N 3146-XIმს-Xმპ - 14/06/2023 - საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 14.06.2023
№ დოკუმენტი 3146-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) 42-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისთვის პასუხისმგებელი პირისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,14 ივნისი 2023 წ.

N3146-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე