----------“ და „----------“ სახელზე რეგისტრირებული IP მისამართებიდან. გარდა ამისა, ი/მ „----------“ სახელით სხვადასხვა სუბიექტებისათვის 2019-2022 წლებში მიწოდებული მომსახურების ირგვლივ შემსყიდველთა წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შესასრულებელ სამუშაოებზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ და პასუხისმგებელი პირები იყვნენ „----------“ და მისი ბიძა, „----------“. ი/მ „----------“ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისათვის ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი აქვს ი/მ „----------“ გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, მაშინ, როდესაც ი/მ „----------“ არ უფიქსირდება შესაბამის ობიექტებზე მასალის გადაზიდვის და ამავე პერიოდში მუშა პერსონალზე ხელფასების გაცემის ფაქტი. „----------“ კი განმარტავს, რომ აღნიშნულ ობიექტებზე მასალები არის მისი შეძენილი, ხოლო „----------“ შეასრულა მხოლოდ ხელობის სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულ სახელმწიფო შესყიდვებში, ი/მ „----------“ არ ჰქონდა ქვეკონტრაქტორის გამოყენების უფლება, მაშინ, როდესაც ამავე სამუშაოებზე მას ი/მ „----------“ შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების აქტები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ი/მ „----------“ მიერ ი/მ „----------“ გადარიცხული თანხების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, კვალიფიკაციის ცვლილება, ხელფასის სახით განაცემად განხილვა და აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინდივიდუალურ მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვას და აღნიშნულზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის თანახმად, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის გათვალისწინებით, ინდ. მეწარმეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები დაკვალიფიცირდა როგორც შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის, მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენება საშემოსავლო გადასახადისგან თავის ასარიდებლად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, ინდ. მეწარმეებისთვის გადარიცხული თანხები განისაზღვრა ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ მეწარმეებზე გადარიცხული თანხების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, კვალიფიკაციის ცვლილება, ხელფასის სახით განაცემად განხილვა და აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 101(1); 154(1„ა“); 275