წარმომადგენლობითი ხარჯები (უცხოელი დამფუძნებლისათვის ანაზღაურებული სასტუმროს ხარჯები) N 0601
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
წარმომადგენლობითი ხარჯები N 0601
ფაქტობრივი გარემოებები
· პარტნიორზე ანაზღაურებულ იქნა ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯები (სასტუმრო, ბილეთის ღირებულება და სხვა)
· გაწეული ხარჯი განხილულია წარმომადგენლობით ხარჯად და გამოქვითულია
· I ვარიანტში ხარჯი ანაზღაურებულ იქნა 2011 წლამდე
· II ვარიანტში ხარჯი ანაზღაურებულ იქნა 2011 წლის 1 იანვრის შემდგომ
შეფასება
· პარტნიორზე გაწეული ხარჯი არ წარმოადგენს წარმომადგენლობით ხარჯს
· გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი
· განაცემი წარმოადგენს პარტნიორისათვის სარგებლის სახით მიღებულ შემოსავალს
· I ვარიანტში საწარმოს აგენტის ვალდებულება არ ეკისრება
· II ვარიანტში საწარმოს ეკისრება აგენტის ვალდებულება, როდესაც პარტნიორს არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა
ღონისძიებები
· I და II ვარიანტში უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)
· I და II ვარიანტში დეკლარაციში მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
· I ვარიანტში პარტნიორს უნდა დაერიცხოს საშემოსავლო გადასახადი მიღებულ სარგებელზე
· I ვარიანტში დეკლარაციის წარუდგენლობისათვის პარტნიორი დაჯარიმდება სსკ-ის 274-ე (ძვ. 131-ე) მუხლის ან გადასახადის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის შესაბამისად
თუ გადასახადი დაკავებული და გადახდილია გადახდის წყაროსთან, მაშინ პარტნიორი საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არ დაჯარიმდება.
II ვარიანტში, ხარჯების ანაზღაურების დროს მნიშვნელობა არ აქვს, პირზე გაიცა ფულადი თანხა თუ ანაზღაურებულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი ინვოისები
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც