თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის ნორმები

ბრძანება 29.12.2025
№ დოკუმენტი 28828
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სსიპ შემოსავლების სამსახურის

უფროსის ბრძანება № 28828

29 დეკემბერი 2025

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების

დანაკარგის ნორმები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2025 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ოქმი №1),ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს „თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის ნორმები“ ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიგარა/სიგარეტის და სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 03 მაისის №2140 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 

ირაკლი ბერაია

სამსახურის უფროსი

 

დანართი №1

 

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების

დანაკარგის ნორმები

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1767177237959 {width: 481.05pt; margin-left: -0.5pt; margin: 0 auto !important; }ოპერაციების დასახელება

დანაკარგის ნორმა %

 

თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები

 

სეს ესნ კოდი: 2401

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

0.5%

 

ხელით ნიშანდებული

0.1%

 

სიგარები,სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით

 

სეს ესნ კოდი: 2402 10 000 01

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

0.5%

 

ხელით ნიშანდებული

0.1%

 

სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით

 

სეს ესნ კოდი: 2402 10 000 02

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

0.5%

 

ხელით ნიშანდებული

0.1%

 

სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით

ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით

 

სეს ესნ კოდი: 2402 20

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

1%

 

ჩილიმით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისთვის 1- ელი შენიშვნის შესაბამისად

 

სეს ესნ კოდი: 2403 11 000 00

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

0.5%

 

ხელით ნიშანდებული

0.1%

 

დანარჩენი

 

სეს ესნ კოდი: 2403 19

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

0.5%

 

ხელით ნიშანდებული

0.1%

 

ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო

 

სეს ესნ კოდი: 2403 91 000 00

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

0.5%

 

ხელით ნიშანდებული

0.1%

 

საღეჭი ან საყნოსი ( ბურნუთი ) თამბაქო

 

სეს ესნ კოდი: 2403 99 100 00

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

0.5%

 

ხელით ნიშანდებული

0.1%

 

თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით

 

სეს ესნ კოდი: 2404 11 000 00

 

ავტომატიზებული ან მექანიკურიმოწყობილობებით ნიშანდებული

1%

 

დანარჩენი, ნიკოტინის შემცველობით

 

სეს ესნ კოდი: 2404 12 000 00

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

0.5%

 

ხელით ნიშანდებული

0.1%

 

დანარჩენი

 

სეს ესნ კოდი: 2404 19 900 00

 

ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებული

0.5%

 

ხელით ნიშანდებული

0.1%

 

შენიშვნა:

 

1. თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა (შემდგომში - დანაკარგი) არის გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საქონლის ნიშანდების (დაკვრის) პროცესში დაზიანებული მარკების ჯამი, რომლის ოდენობა არ აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში ამავე პირის მიერ ამავე საქონლის ნაწილში აქტივირებული მარკების:

ა) 0,1%-ს - ხელით ნიშანდების შემთხვევაში (თვითწებვადი მარკები);

ბ) 0,5%-ს - ავტომატიზებული/მექანიკური მოწყობილობით ნიშანდების შემთხვევაში (მშრალი მარკები);

გ) 1%-ს - მიუხედავად ნიშანდების ფორმისა, თუ შესაბამისი საქონელი კლასიფიცირდება (ექცევა) სეს ესნ კოდებში: 2402 20 ან 2404 11 000 00.

2. მიმდინარე წლის დასრულების შემდეგ, დანაკარგი ექვემდებარება გადაანგარიშებას, თუ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი საქონლისთვის განკუთვნილი აქტივირებული მარკების ოდენობა წინა კალენდარული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შეიცვალა 10%-ით ან მეტით. ამასთან, დაბეგრილი დანაკლისები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ექვემდებარება:

ა) იმავე კალენდარული თვეების აქციზის გადასახადის დეკლარაციების დაზუსტების გზით შემცირებას, რომლებშიც მოხდა მათი ასახვა (დაბეგვრა), თუ მიმდინარე წლის განმავლობაში შესაბამისი საქონლის ნაწილში აქტივირებული მარკების ოდენობა წინა კალენდარული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა 10%-ით ან მეტით;

ბ) მიმდინარე წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის აქციზის გადასახადის დეკლარაციაში ასახვას (დაბეგვრას), თუ მიმდინარე წლის განმავლობაში შესაბამისი საქონლის ნაწილში აქტივირებული მარკების ოდენობა წინა კალენდარული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირდა 10%-ით ან მეტით.

