N 330 - 13/08/2012 - „ საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 13.08.2012
№ დოკუმენტი 330
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №330

2012 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ საჯარო სამართლის იური დიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსა ხუ რისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2011, 040030000.10.003.016234) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქსტატს დამატებით მიაწოდოს სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მოცემული არ არის ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში. “.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე