საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/1161-2017-21
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/1161-2017-21
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 დეკემბერი 2021 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - შპს „------” (ს/კ ------)
წარმომადგენელი -------; -----------
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - ----------
მოპასუხე - ფინანასთა სამინისტრო წარმომადგენელი - -------
მესამე პირი - ------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის N094-585 საგადასახადო მოთხოვნა ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 11 მაისის N12860 ბრძანება ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
14. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2016 წლის N27347 ბრძანება ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის N094-257 საგადასახადო მოთხოვნა ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2017 წლის N23599 ბრძანება ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2017 წლის N094–251 საგადასახადო მოთხოვნა ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.9. 2011 წლის 14 ივლისს ქ. -----ის მერიასა და შპს "------" შორის დადებული "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" დადებული გარიგება მიჩნეული იქნეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების დათმობად და სანაცვლო კომპენსაციის მიღებად.
დავის არსი:
2011 წლის 27 აპრილს ქ. ------ის მერიამ N25-04/---- წერილით მიმართა შპს "------”-ს და მის დირექტორს ------ეს, რომ დაგეგმილი -----ის სტადიონის მშენებლობიდან გამომდინარე საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის მერიისათვის გადაეცათ 2396 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შპს "-------"-ს კუთვნილი 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. მერიამ საზოგადოების დირექტორს შესთავაზა სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი და იმავე წერილით გააფრთხილა, რომ შეთავაზებაზე უარის შემთხვევაში იმოქმედებდა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ანუ მოხდებოდა ქონების ექსპროპრიაცია. მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ქონების დათმობისა და კომპენსაციის მიღების თაობაზე, რაც დასრულდა 2011 წლის 14 ივლისს "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" შეთანხმების გაფორმებით. შეთანხმებით ქ. -----ის მერიას გადაეცა ფ/პ -------ის საკუთრებაში რეგისტრირებული 2396 კვ.მ. მიწა და შპს "------"-ს ბალანსზე რიცხული 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. მიღებული ქონების სანაცვლოდ ამავე შეთანხმებით ქ.-----ის მერიამ ფ/პ ------ეს გადასცა სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი 2396 კვ.მ. ხოლო შპს "------”-ს 1185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
2015 წლის 15 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა, გასვლითი. საგადასახადო შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი. 2016 წლის 16 დეკემბრის N094-585 საგადასახადო მოთხოვნით საზოგადოებას დამატებით დაერიცხა – სულ 412432,03 ლარი; მათ შორის ძირითადი გადასახადი ჯარმა 107919 ლარი. საურავი 103028 ლარი. ამავე აქტით აუცილებელი საზოგადოების საჭიროებისათვის 2011 წელს ქონების მონაცვლეობაზე დადებული გარიგება მიჩნეული იქნა ბარტერულ ოპერაციად, რის გამოც ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამანტმა შპს "------”-ს შენობა-ნაგებობების ღირებულებაზე 108446 (დღგ-ის გარეშე) ლარზე, დაარიცხა დღგ 19520 ლარი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 9760 ლარი. გარდა ამისა, ბარტერის ოპერაციის შედეგად მიღებული შემოსავალი, მიწის რეალიზაციით მიღებული ნამეტი ჩაითვალა 2011 წლის ერთობლივ შემოსავლებში და დაიბეგრა მოგების გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება შპს "------”-ს წარმომადგენელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული საჩივარი შემოსავალების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 11.05.2016 წლის N12860 ბრძანებით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამოსცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2016 წ. N27347 ბრძანება და 29.09.2016 წ. საგადასახადო მოთხოვნა N094- 257, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. 2017 წლის 06 ივლისს საბჭომ საჩივარზე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს კორექტირების შეტანა N094-585 2015 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნაში. თუმცა საბჭომ 2011 წლის გარიგება მერიასა და ფირმას შორის "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" ჩათვალა ბარტერად და ამ ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადები დღგ-ის და მოგების ნაწილში დატოვა ძალაში. ქ. -----ის მერია ადასტურებს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება გამომდინარეობდა ექსპროპრიაციის საჭიროებიდან და შესაბამისი კანონით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა შესაგებელით სარჩელი არ ცნო და წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 მაისის N16862 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2010 წლის 9 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე. შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 15 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება N48483 და ამავე თარიღის N094-858 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 412 432,03 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 201 485 ლარი, ჯარიმა - 107 919 ლარი და საურავი 103 028,03 ლარი. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ექსპროპრიაციის განხორციელების გზით -----ის მერიაზე ქონების გადაცემის დასაბეგრ ოპერაციად ჩათვლას.
საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ: „2011 წელს ერთის მხრივ ქ. --------ის მერიასა და მეორეს მხრივ შპს "------"-ს და მისი დირექტორის -----ის შორის შედგენილ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ. ------ის მერიას ------ემ გადასცა მის საკუთრებაში არსებული 2396 კვ.მ მიწა და მასზე განთავებული შპს "-----"-ს ბალანსზე არსებული 160 კვ.მ. შენობა. აღნიშნული ქონებების სანაცვლოდ ქ. ------ის მერიის მიერ მეორე მხარესთვის გადაცემულია 3581 კვ.მ. მიწა, აქედან: ------თვის 2396 კვ.მ (66.9%), ხოლო შპს "------"-ს 1185 (33.1%) კვ.მ. მიწა. ამასთან პირებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მერიისთვის მიწოდებული ქონებების ღირებულება შპს "----------""-ს მიერ შეფასებულია და შეადგენს 386 707 ლარს. მოცემულიდან შენობა ნაგებობების ღირებულება წარმოადგენს 108 446 (დღგ-ს გარეშე) ლარს.
სსკ-ის მე-18 და 161-ე მუხლების მიხედვით აღნიშნული ბარტერული ოპერაცია ჩაითვლება შპს „--------“-ს მიერ მისი ქონების საბაზრო ღირებულებით მიწოდებად (დასაბეგრ ოპერაციად). ხოლო მიღებული 11185 კვ. მიწა ამავე ფასად შეძენილად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მხარე წარმოადგენს სახელმწიფოს ან/და სანაცვლოდ მიღებული მიწის ნაკვეთი (რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია) აღნიშნულ ოპერაციაზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ წარმოიშობა.“
„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. აუცილებელი საზოგადოებრივი გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.“. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომედსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.“ ზემოაღნიშნული ნორმები დეტალურად განსაზღვრავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის სამართლებრივ პროცედურებს.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ადგენს, რომ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „------“ და თვითმმართველ ქალაქ ------ის აღმასრულებელ ორგანოს შორის დადებული შეთანხმება „საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის შესახებ“ არ შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ ქონების ექსპროპრიაციისათვის დადგენილ სავალდებულო წესებს.
ამდენად, შპს „--------“ და “თვითმმართველ ქალაქ ---ის აღმასრულებელ ორგანოს შორის დადებული შეთანხმება „საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის შესახებ“ არ შეიძლება განხილულ იქნეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის მასალებით, ქ. ------ის მერიამ 2011 წლის 27 აპრილს N25-04/---- წერილით მიმართა შპს "--------" და ფ/პ ------ეს, რომ დაგეგმილი -----ის სტადიონის მშენებლობიდან გამომდინარე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მერიისათვის გადაეცათ 2396 კვ.მ. მიწა, რომელზეც განთავსებული იყო შპს "--------" 160 კვ.მ. შენობა ნაგებობა. კომპენსაციის მიზნით შესთავაზა მიწის ადგილმონაცველობა. ამ საკითხზე მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება დამთავრდა 2011 წლის 14 ივლისს "საესპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" შეთანხმების დადებით, რომლის მიხედვით ------ემ ქ.-----ის მერიას გადასცა მის საკუთრებაში არსებული 2396 კვ.მ. მიწა და მასზე განთავსებული შპს შპს "--------" ბალანსზე რიცხული 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. სანაცვლოდ ქ.-----ის მერიის მიერ მეორე მხარეს გადაეცა 3581 კვმ. მიწა, მათ შორის ------ეს 2396, ხოლო შპს "-----“-ს 1185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
მტკიცებულება: ქ.-----ის მერიის წერილი N25-04/ "საესპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" შეთანხმება. 14.07.2011. (ტ.1.ს/ფ. 14-21).
3.1.2. საქმის მასალებით, 2015 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგად შედგა აქტი, რომლის მიხედვით ქ.----ის მერიასა და შპს "----"-ს შორის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიწის მონაცვლეობა მიჩნეული იქნა ბარტერად და ოპერაცია დაექვემდებარა სახელმწიფო საგადასახადო ფულად ვალდებულებას. შპს "-------" დაეკისრა როგორც დღგ-ს ისე მოგების გადასახადის გადახდა, რასაც დაემატა ჯარიმა და საურავი, სულ დაეკისრა 412432,03 ლარის გადახდა.
მტკიცებულება: აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის N48483 ბრძანება და შემოწმების აქტი. საგადასახადო მოთხოვნა N094-585. (ტ.1.ს/ფ.22-92).
3.1.3. საქმის მასალებით, შპს "------"-მ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმება და მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ხოლო შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვების საბჭოში. ორივე შემთხვევაში შპს "--------" და მერიას შორის დადებული შეთანხმება "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" მიჩნეული იქნა ბარტერად, ამავე დროს შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს "------" მოთხოვნა და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს კორექტირება შეეტანა 2015 წლის 16 დეკემბრის N094-585 საგადასახადო მოთხოვნაში.
მტკიცებულება: შპს "-------"-ს საჩივარი; შემოსავლების სამსახურის ბრძანება N12860; დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება 7.07.2017. (ტ.1.ს/ფ.99-103.135-148).
3.1.4. საქმეზე დართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის N12705/2/16 გადაწყვეტილებით -
დავის საგანი:
1. -----ის მერიისთვის მიწის გადაცემის და სანაცვლოდ მიწის მიღების შესახებ შეთანხმების ბარტერად განხილვა;
2. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და საწარმოს მემორიალური ორდერების საფუძველზე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2015 წლის N094-585 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის N12860 ბრძანება;
დარიცხული თანხა: 193273 ლარი
მათ შორის:
დღგ - 116339 (ძირითადი - 52503, ჯარიმა - 31512, საურავი - 32324).
მოგების გადასახადი - 76934 (ძირითადი - 46868, ჯარიმა - 20926, საურავი - 9140).
პროცედურული გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2015 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის საქმიანობის სახეა საბითუმო-საცალო ვაჭრობა თხევადი აირით. აღნიშნული აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2015 წლის N094-585 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის N12860 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სადავო საკითხები:
1. ----ის მერიისთვის მიწის გადაცემის და სანაცვლოდ მიწის მიღების შესახებ შეთანხმების ბარტერად განხილვა;
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2015 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, 2011 წელს ერთის მხრივ ქ. ------ის მერიასა და მეორეს მხრივ შპს „-------“-ს და მისი დირექტორის ------ს შორის გაფორმებული შეთანხმებით, ქ. -----ის მერიას -----მ გადასცა მის საკუთრებაში არსებული 2396 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული შპს „------“ -ს“ ბალანსზე არსებული 160 კვ.მ. შენობა.
აღნიშნული ქონებების სანაცვლოდ, ქ. -------ის მერიის მიერ მეორე მხარისთვის გადაცემულია 3581 კვ.მ. მიწა, აქედან: -------თვის 2396 კვ.მ (66.9%), ხოლო შპს „-----“ -ს“ 1185 (33.1%) კვ.მ. მიწა. ამასთან პირებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მერიისთვის მიწოდებული ქონებების ღირებულება შპს „------“-ს მიერ შეფასებულია და შედგენს 386707 ლარს. მოცემულიდან შენობა-ნაგებობების ღირებულება წარმოადგენს 108446 (დღგ-ის გარეშე) ლარს. სსკ-ის მე-18 და 161-ე მუხლების მიხედვით აღნიშნული ბარტერული ოპერაცია ჩაითვლება შპს „------“ -ს“ მიერ მისი ქონების საბაზრო ღირებულებით მიწოდებად (დასაბეგრ ოპერაციად). ხოლო მიღებული 1185 კვ. მიწა ამავე ფასად შეძენილად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მხარე წარმოადგენს სახელმწიფოს ან/და სანაცვლოდ მიღებული მიწის ნაკვეთი (რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია) აღნიშნულ ოპერაციაზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ წარმოიშობა.
დავების განხილვის საბჭო
პარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
შემოწმების აქტის თანახმად, 2011 წელს ერთის მხრივ ქ. -----ის მერიასა და მეორეს მხრივ შპს „------“ -ს“ და მისი დირექტორის ------ს შორის შედგენილ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ. ------ის მერია ------მ გადასცა მის საკუთრებაში არსებული 2396 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული შპს „------“ -ს“ ბალანსზე არსებული 160 კვ.მ. შენობა. აღნიშნული ქონებების სანაცვლოდ ქ. ------ის მერიის მიერ მეორე მხარისთვის გადაცემულია 3581 კვ.მ. მიწა, აქედან: ------ -ს 2396 კვ.მ (66.9%), ხოლო შპს ,,-------''-ს 1185 (33.1%) კვ.მ. მიწა. ამასთან პირებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მერიისთვის მიწოდებული ქონებების ღირებულება შპს „--------“-ს მიერ შეფასებულია და შედგენს 386707 ლარს. მოცემულიდან შენობა-ნაგებობების ღირებულება წარმოადგენს 108446 (დღგ-ის გარეშე) ლარს.
ერთის მხრივ -----ის აღმასრულებელ ორგანოს და მეორეს მხრივ
1. შპს „-------“ ს“(ს/ნ ----) და
2. ფიზიკური პირი -------ს შორის საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის შესახებ 14.07.2011 წლის შეთანხმების 1.1 პუნქტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ, რომ:
ა) ქ. -------ის მერიის მიერ ხორციელდება ქ. ------ში, -------ის ქუჩის მიმდებარედ -----ის სტადიონის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას;
ბ) ------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ----ში, დასახლება ---- მდებარე 2396,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:-----) და მასზე განთავსებული, შპს „-------“-ს საკუთრებაში არსებული 160,00 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობა მდებარეობს -----ის სტადიონის მშენებლობის ზოლში;
გ) ------ს საკუთრებაში არსებული, ქ.-----ში, დასახლება ---- მდებარე 2396,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:------) და მასზე განთავსებული, შპს „-------“ -ს საკუთრებაში არსებული 160,00 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობის გამოყენების გარეშე შეუძლებელია ----ის სტადიონის მშენებლობა, ხოლო სხვა გზის გამოყენება დაკავშირებულია უფრო მეტ სირთულეებთან, ხარჯებთან და გარდა ამისა არ შეესაბამება ამ ტერიტორიის განვითარების გეგმას, რაც ასაბუთებს შპს „-------“-ს და --------ის საკუთრებაში არსებული ქონებების საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის გამოყენებას;
დ) წინამდებარე შეთანხმების მხარეთა მიერ ნებაყოფლობით გაფორმების გამო, ------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ------ში, დასახლება ----- მდებარე 2396,00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) ს/კოდი: ---) და მასზე განთავსებული, შპს „---“ -ს საკუთრებაში არსებული 160,00 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობის მიმართ საჭირო აღარ არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
ამავე შეთანხმების 1.3 პუნქტის თანახმად, შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს კონსტიტუცია“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის
შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკუთრების ჩამოსი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 2013 წლის სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად,1.საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.
2. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.
ამავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსპროპრიატორი არის პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ვინაიდან, საქმეში არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება პირისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ, ქონების გადაცემის შეთანხმება არ წარმოადგენს აღნიშნული კანონის დაცვით შედგენილ შეთანხმებას და საგადასახადო ორგანოს მიერ ბარტერული ოპერაციის დაბეგვრა განხორციელებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის N12860 ბრძანებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად შპს „------“ გათავისუფლდა შემოწმების აქტის მიხედვით 2011 წელს ქ. -----ის მერიასა და შპს „-----“-ს“ და მისი დირექტორის -----ს შორის შედგენილი შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვის ეპიზოდში, სსკ-ის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით: „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით“.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვინაიდან „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საჭიროდ აღარ ჩაითვალა მხარეთა შორის შეთანხმების ნებაყოფლობით გაფორმების გამო, სადაო ბარტერული ოპერაციიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების კანონით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით და საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა განთავისუფლდეს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საურავისგან.
მტკიცებულება: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის N12705/2/16 გადაწყვეტილება (ტ.1. ს/ფ.135-148).
3.1.4. საქმის მასალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 06 სექტემბერს გამოსცა ბრძანება N23599 "გადასახადების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შემცირების შესახებ" და შეუმცირა შპს "-----" მხოლოდ დარიცხული ჯარიმა და საურავი 19520 ლარით.
მტკიცებულება: აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N23599. (ტ.1. ს/ფ.128).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოა შემდეგი საკითხი - საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 14 ივლისის შეთანხმება, რომლის საფუძველზე ქ. ----ის მერიას გადაეცა ----ის საკუთრებაში რეგისტრირებული 2396 კვ.მ. მიწა და შპს "-----"-ს ბალანსზე რიცხული 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მიღებული ქონების სანაცვლოდ ამავე შეთანხმებით, ქ.-----ის მერიამ ფ/პ -----ს გადასცა სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი 2396 კვ.მ. ხოლო შპს "----" 1185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, წარმოადგენს თუ არა ბარტერულ გაცვლას და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის საფუძველს, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, აუდიტის დეპარტამენტის N094-585 საგადასახადო მოთხოვნა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N12860 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2016 წლის N27347 ბრძანება; აუდიტის დეპარტამენტის N094-257 საგადასახადო მოთხოვნა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2017 წლის N23599 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2017 წ. N094-251 საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.3. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 14 ივლისის შეთანხმება, რომლის საფუძველზე ქ. -------ის მერიას გადაეცა ფ/პ რეგისტრირებული 2396 კვ.მ. მიწა და შპს "-------"-ს ბალანსზე რიცხული 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მიღებული ქონების სანაცვლოდ ამავე შეთანხმებით, ქ.----ის მერიამ ფ/პ ------ს გადასცა სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი 2396 კვ.მ. ხოლო შპს "------"-ს 1185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, წარმოადგენს თუ არა ბარტერულ გაცვლას და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის საფუძველს.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას.
6.4. საქართველოს საკასაციო სასამართლომ ას-559 საქმეზე განმარტა, რომ „სამართლის“ მოძიება და კონკრეტულ გადაწყვეტილებებში რეალიზაცია არის მართლმსაჯულების ფუნქცია. განმარტება contra legem შეუძლია არა „ჩვეულებრივ“ სამართლის შემფარდებელს, არამედ მხოლოდ მოსამართლეს. მოსამართლემ უნდა იმოქმედოს არა სამართლიანობის სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე, არამედ მხოლოდ მოქმედი მართლწესრიგის ფარგლებში, იმ ღირებულებების მიხედვით, რომელიც საფუძვლად უდევს სამართლის სისტემას.
სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. სამართლის ფუნქცია, რომ პრობლემები სამართლიანად გადაწყვიტოს, არა მხოლოდ ინტერპრეტაციის გზით ხორციელდება, არამედ, ამავე დროს, წარმოადგენს კანონის გავრცობის საჭიროების შემოწმებას. განმარტება contra legem-ob შემთხვევაში სახეზეა კონფლიქტი ნორმის სხვადასხვა მიზანს შორის. მართლწესრიგი უნდა იყოს სამართლიანი. განმარტება contra legem უპირატესობას ანიჭებს სამართალს, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციური მართლწესრიგიდან და უზრუნველყოფს კონკრეტული ურთიერთობის სწორ, სამართლიან გადაწყვეტას.
· სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება (“Ius est ars boni et aequi”, იხ. Corpus Juris Civilis, დიგესტები,1.1.) სამართალმა უნდა უზრუნველყოს სადავო საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. ეს მიზანი გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები, ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული და, როგორც წესი, ეძებს კომპრომისს სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებს შორის, რომელიც სამართლიანია. ასეთი თვალსაზრისები აისახება გადაწყვეტილებათა ანალიზის ზოგადი სქემებში, რომლებიც, ასევე, გამოყენებული უნდა იქნას საკანონმდებლო ხარვეზის შევსების პროცესშიც. სამართალი უნდა ემსახურებოდეს მიზნების განხორციელებას, ე.ი. განსაზღვრული სიკეთეების მოპოვებას ან შენარჩუნებას და ამ სიკეთეებზე ორიენტირებული ინტერესების დაკმაყოფილებას. ამისათვის საჭიროა, წინასწარ შეიქმნას შეძლებისდაგვარად ფართო წარმოდგენა იმ სიკეთეებზე, რომლებზეც გადაწყვეტილებამ, ერთი მხრივ, პოზიტიურად, ხოლო, მეორე მხრივ, ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.
6.5. საკუთრების უფლება აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით“ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი სახელმწიფოს უდგენს ნეგატიურ ვალდებულებას, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას, ამავე დროს სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება შექმნას და ჩამოაყალიბოს ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანს საზოგადოების წევრებს შორის. კონსტიტუციური „უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების არსებობისას“.
კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და საფუძველი, პირველ რიგში თავად ამ უფლების მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ ნორმაშია მოცემული, საქართველოს კონსტიტუციის (ახალი რედაქციის) მე-19 მუხლის მესამე პუნქტი ადგენს იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეიზღუდოს აღნიშნული უფლება.
6... მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 14 ივლისის შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის შესახებ, რომლის თანახმად -
ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქი ----ის აღმასრულებელი ორგანო, წარმოდგენილი ქ. -----ის მერის ---ს (დაბადებული -- წ. ქ. ---ში, მცხოვრები მისამართზე: ქ. ----, პირადი ნომერი ----) სახით (საფუძველი: თვითმმართველი ქალაქის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის --- წლის - ---ს N---- ბრძანება) და მეორეს მხრივ
1. შპს „-----" (-----), წარმოდგენილი დირექტორის -----ს სახით და
2. ფიზიკური პირი --------, შემდგომში „მხარეები" შეთანხმდნენ შემდეგზე.
მხარეები ადასტურებენ რომ:
ა) ქ. ---ის მერიის მიერ ხორციელდება ქ. ----ში, -----ს ქუჩის მიმდებარედ ----ს სტადიონის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას;
ბ) ------ის საკუთრებაში არსებული, ქ. -----ში, დასახლება ---ში მდებარე 2396,00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ----) და მასზე განთავსებული, შპს „----"–ს საკუთრებაში არსებული 160,00 კვ. მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობა მდებარეობს ----ის სტადიონის მშენებლობის ზოლში;
გ) -----ის საკუთრებაში არსებული, ქ. -----ში, დასახლება ----ში მდებარე 2 396,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ----) და მასზე განთავსებული, შპს „-----"-ს საკუთრებაში არსებული 160,00 კვ. მ. საერთო ფართის შენობა- ნაგებობის გამოყენების გარეშე შეუძლებელია --ის სტადიონის მშენებლობა, ხოლო სხვა გზის გამოყენება დაკავშირებულია უფრო მეტ სირთულეებთან, ხარჯებთან და გარდა ამისა არ შეესაბამება ამ ტერიტორიის განვითარების გეგმას, რაც ასაბუთებს შპს „-----"-ს და -----ის საკუთრებაში არსებული ქონებების საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის გამოყენებას;
დ) წინამდებარე შეთანხმების მხარეთა მიერ ნებაყოფლობით გაფორმების გამო, -----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ----ში, დასახლება ---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: -----) და მასზე განთავსებული შპს "-----" ს/საკუთრებაში არსებული 160,00 კვ. მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის მიმართ საჭირო აღარ არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვისბ საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
1.2. ძირითად ტერმინთა განმარტება:
1.2.1. საექსპროპრიაციო ქონებები- -----ის საკუთრებაში არსებული, ქ. -----ში დასახლება ---ში მდებარე 2 396,00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ----) და მასზე განთავსებული, შპს „------"-ს საკუთრებაში არსებული 160,00 კვ. მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობა;
1.2.2. საექსპროპრიაციო ქონებების მესაკუთრეები - შპს ,,----‘’ და -----;
1.2.3. ექსპროპრიატორი თვითმმართველი ქალაქის ---ის აღმასრულებელი ორგანო ქ. -ის მერიის სახით;
1.2.4. კომპენსაცია - ქონებების ექსპროპრიაციის სანაცვლოდ ექსპროპრიატორის მიერ საექსპროპრიაციო ქონებების მესაკუთრეებისათვის გასაცემი ანაზღაურება;
1.2.5. სანაცვლო ქონება - საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის მიზნით ექსპროპრიატორის მიერ საექსპროპრიაციო ქონებების მესაკუთრეებისთვის საკუთრების უფლებით გადასაცემი ქონება.
1.3. შეთანხმების საფუძველი: შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს კონსტიტუცია" და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონი.
1. შეთანხმების საგანი:
წინამდებარე შეთანხმების საგანს წარმოადგენს ----ის საკუთრებაში არსებული, ქ. --ში, დასახლება --ში მდებარე 2396,00 კვ. მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ---) და მასზე განთავსებული, შპს „-----"-ს საკუთრებაში არსებული 160,00 კვ. მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის ექსპროპრიაციის განხორციელების მიზნით, საექსპროპრიაციო ქონებების მესაკუთრეებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა და წესის განსაზღვრა.
3. საექსპროპრიაციო ქონებები და ამ ქონებების კომპენსაციის წესი:
3.1. საექსპროპრიაციო ქონებებს წარმოადგენს -----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ---ში, დასახლება ---ში მდებარე 2 396, 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ---) და მასზე განთავსებული შპს „-----"-ს საკუთრებაში არსებული 160-00კე, მ. საერთო ფართის
შენობა-ნაგებობა;
3.2 ექსპროპრიატორი -----ს საკუთრებაში არსებული ქ. ----ში, დასახლება ---ში მდებარე 2 396, 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ---) და მასზე განთავსებული შპს „------"-ს საკუთრებაში არსებული 160-00კე, მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის ექსპროპრიაციის განხორციელების გამო საექსპროპრისციო ქონებების მესაკუთრეებს უხდის საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციას სანაცვლო ქონების სახით წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი წესით;
3.3. საექსპროპრიაციო ქონებების მთლიანი ფულადი ღირებულება ქ. ----ის მერიის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის, შპს -----I"-ს 2011 წლის 08 ივნისის N -- დასკვნის თანახმად შეადგენს 386 707 (სამას ოთხმოცდაექვსი ათას შვიდას შვიდი) ლარს. საექსპროპრიაციო ქონებების მთლიანი ღირებულება წარმოადგენს ასევე წინამდებარე შეთანხმების საერთო ღირებულებას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების (გარიგების) განმარტების მნიშვნელობაზე სამართლებრივი ურთიერთობის დადგენის საკითხში, რაც ხაზგასმულია საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში.
„ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ამგვარად, ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად - საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.
ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.“
ზემოაღნიშნული ნორმები დეტალურად განსაზღვრავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის სამართლებრივ პროცედურებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 14 ივლისის ხელშეკრულებიდან (შეთანხმება) გამომდინარე, სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ აღნიშნული ოპერაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტობრივი შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერად იქნა განხილული, როგორც ბარტერული ოპერაცია, რადგან იგი ვერ აკმაყოფილებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოთხოვნა 2011 წლის 14 ივლისს ქ. -----ის მერიასა და შპს "----" შორის დადებული "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" დადებული გარიგება მიჩნეული იქნეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების დათმობად და სანაცვლო კომპენსაციის მიღების შეთანხმებად და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
6.7. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კანონთან კონფლიქტს იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლის 14 ივლისის გარიგების საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა დღგ-ს გადახდა. გარდა ამისა, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა და იგი არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, რომ 2011 წლის 14 ივლისის შეთანხმებით, საექსპროპრიაციით ქონებებს წარმოადგენს ------ს საკუთრებაში არსებული, ქ. ----ში, დასახლება ---ში მდებარე 2 396, 00 კვ. მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ----) და მასზე განთავსებული, შპს „---"–ს საკუთრებაში არსებული 160.00 კვ,მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობა; მოსარჩელის განმარტებით, სწორედ აღნიშნული 160.00 კვ,მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა სამეწარმეო ობიექტს და შპს „-------“ იღებდა შემოსავალს. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოსავლის მიღება არ წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის დავის საგანს, მაგრამ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი სხვა არაფერია, თუ არა პირებს (ფიზიკური, იურიდიული) შორის არსებული კონფლიქტის დარეგულირება.