3. თუ არ არსებობს შესაბამისი საქონლისთვის განკუთვნილი აქტივირებული მარკების ოდენობის შესახებ წინა კალენდარული წლის მონაცემი, დანაკარგი დგინდება მიმდინარე წლის განმავლობაში დანაკლისის გამოვლენის თვის თითოეული თვის მიმართ ცალ-ცალკე, შემდეგი წესით:

ა) პირველად გამოვლენილი დანაკლისის შემთხვევაში, დანაკარგი არის გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საქონლის ნიშანდების (დაკვრის) პროცესში დაზიანებული მარკების ჯამი, რომლის ოდენობა არ აღემატება მიმდინარე წლის დასაწყისიდან, დანაკლისის გამოვლენის თვის ჩათვლით პერიოდში ამავე პირის მიერ ამავე საქონლის ნაწილში აქტივირებული მარკების:

ა.ა) 0,1%-ს - ხელით ნიშანდების შემთხვევაში (თვითწებვადი მარკები);

ა.ბ) 0,5%-ს - ავტომატიზებული/მექანიკური მოწყობილობით ნიშანდების შემთხვევაში (მშრალი მარკები);

ა.გ) 1%-ს - მიუხედავად ნიშანდების ფორმისა, თუ შესაბამისი საქონელი კლასიფიცირდება (ექცევა) სეს ესნ კოდებში: 2402 20 ან 2404 11 000 00.

ბ) მეორედ და ყოველ შემდგომ ჯერზე გამოვლენილი დანაკლისის შემთხვევაში, დანაკარგი ანგარიშდება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ პირობით, რომ აღნიშნული რაოდენობა უნდა შემცირდეს წინა თვეებში გამოყენებული დანაკარგის რაოდენობით.

გ) ამ პუნქტის მიზნებისთვის, მიმდინარე წლის დასრულების შემდეგ, დანაკარგი ექვემდებარება გადაანგარიშებას და დაბეგრილი დანაკლისები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმავე კალენდარული თვეების აქციზის გადასახადის დეკლარაციების დაზუსტების გზით შემცირებას, რომლებშიც მოხდა მათი ასახვა (დაბეგვრა), თუ გამოვლინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საქონლის ნიშანდების (დაკვრის) პროცესში დაზიანებული მარკების ჯამი, არ აჭარბებს მიმდინარე წლის განმავლობაში ამავე პირის მიერ ამავე საქონლის ნაწილში აქტივირებული მარკების ჯამის:

გ.ა) 0,1%-ს - ხელით ნიშანდების შემთხვევაში (თვითწებვადი მარკები);

გ.ბ) 0,5%-ს - ავტომატიზებული/მექანიკური მოწყობილობით ნიშანდების შემთხვევაში (მშრალი მარკები);

გ.გ) 1%-ს - მიუხედავად ნიშანდების ფორმისა, თუ შესაბამისი საქონელი კლასიფიცირდება (ექცევა) სეს ესნ კოდებში: 2402 20 ან 2404 11 000 00.

4. დანაკარგი არ გამოიყენება წუნდებული (არასათანადოდ დაბეჭდილი) მატერიალური ფორმის აქციზურ მარკების მიმართ.

5. გადასახადის გადამხდელს არ ეკისრება საქონლის ნიშანდების (დაკვრის) პროცესში დაზიანებული მარკების შენახვის ვალდებულება.

6. ამ დანართის მიზნებისთვის, აქტივირებულ მარკებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიზნებისთვის, აქციზური მარკების გააქტიურებას.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე