სარგებელი (კვების მიწოდების მიზნით პროდუქტების შეძენა) N 1810

1810 სარგებელი (კვების მიწოდების მიზნით პროდუქტების შეძენა) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1810
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სარგებელი N 1810

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ 2009 წელს დაქირავებული პირებისათვის კვების მიწოდების მიზნით, შეიძინა საკვები პროდუქტები 118 ლარად დღგ-ის ჩათვლით და მიიღო ჩათვლა (18 ლარი)

•საწარმომ საკვები პროდუქტების მიწოდება დაქირავებულებისათვის განახორციელა 120 ლარად დღგ-ის გარეშე, რომელზეც მოახდინა დღგ-ის (21.60 ლარი) და საშემოსავლო გადასახადის (24 ლარი) დარიცხვა

•საწარმომ შემოსავალში აიღო 120 ლარი

•საწარმომ ხარჯში გამოქვითა 283.60 ლარი, მათ შორის:

ა) შეძენის ღირებულება - 118 ლარი (დღგ-ის ჩათვლით)

ბ) გაცემული სარგებელი - 120 ლარი

გ) 120 ლარზე დარიცხული დღგ-21.60 ლარი

დ) საშემოსავლო გადასახადი 24- ლარი

შეფასება

•საწარმომ ერთობლივ შემოსავალში სწორად აიღო 120 ლარი და ასევე დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში სწორადვე ასახა 120 ლარი

•საწარმოს მიერ არასწორად არის განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა (ხელფასი), იგი უნდა დარიცხვოდა 141.6 ლარს (120 ლარი +21.60 ლარი) 20%-ის ოდენობით - 28.32 ლარი

•საწარმოს ერთობლივი შემოსავლიდან უნდა გამოექვითა 241.60 (მათ შორის, 100 ლარი - მარაგების შემცირების გზით - და თანამშრომელზე გაცემული სარგებელი - 141.60 ლარი) და არ უნდა გამოექვითა:

ა) დარიცხული დღგ- 21.60 ლარი (რომელიც გადაკვალიფიცირდება ხელფასად)

ბ) ჩათვლილი დღგ- 18 ლარი

გ) დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 24 ლარი

ღონისძიებები

•უნდა დაკორექტირდეს საწარმოს მოგება (ზარალი)

•საწარმოს დამატებით დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი

•გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის შესაბამისად

•პირი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობისათვის სსკ-ის 134-ე მუხლით