N 3674-IIს - 29/05/2015 - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) „უწერის“ მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, წყლის ჩამოსასხმელად (სასმელ-სამკურნალო მიზნით) გამოყენების დროს, 1 მ3 წყალზე − 4 ლარით;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) „უწერის“ მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, წყლის გარეგანი მოხმარების მიზნით (სამკურნალო აბაზანებისთვის) გამოყენების დროს, 1 მ3 წყალზე – 0.04 ლარით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,29 მაისი 2015 წ.
N3674-IIს