ბრძანება N 7298
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7298
17 აპრილი 2025
ბრძანება
შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2025 წლის 11 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 მარტის №24836/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის 11 იანვრის №93617/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის №021-94 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და სპეც. ტექნიკით გადაზიდვის მომსახურებაზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. კომპანიის მიერ სხვადასხვა მისამართებზე მიტანილი საქონლის რეალიზებულად განხილვა და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. ხელფასის სახით საწარმოს დირექტორზე გადარიცხული თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13177 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 დეკემბრის №26928 ბრძანება და 24 დეკემბრის №021-94 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 116 803 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 415 ლარი, ჯარიმა 30 347 ლარი და საურავი 25 041 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 7 თებერვლის №2078 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 17 მარტის №24836/2/2025 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 თებერვლის №2078 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ ნორმებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, შემოწმების შედეგებს და მოითხოვს გაანგარიშება მოხდეს რეალური გაანგარიშების საფუძველზე.
საბჭოს განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. „--------“- ში, „--------“ და სამშენებლო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბალანსზეა სპეც. ტექნიკა და ავტომობილები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ტექნიკით გაწეულია მომსახურება და არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტების ნაწილი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ, ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილები (სატვირთოების სახელმწიფო ნომრებით), რის საფუძველზეც გაანგარიშდა გადაზიდვის მასშტაბები. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მანძილზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ღირებულებები, კერძოდ, სატვირთო მანქანა კმ - 10 ლარი (მინიმუმ 120 ლარი), სამარშუტო ტაქსი კმ - 1,5 ლარი (მინიმუმ 50 ლარი), რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ საბაზრო ფასებთან. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც გამოწერილი იყო შპს „------ -ზე“, გათვალისწინებულ იქნა გადაზიდვის მომსახურებაზე გაანგარიშებაში. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 1601 -ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ამასთან, შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავლები (სხვა მისამართებზე მიტანილი სამშენებლო მასალების, სარემონტო მომსახურებების და კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურებების ღირებულებები) განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია სამშენებლო მომსახურებას უწევს შპს „------- -ს “ „--------“-ის მუნიციპალიტეტ სოფელ „--------“-ში და შპს „-------- -ს “ „--------“-ს მუნიციპალიტეტ სოფელ „--------“-ში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას სამშენებლო-სარემონტო მასალები მიტანილი აქვს სხვადასხვა მისამართებზე (90% - ქ. „--------“,ხანდაზმულ პერიოდში დასრულებული პროექტის მისამართი). შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო გადარიცხვის გზით გაცემული აქვს ხელფასი ფ/პ„--------“-ზე (დირექტორი) და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:
ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;
გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 98 1 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება:
ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
ა.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბალანსზე არსებული სპეც. ტექნიკით და ავტომობილებით გაწეულია მომსახურება და არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტების ნაწილი. შემოწმებით გაანგარიშდა გადაზიდვის მასშტაბები და გაანგარიშებულ მანძილზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ღირებულებები. ამასთან, გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა გადაზიდვის მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ხოლო შემოწმების მიერ დამატებით გაანგარიშებული შემოსავლები, მათ შორის, გაწეული სატრანსპორტო მომსახურებიდან მისაღები/მიღებული შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, კომპანიას შპს „N1-თან“ დადებული ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საანგარიშო პერიოდების ბოლოს ხდებოდა განხორციელებული გადაზიდვების გაანგარიშება, იწერებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ანაზღაურება/თანხის გადახდა ხორციელდებოდა გაწერილი დოკუმენტების შესაბამისად. ამდენად, გაუგებარია, რატომ მოხდა დოკუმენტურად დადასტურებული, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ფასების ცვლილება შემოწმების მიერ. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შპს „------- -თან “ და შპს „------- -თან “ (შპს „-------- -ის “ ქვეკონტრაქტორი) განხორციელებულ ოპერაციებზე გამოყენებულ უნდა იქნას დოკუმენტური მონაცემები.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (სპეც.