ბრძანება N 23914
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 23914
17/07/2019
სს ---------------------------
(მის: ქ. --------------------)
საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 31 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N36) განიხილა უცხოური საწარმოს ფილიალი სს -----ს საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემულ 2018 წლის 10 დეკემბრის N005-307 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნას“ და შემოწმების შედეგებზე გამოცემულ 2018 წლის 14 დეკემბრის N005-333 ,,საგადასახადო მოთხოვნას“.
2018 წლის 10 დეკემბრის N005-307 კორექტირებულ და 2018 წლის 14 დეკემბრის N005-333 ,,საგადასახადო მოთხოვნებს“ გადამხდელი არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
სს ----- ის თურქეთის რესპუბლიკის იურიდიული პირის - სააქციო საზოგადოება „-----“ -ის მუდმივ დაწესებულებად განხილვას და სათაო ოფისისათვის მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი მიწოდებისათვის მიღებული საკომპენსაციო თანხის ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლად კვალიფიკაციას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 14 დეკემბრის № 33825 ბრძანების საფუძველზე სს ----- ის ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 28 დეკემბერს გამოსცა N 35988 ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და „საგადასახადო მოთხოვნა“ N 005-381, რომლის მიხედვითაც საწარმოს ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 10050,24 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 5183 ლარი, ჯარიმა 2592 ლარი და საურავი 2275,24 ლარი.
შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის N30139 ბრძანებით სს ----- ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ----- ს დაევალა, საქმიანობის შინაარსის, მისი ფუნქციების სათანადო შესწავლის და საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრის მიზნით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა (მათ შორის სათავო ოფისიდან). თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს სს ----- ს ფუნქციები, მომსახურების სახეები, მიღებული შემოსავლები და სხვა რელევანტური ინფორმაცია, რომელიც გავლენას ახდენს სსკ-ის 29-ე მუხლის ასევე ,,შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ’’ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების მოთხოვნების გათვალისწინებით სს ----- ს მუდმივ დაწესებულებად განხილვაზე. აგრეთვე, გადამხდელის მიერ მტკიცებულებებისა და ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს საქმის ირგვლივ არსებული ყველა დოკუმენტური მონაცემი, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარამენტის მითითებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სს ----- ს მიმართ დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით 2018 წლის 03 დეკემბერს გამოიცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე და გამოიცა 2018 წლის 10 დეკემბრის N005-307 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საწარმოს ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 11143 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 5183 ლარი, ჯარიმა 2592 ლარი და საურავი 3368 ლარი.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილების ფარგლებში წარმოადგინა როგორც დამატებითი მტკიცებულება/ინფორმაცია მხოლოდ:
ა) გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის ასლი
ბ) ნახევარგვერდიანი წერილი სათაო ოფისიდან, რომლის მიხედვითაც „ საქართველოს წარმოადგენლობა, არ იყო ჩართული მომგებიან ოპერაციებში, ის სუსიდირდებოდა სათაოდან და მისი ფუნქციები იყო შეზღუდული (დაკავშირებული სათაო ოფისის.
აუდიტის დეპარტამენტი, კომპანიის ფუნქციების შესწავლასთან დაკავშირებით კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს დაუკავშირდა.
აღნიშნულმა პირებმა უარი განაცხადეს აუდიტის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მოსულიყვნენ, პირდაპირი გამოკითხვის ჩასატარებლად. გარდა წარმომადგენელ -----სა, რომელიც სატელეფონო საუბარში აცხადებდა, რომ ის არასდროს არ მუშაობდა ამ კომპანიაში და არ იცის ყოფილი თანაშრომლების ფუნქციები.
სატელოფონო საუბარში მათი ფუქნქციების შესახებ ყოფილმა თანაშრომლებმა განაცხადეს შემდეგი:
წარმოამდგენლობა სათაო ოფისის დავალებით აწარმოებდა მარკეტინგულ და გაყიდვებთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს პირდაპირი მარკეტინგი; ბრენდ მენეჯმენტი; მარკეტინგული სტრატეგიის განვითარება; მარკეტინგული გეგმის დასახვა; გაყიდვების წახალისება; საფასო სტრატეგიის შემუშავება; მოკლევადიანი გაყიდვების წინწაწევა; პერსონალური გაყიდვების წახალისება პროფესიულ ჯგუფებთან.
