N 347 - 03/06/2020 - „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 03.06.2020
№ დოკუმენტი 347
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №347

2020 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2011, 200230110.10.003.016633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ/ზეპირი მოსმენა გამართონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 3 ივნისიდან.

პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე