სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხის და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღის განსაზღვრის შესახებ

ბრძანება 10.08.2015
№ დოკუმენტი 256
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

(ძალადაკარგულია -01.07.2023, №184)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 256

10/08/2015

სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხის და

თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 781 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

1. მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის N241 ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია 20 ლიტრის და მასზე ნაკლები მოცულობის ჭურჭელში, გარდა იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირება განხორციელდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

3. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იმ არაალკოჰოლურ სასმელებზე, რომლებიც წარმოებულია/იმპორტირებულია 2015 წლის 1 ნოემბრამდე.

4. ფინანსთა სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყონ ამ ბრძანების საჯაროდ გამოცხადება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ნოდარ ხადური

მინისტრი