უფრო დეტალურად ცალკეულმა თანამშრომელმა დაასახელა დისტრიბუტორებზე რეკომენდაციების გაცემა, სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა გაყიდვების გასაზრდელად, პროდუქციის სავაჭრო ქსელებში განლაგების მართვა, ახალი პროდუქციის გაშვების სტრატეეგის შემუშავება, საქონლის დროული მიწოდება-ლოჯისტიკის მარკეტინგული სტატეგიების შემუშავება, პრომო აქციების დაგეგმვა (S+1; 1+1; +20 გრამით მეტი საპონი) ფასდაკლებების სისტემის შემოღება, დისტრიბუტორთან მუდმივი კონტაქტი, ასევე რეგიონში სეგმენტში ინფორმაციის მოძიება, პროფესიულ ჯგუფებთან კონფერენციების მოწყობა, ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა, სტომატოლოგების, სამედიცინო პერსონალის ინფორმირება, საქონლის პოპულარიზაცია, ასევე ბაზარზე არსებული ტენდენციების გამოვლენა, ეკონომიკური მდგომარეობის სტატისტიკური ანალიზი, პრეზენტაციების მოწყობა საქონელთან დაკავშირებით. ასევე სხვა საქმიანობა, რაც დაკავშირებულია მარკეტინგულ საქმიანობასთან და მის მენეჯმენტთან არა მარტო საქართველოში, არამედ დსთ-ს ქვეყნებში, რაც დასტურდება, გადამხდელის გამოქვითული სამივლინებო ხარჯებით ამ ქვეყნებში.
გარდა აღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტმა დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლა კომპანიის თანამშრომელბის ფუნქციები. კერძოდ, შერჩევითი მეთოდით შემოწმდა კომპანიის თანამშრომელბის „ლინკდინ“ გვერდები, ესაა ონლაინ პლატფორმა, სადაც ადამიანები ნებაყოფილობით საჯაროდ აქვეყნებენ ინფორმაციას, მათი პროფესიული გამოცდილების, განათლების, პროფესიული უნარების შესახებ და ასე შემდეგ. აღნიშნულით დადასტურდა, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ ----- თვის, სრულად იყვნენ ჩართული კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში.
ასევე შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დადგინდა, რომ ამ კომპანიაში დასაქმებულების მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე დასაქმებულებს ჰქონდათ თვიური ხელფასი (საშუალოდ) შემდეგი ოდენობით:
----- - 18 000; ----- 11 000; ----- -4 000; ----- -10 000; ----- 4 500; ----- 3 500.
ასევე დადგინდა, რომ ამ თანამშრომელბის უმრავლესობას დამთავრებული აქვს კერძო უნივერსიტეტებში ისეთი როგორიცაა თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ჯიპა და ასე შემდეგ.
შესაბამისად, დადგინდა, რომ გადამხდელის საჩივარი, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა, რომ საქართველოს წარმოადგენლობა მხოლოდ ინფორმაციას აგროვებდა და უგზავნიდა სათაო ოფიის არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას. რადგან ამ კვალიფიკაციის, გამოცდილების მქონე, ასეთი ანაზღაურების პირობებში მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებით არ შეიძლება დაკავდეს.
საგადასახადო ორგანომ, კომპანიის თანამშრომლების მიერ დასახელებული ფუნქციების, მათი ანაზღაურების, განათლების მიხედვით, დაასკვნა, რომ ის საქმიანობა, რომელსაც ეს თანაშრომელბი ატარებდნენ შეესაბამება, მუდმივი დაწესებულების ფუნქციებს და შესაბამისად უნდა იხდიდნენ მოეგბის გადასახადს საქართველოში, რასაც ადასტურებს ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეცვლილა.
ამასთან 2018 წლის 12 დეკემბერს უცხოური საწარმოს ფილიალი სს ----- ს მიმართ გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი. 2018 წლის 14 დეკემბერს გამოიცა N36077 ბრძანება და N005-333 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საწარმოს ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 32085 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 17144 ლარი, ჯარიმა 8572 ლარი და საურავი 6369 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სსკ-ის 29-ე მუხლის თანახმად, 1. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6, მე-9 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მუდმივ დაწესებულებას უთანაბრდება:
ა) სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება;
ბ) დანადგარი ან კონსტრუქცია, საბურღი დანადგარი ან ხომალდი, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსების დასაზვერად, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება;
გ) მუდმივი ბაზა, სადაც არარეზიდენტი ფიზიკური პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას; დ) უცხოური საწარმოს მართვის ადგილი, ფილიალი, წარმომადგენლობა, განყოფილება, ბიურო, ოფისი, სააგენტო, საამქრო, საბადო, კარიერი, ბუნებრივი რესურსების მოპოვების სხვა ადგილი, ნებისმიერი სხვა ქვედანაყოფი ან ამ საწარმოს საქმიანობის სხვა ადგილი.
უცხოური საწარმოს ფილიალი სს ----- წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის იურიდიული პირის - სააქციო საზოგადოება ------ის მიერ საქართველოში დარეგისტრირებულ არაიურიდიულ პირს, წარმომადგენლობას/(ფილიალი). ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი-მიწოდება სათაო ოფისისათვის იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს სათაო ოფისი. წარმომადგენლობა მასზე დაკისრებული ფუნქციების (საქმიანობის) უზრუნველსაყოფად საანგარიშო პერიოდში (გარდა 2017 წლისა, როდესაც საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა) დაფინანსებას ღებულობდა სათაო ოფისიდან ყოველთვიურად წინასწარ გაწერილი და სათაო ოფისთან შეთანხმებული მოცულობით. შესაბამისად, მისი წლიური „ბიუჯეტი“ წარმოდგება შემადგენელი 12 კალენდარული თვის ბიუჯეტების ჯამით. დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში წარმომადგენლობა ასევე ახდენდა მის ბალანსზე რიცხული სმფ-ების რეალიზაციასაც (ძირითადად მოძველებული ძირითადი საშუალებები), საიდანაც მიღებული შემოსავლები ასევე გამოყენებული იყო მის ძირითად საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ თანამშრომლების მიერ დასახელებული ფუნქციების, მათი ანაზღაურების, განათლების მიხედვით, საქმიანობა, რომელსაც ეს თანამშრომლები ატარებდნენ შეესაბამება მუდმივი დაწესებულკების ფუნქციებს და შესაბამისად უნდა უხდიდნენ მოგების გადასახადს საქართველოში, რასაც ადასტურებს ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციები.
სსკ-ს 96-ე მუხლის შესაბამისად მოგების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო;
ბ) არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, გადამხდელმა ვერ უზრუნველყო საჭირო მტკიცებულებების წარდგენა, რაც შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირება/კორექტირების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. აუდიტორი მოკლებული იყო ყოველგვარ შესაძლებლობას მოეხდინა გადაანგარიშება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად „დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“
2018 წლის 10 დეკემბრის N005-307 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით შემოსავლების სამსახური საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 10 დეკემბრის N005-307 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის N30139 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე სს ----- ს საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
2018 წლის 14 დეკემბრის N005-333 ,,საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები სამართლებრივ-პროცესუალური დარღვევების საფუძვლით ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას, იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არ არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და გადამხდელის არგუმენტები, რომლებიც მითითებულია საჩივარში ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის N31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N2-ის (შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, საბჭოზე შემუშავებული პოზიცია 2019 წლის 04 ივნისს შეთანხმებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსთან.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
„21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“
სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით: 2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. 3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
სსკ-ის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლისა და 301-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „სს -----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი 2018 წლის 10 დეკემბრის N005-307 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
2. „სს -----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი 2018 წლის 14 დეკემბრის N005-333 ,,საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
3. სსკ-ის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);
4. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
5. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება თურქეთის რესპუბლიკის სააქციო საზოგადოების მუდმივ დაწესებულებად განხილვას და სათაო ოფისისათვის მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-ანალიზის მიწოდებისათვის მიღებული საკომპენსაციო თანხის ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით: საწარმოს თანამშრომლებისგან მიღებული ინფორმაციით წარმოამდგენლობა სათაო ოფისის დავალებით აწარმოებდა მარკეტინგულ და გაყიდვებთან დაკავშირებულ ფუნქციებს გარდა ამისა შემოწმდა კომპანიის თანამშრომელბის „ლინკდინ“ გვერდები, საგადასახადო ორგანომ, კომპანიის თანამშრომლების ფუნქციების, მათი ანაზღაურების, განათლების მიხედვით, დაასკვნა, რომ საქმიანობა შეესაბამება, მუდმივი დაწესებულების ფუნქციებს და შესაბამისად უნდა იხდიდნენ მოეგბის გადასახადს საქართველოში, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეცვლილა.
გადაწყვეტილება
2018 წლის 10 დეკემბრის კორქტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ს 301-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
2018 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და გადამხდელის არგუმენტები, ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.
ამასთან აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 29; 96; 269(21); 301,,თ“