წინამდებარე შემთხვევაში, მართალია მხარეთა შორის ნებაყოფლობით დადებულია ორმხრივი გარიგება, თუმცა უდავოა, რომ შპს „-----"-ს საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა მოხდა აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დადასტურებულია 2011 წლის 14 ივლისის შეთანხმების 1.1. პუნქტის ა) ქვეპუნქტით. კერძოდ, ქ. ---ის მერიის მიერ ხორციელდება ქ. ---ში, ---ს ქუჩის მიმდებარედ --ს სტადიონის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას;
საქართველოს საკასაციო სასამართლომ ნების გამოვლენის საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ „სწორად გაიგო თუ არა მხარემ (მოსარჩელემ) ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ ნების გამოვლენის საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ „სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს“.
განსახილველ შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრეთა ნებაყოფლობით ხელშეკრულების გაფორმების და ქონების დათმობის (სანაცვლო ქონების გადაცემის
დათქმით) მხარეთა შორის 2011 წლის 14 ივლისის შეთანხმების 1.1. პუნქტის დ) ქვეპუნქტით წინამდებარე შეთანხმების მხარეთა მიერ ნებაყოფლობით გაფორმების გამო, ------ს საკუთრებაში არსებული, ქ. ---ში, დასახლება --ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: --) და მასზე განთავსებული შპს "----" საკუთრებაში არსებული 160,00 კვ. მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის მიმართ საჭირო აღარ არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
ასეთ შემთხვევაში, ცხადია მოსარჩელის კანონთან კონფლიქტი, რადგან იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა ქონების კანონის საფუძველზე ექსპროპრიაცია, მესაკუთრე მიიღებდა გარანტირებულ კომპენსაციას და მას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, დღგ-ის გადახდა არ დაეკისრებოდა, (საქართველოს კონსტიტუციის 19.3 მუხლით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან), ხოლო მხარეთა შორის ნებაყოფლობით გარიგების დადებისას, მაშინ როდესაც უტყუარად დადგენილია, რომ მოსარჩელემ
6.8. სასამართლო მიიჩნევს რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება
საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა
გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება. მითითებული კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.
მოცემულ შემთხვევში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ----ის მერიამ 2011 წლის 27 აპრილს N--- წერილით მიმართა შპს "----" და ფ/პ ---ს. რომ დაგეგმილი --ს სტადიონის მშენებლობიდან გამომდინარე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მერიისათვის გადაეცათ 2396 კვ.მ. მიწა, რომელზეც განთავსებული იყო შპს "---" 160 კვ.მ. შენობა ნაგებობა. კომპენსაციის მიზნით შესთავაზა მიწის ადგილმონაცველობა ამ საკითხზე მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება დამთავრდა 2011 წლის 14 ივლისს "საესპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" შეთანხმების დადებით, რომლის მიხედვით ---მ ქ.--ის მერიას გადასცა მის საკუთრებაში არსებული 2396 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული შპს "----" ბალანსზე რიცხული 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. სანაცვლოდ ქ.---ის მერიის მიერ მეორე მხარეს გადაეცა 3581 კვმ. მიწა, მათ შორის ---ს 2396, ხოლო შპს "-----‘’-ს -' 1185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. (ტ.1.ს/ფ. 14-21). 2015 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგად შედგა აქტი, რომლის მიხედვით ქ.----ის მერიასა და შპს "----" შორის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიწის მონაცვლეობა მიჩნეული იქნა ბარტერად და მომხდარი ოპერაცია დაექვემდებარა სახელმწიფო საგადასახადო ფულად ვალდებულებას. შპს "----"-ს დაეკისრა როგორც დღგ-ს ისე მოგების გადასახადის გადახდა, რასაც დაემატა ჯარიმა და საურავი, სულ დაეკისრა 412432,03 ლარის გადახდა.(ტ.1.ს/ფ.22-92).
შპს "-----"-მ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმება და მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ხოლო შემდეგ საქართველ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვების საბჭოში. ორივე შემთხვევაში შპს "----" და მერიას შორის დადებული შეთანხმება "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" მიჩნეული იქნა ბარტერად, ამავე დროს შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს "-----" მოთხოვნა და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს კორექტირება შეეტანა 2015 წლის 16 დეკემბრის N094-585 საგადასახადო მოთხოვნაში. (ტ.1.ს/ფ.99-103.135-148).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა
2017 წლის 6 სექტემბერს გამოსცა ბრძანება N23599 "გადასახადების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შემცირების შესახებ" და შეუმცირა შპს "---"ს მხოლოდ დარიცხული ჯარიმა და საურავი 19520 ლარით. (ტ.1. ს/ფ.128).
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგად, ----ის აღმასრულებელ ორგანოს და მეორეს მხრივ შპს „----“ (ს/ნ ----) და ფიზიკურ პირს, ---ს შორის, საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის შესახებ 14.07.2011 წლის შეთანხმება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ჩაითვალა ბარტერულ შეთანხმებად.
როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ აღნიშნული ოპერაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტობრივი შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერად იქნა განხილული, როგორც ბარტერული ოპერაცია, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები დღგ-ის დაბეგვრის მოთხოვნის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რადგან ასევე უდავოდ დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანომ იმავე გარიგების საფუძველზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად, მოსარჩელე საგადასახადო კოდექსის 269.7-ე მუხლის საფუძველზე სრულად გათავისუფლა, დარიცხული ჯარიმის და საურავისგან.
გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მიწოდება რეალურად მოხდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 14.07.2011 წლის შეთანხმება, ----ის მერის წერილი, ოპერაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს დღგ-ს მიხედვით დასაბეგრ ოპერაციად და მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ უნდა იმსჯელოს ჩათვლის გამოყენების (ვალდებულებაზე) შესაძლებლობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
(იხ.ანალოგიურ საქმეზე საკასაციო სასამართლოს გაჩინება ბს-1027(2კ-19) 22/10/2020).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების მემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში (ექსპროპრიაციის ნაწილში დღგ-ს დარიცხვა) არ შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დავის განხილვისას შეფასება არ მიეცა იმ არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიწოდება რეალურად მოხდა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რეალურად მოსარჩელემ ქონება დათმო აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამოდინარე და უნდა ემსჯელა ჩათვლის გამოყენების (ვალდებულებაზე) შესაძლებლობაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, სრულყოფილად არ გამოიყენა ის ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებამოსილებები, რაც მას გააჩნია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და შესაბამისად სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 746.00 (ტ.1.ს/ფ.162;178) ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან ნახევარი- - 373.00 ლარი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხოლო მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი - 373.00 ლარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199–ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „-------”-ს (ს/კ -----) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის N094-585 საგადასახადო მოთხოვნა ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N12860 ბრძანება ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2016 წლის N27347 ბრძანება ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის N094-257 საგადასახადო მოთხოვნა ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.6. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.7. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2017 წლის N23599 ბრძანება ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
1.8. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი დეპარტამენტის 06.09.2017 წლის N094-251 საგადასახადო მოთხოვნა ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
2. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახლი ადმინისტრაციული აქტი, შპს „-------”-ს (ს/კ -------) საჩივართან დაკავშირებით ექსპროპრიაციის ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში.
3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს შპს „------”-ს (ს/კ -----) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 746.00 ლარის ნახევარის 373.00 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე
მალხაზ ჩუბინიძე
მოსამართლის თანაშემწე:
გიორგი ესაძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
ფაქტობრივი გარემოება
2011 წლის 27 აპრილს მერიამ წერილით მიმართა გადასახადის გადხამხდელს, რომ დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის მერიისათვის გადაეცათ 2396 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე გადასახადის გადხამხდელის კუთვნილი 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. მერიამ საზოგადოების დირექტორს შესთავაზა სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი და იმავე წერილით გააფრთხილა, რომ შეთავაზებაზე უარის შემთხვევაში იმოქმედებდა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ანუ მოხდებოდა ქონების ექსპროპრიაცია. მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ქონების დათმობისა და კომპენსაციის მიღების თაობაზე, რაც დასრულდა 2011 წლის 14 ივლისს "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" შეთანხმების გაფორმებით. შეთანხმებით მერიას გადაეცადირექტორის საკუთრებაში რეგისტრირებული 2396 კვ.მ. მიწა და კომპანიის ბალანსზე რიცხული 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. მიღებული ქონების სანაცვლოდ ამავე შეთანხმებით მერიამ დირექტორსს გადასცა სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი 2396 კვ.მ. ხოლო კომპანიას 1185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
2015 წლის 15 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა, გასვლითი. საგადასახადო შემოწმება და შედეგად საზოგადოებას დამატებით დაერიცხა გადასახადი. ამავე აქტით აუცილებელი საზოგადოების საჭიროებისათვის 2011 წელს ქონების მონაცვლეობაზე დადებული გარიგება მიჩნეული იქნა ბარტერულ ოპერაციად, რის გამოც ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამანტმა კომპანიას შენობა-ნაგებობების ღირებულებაზე დაარიცხა დღგ და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. გარდა ამისა, ბარტერის ოპერაციის შედეგად მიღებული შემოსავალი, მიწის რეალიზაციით მიღებული ნამეტი ჩაითვალა 2011 წლის ერთობლივ შემოსავლებში და დაიბეგრა მოგების გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული საჩივარი შემოსავალების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 11.05.2016 წლის N12860 ბრძანებით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამოსცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2016 წ. N27347 ბრძანება და 29.09.2016 წ. საგადასახადო მოთხოვნა N094-257, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. 2017 წლის 06 ივლისს საბჭომ საჩივარზე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს კორექტირების შეტანა N094-585 2015 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნაში. თუმცა საბჭომ 2011 წლის გარიგება მერიასა და ფირმას შორის "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" ჩათვალა ბარტერად და ამ ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადები დღგ-ის და მოგების ნაწილში დატოვა ძალაში. მერია ადასტურებს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება გამომდინარეობდა ექსპროპრიაციის საჭიროებიდან და შესაბამისი კანონით.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; სამოქალაქო კოდექსი;
სსკ 73(9); 168(4); 269(7); 275