გადაწყვეტილება №23965/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23965/2/2024
07 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „მ---------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ი“-ის 19.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23965/2/2024).
დავის საგანი:
1. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება და სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია;
2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი მობილური ტელეფონის რეალიზებულად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის №085-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.08.2024 წლის №19495 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 129 888,3 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 81 593
დღგ - 3 734
საშემოსავლო გადასახადი - 77 859
ჯარიმა - 39 966
საურავი - 8 329,3
პროცედურული გარემოებები
საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (-------ში) სამშენებლოსარემონტო სამუშაოების შესრულება. ასევე მომსახურებას უწევს კერძო კომპანიებს, როგორც ქვეკონტრაქტორი. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2.09.2021 წლიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის №085-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.08.2024 წლის №19495 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება და სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტება, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, საბუღალტრო პროგრამა ორისი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადამხდელის მიერ გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე საწარმოს მიერ მოგებული ტენდერების ხელშეკრულებები.
გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს სალაროში ერიცხება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 310 708 ლარი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების და დანართი 9-ით (მეთოდური მითითება სალაროს ნაღდი ფულის შესახებ), გათვალისწინებით, განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი, რამაც საკასო ხარჯების გათვალისწინებით შეადგინა 28 512 ლარი. ამავე მეთოდური მითითების მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ. გონივრულ ნაშთსა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდ ფულს შორის სხვაობა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს იმპორტის გზით შეძენილი აქვს ძირითადი საშუალება (სპეც-ტექნიკა), რომლის თვითღირებულებამ შეადგინა 66 500 ლარი. იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შპს „------“-ის მიერ შესაბამისი საქონლის შეძენაიმპორტი, შესაბამისად, „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, იმ მომწოდებლებზე, რომელებზეც ვერ იქნა წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გადამხდელის მიერ იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ღირებულების თანხის 75% (51 870) ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% კი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები სრულად არ იყო აღრიცხული შემოწმების დროს აუდიტორისთვის მიწოდებულ საბუღალტრო პროგრამაში, ხოლო დღეის მდგომარეობით საბუღალტრო პროგრამაში სრულად არის ასახული განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები, მათ შორის ისეთი ოპერაციებიც, რისი დოკუმენტებიც ბუღალტრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, რადგან დოკუმენტები მატერიალური სახით ინახებოდა საწარმოს დირექტორთან (სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, მომსახურების ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები).
სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან და შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, --------- შეძენილია საქართველოს მოქალაქე ------ძისგან (პ/ნ -------) 45 000 ლარად, რაც შემოწმების მიერ სრულად არის გათვალისწინებული ხარჯში. რაც შეეხება მეორე ინვოისს( -----------), აღნიშნულ საკითხში ხარჯში გათვალისწინებულია საბაჟო ღირებულების 75%, ინვოისში გამყიდველის სახელი განსხვავდება საბაჟო დეკლარაციაში მითითებული შესაბამისი მონაცემისაგან და ასევე წარმოდგენილი არ არის გადახდის დოკუმენტი.
წარმოდგენილია შესყიდვის აქტები, სატრანსპორტო საშუალების შესყიდვასთან დაკავშირებით, გაფორმებული ფ/პ -------სთან 61 665 ლარზე (შემოწმების დროს წარმოადგინა 40 216 ლარზე) და ფ/პ --------თან 95 197 ლარზე (შემოწმების დროს წარმოადგინა 72 403 ლარზე). შემოწმების მიერ გათვალისწინებულია წარმოდგენილი დოკუმენტები სრულად.
წარმოდგენილია ასევე სამშენებლო მასალის შესყიდვის აქტი გაფორმებული ფ/პ ------ძესთან (პ/ნ --------), რომელსაც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით არ უფიქსირდება აღნიშნული მასალის შეძენა, ასევე არ არის გამოწერილი შიდა გადაზიდვის ზედნადები არც გამყიდველის, არც მყიდველის მიერ.
გადამხდელმა საჩივართან ერთად წარმოადგინა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც აღნიშნული პირები უწევდნენ საყრდენი კედლის ჩამოსხმის მოწყობით სამუშაოებს, ამასთან არ არის წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები და გადახდის დოკუმენტები. წარმოდგენილი ხელშეკრულებები არ არის თანხვედრაში სატენდერო დოკუმენტებთან, კერძოდ, გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში და ფორმა №2-ში მითითებული სამუშაოები რაოდენობრივად და თანხობრივად შესაბამისი პერიოდების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება ხელშეკრულებაში არსებული მონაცემებისაგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტის გზით შეძენილი სპეც-ტექნიკის (---------) საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ღირებულება სრულად გაითვალისწინოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გამოსაქვით ხარჯად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებას და აღნიშნულის საფუძველზე გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს გაწეული აქვს სხვადასხვა სახის ხარჯები, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო მიწოდებული ბუღალტრისათვის, არ ჰქონდა ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ, შესაბამისად, არ არის ასახული საბუღალტრო ჩანაწერებში (პროგრამაში), რომელიც შემოწმებისთვის იქნა მიწოდებული. აღნიშნული დოკუმენტები (სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, მომსახურების ხელშეკრულებები და მიღებაჩაბარების აქტები) მატერიალური ფორმით ინახება დირექტორთან და მათი არსებობა არსებით გავლენას ახდენს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურის 29.08.2024 წლის №19495 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტის გზით შეძენილი სპეც-ტექნიკის (----------) საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ღირებულება სრულად გაითვალისწინოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გამოსაქვით ხარჯად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.08.2024 წლის №19495 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი მობილური ტელეფონის რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს მობილური ტელეფონი 4 299 ლარად, რომლის დღგ ჩათვლილი აქვს დეკლარაციით. საბუღალტრო მონაცემების შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელმა აღნიშნული ტელეფონი ჩამოწერა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, რაზეც რაიმე სახის დოკუმენტი არ წარადგინა.
მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში, რამოდენიმეჯერ მოხდა საწარმოს მიერ შეძენილ მობილური ტელეფონთან დაკავშირებით, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით ინფორმაციის გამოთხოვა, თუმცა ახსნაგანმარტება ტელეფონის ფლობაზე წარდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილი მობილური ტელეფონის რეალიზებულად განხილვა და აღნიშნულის საფუძველზე, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი მობილური ტელეფონის რეალიზებულად განხილვას. აცხადებს, რომ მობილური ტელეფონი, ბუღალტერს შეცდომით აქვს ჩამოწერილი, ფაქტობრივად აღნიშნულ მობილურს ფლობს საწარმოს დირექტორი და არ მომხდარა მისი ჩამოწერა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს მობილური ტელეფონი და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საბუღალტრო მონაცემების შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელმა აღნიშნული ტელეფონი ჩამოწერა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, რაზეც რაიმე სახის დოკუმენტი არ წარადგინა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილი მობილური ტელეფონის რეალიზებულად განხილვა და აღნიშნულის საფუძველზე, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 21.06.2024 წლის №085-18 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 129 888 ლარი, მათ შორის, ჯარიმა 39 966 ლარი და საურავი 8 329 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი შეცდომა/არცოდნაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება და სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია;
2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი მობილური ტელეფონის რეალიზებულად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი.
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტება, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, საბუღალტრო პროგრამა ორისი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადამხდელის მიერ გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე საწარმოს მიერ მოგებული ტენდერების ხელშეკრულებები.გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს სალაროში ერიცხება ნაღდი ფულის ნაშთი,აღნიშნული დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ასევე,შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს იმპორტის გზით შეძენილი აქვს ძირითადი საშუალება (სპეც-ტექნიკა). იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია მომჩივანის მიერ შესაბამისი საქონლის შეძენა/იმპორტი, შესაბამისად, გადამხდელის მიერ იმპორტირებულ საქონილის ღირებულება დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
ასევ,შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს მობილური ტელეფონი 4 299 ლარად, რომლის დღგ ჩათვლილი აქვს დეკლარაციით. საბუღალტრო მონაცემების შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელმა აღნიშნული ტელეფონი ჩამოწერა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, რაზეც რაიმე სახის დოკუმენტი არ წარადგინა.მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №085-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №19495 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის №19495 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ამასთან,განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“); 160(1); 163(1); 164(1); 269(1.7);