ტექნიკით) გაწეული გადაზიდვის მომსახურებების ნაწილზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სადაც დაფიქსირებულია მომსახურების ღირებულება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილია, რომ დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. თუ საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენების საფუძველი არ არსებობს. სადავო შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საბაზრო ფასი კონკრეტულ შემთხვევებში, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების შესაბამისი პირობა არ დამდგარა. ამდენად, გადასახადის გადამხდელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით გაწეულ გადაზიდვის მომსახურებებთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის გამოყენება დაუსაბუთებელია.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს და საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების საბაზრო ფასთან შესაბამისობის პირობებს განსაზღვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 981 მუხლები. ხოლო განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებიდან შემოწმებით დამატებით გაანგარიშებული შემოსავლის მიღებულად და აღნიშნული თანხის ხელფასად დაკვალიფიცირება არამართლზომიერია. ამასთან, არ დგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების პირობები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული გადაზიდვის მომსახურებებთან მიმართებით, საბაზრო ფასის გავრცელების საფუძვლით დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სამშენებლო-სარემონტო მასალები მიტანილი აქვს სხვადასხვა მისამართებზე (90% - ქ. „--------“,ხანდაზმულ პერიოდში დასრულებული პროექტის მისამართი). შემოწმებით, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, ყველა მიღებული საქონელი აღრიცხვის პროგრამაში საბუღალტრო ჩანაწერებით ასახულია კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ანგარიშებზე და შესაბამისი გახარჯვის დოკუმენტებით (ფორმა 2-ები) ჩამოწერილია კუთვნილი მიმართულებების მიხედვით. ამასთან, განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებებში შეცდომით არის ჩარჩენილი ძველი მისამართი, სადაც ადრე ახორციელებდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც დასრულდა 2019-2020 წლებში, ხოლო მომწოდებლებთან (ძირითადად შპს „--------“) სისტემაში ჩარჩენილია ძველი მისამართი, რაც გამოწვეულია პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების დროს წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემებით. ყველა ეს საქონელი, რომელთან მიმართებაშიც ზედნადებში დაფიქსირებულია ტრანსპორტირების დასრულების არასწორი მისამართი, კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერებში სწორად არის მიკუთვნებული მიმდინარე მშენებლობისთვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, სამშენებლო პროექტების მიხედვით გახარჯული საქონლის შესახებ გაშიფრული ინფორმაცია), ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო გადარიცხვის გზით გაცემული აქვს ხელფასი ფ/პ „--------“-ზე (დირექტორი) და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც, თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში „ხელფასი“ მითითებულია არასწორად, სინამდვილეში თანხა გაცემულია სალაროში შესატანად, მონაწილეობას იღებს სალაროს თანხის მოძრაობაში და გახარჯულია სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის, რაც დასტურდება დოკუმენტურად.
საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო დავის ეტაპზე სადავო საკითხის შესწავლის შედეგად, დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია, კერძოდ, აღნიშნული თანხის სალაროში შეტანა.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს დირექტორზე გადარიცხული თანხის (1000 ლარი) საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული გადაზიდვის მომსახურებებთან მიმართებით, საბაზრო ფასის გავრცელების საფუძვლით დღგში და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, სამშენებლო პროექტების მიხედვით გახარჯული საქონლის შესახებ გაშიფრული ინფორმაცია);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს დირექტორზე გადარიცხული თანხის (1000 ლარი) საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. „--------“, „--------“), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და სპეც. ტექნიკით გადაზიდვის მომსახურებაზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. კომპანიის მიერ სხვადასხვა მისამართებზე მიტანილი საქონლის რეალიზებულად განხილვა და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. ხელფასის სახით საწარმოს დირექტორზე გადარიცხული თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბალანსზეა სპეც. ტექნიკა და ავტომობილები.ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ტექნიკით გაწეულია მომსახურება და არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტების ნაწილი.შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ, ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილები,რის საფუძველზეც გაანგარიშდა გადაზიდვის მასშტაბები.შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მანძილზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ღირებულებები.სსკ-ის 73-ე, 159-ე და 1601-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავლები განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას სამშენებლო-სარემონტო მასალები მიტანილი აქვს სხვადასხვა მისამართებზე.შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო გადარიცხვის გზით გაცემული აქვს ხელფასი დირექტორზე და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ასევე, ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული გადაზიდვის მომსახურებებთან მიმართებით, საბაზრო ფასის გავრცელების საფუძვლით დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
3.შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს დირექტორზე გადარიცხული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,158,159,164.