დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (საერთაშორისო გადაზიდვის დროს ჩატვირთვა-გადმოტვირთვა) N 1113
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა N 1113
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს საბაჟო საწყობში შედის როგორც დატვირთული, ასევე ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები. საწარმო საბაჟო საწყობში დგომის ღირებულებას ბეგრავს დღგ-ის 0%-იანი განაკვეთით, რამდენადაც თვლის, რომ ეწევა საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას
· ვარიანტი 1: სატრანსპორტო საშუალება, როგორც საქონელი არ არის განკუთვნილი იმპორტისათვის, ასევე არ არის მოქცეული ექსპორტისა და ტრანზიტის რეჟიმში
· ვარიანტი 2: სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ტვირთი არ არის განკუთვნილი იმპორტისათვის, ასევე არ არის მოქცეული ექსპორტისა და ტრანზიტის რეჟიმში
· ვარიანტი 3: სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ტვირთი მოქცეულია ექსპორტის/ტრანზიტის რეჟიმში
· ვარიანტი 4: სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ტვირთი განკუთვნილია იმპორტისათვის
შეფასება
· სსკ–ის 233–ე მუხლის მიხედვით, დღგ–ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა გათვალისწინებულია მხოლოდ ტრანსპორტირებისათვის (საერთაშორისო გადაზიდვისათვის) განკუთვნილი ტვირთის შენახვის, შეფუთვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის მომსახურებისათვის
· პირველ, მე–2 და მე–4 ვარიანტებში, მომსახურება ექვემდებარებოდა დღგ–ის 18%–ით დაბეგვრას. შემცირებულია საწარმოს მიერ დღგ-ს 18 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა
ღონისძიებები
· პირველ, მე–2 და მე–4 ვარიანტებში, საწარმოს დამატებით დაერიცხება დღგ-ის ძირითადი გადასახადი
· საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის (სსკ-ის 132-ე მუხლი)
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით