N 471 - 06/12/2023 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №471
2023 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-6 მუხლის:
1. მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საბაჟო საწყობიდან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან პირიქით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის დანიშნულებით, ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ერთი პირის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს შორის საქონლის გადაადგილებისას – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს;“.
2. 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:
„33. საბაჟო საწყობიდან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან პირიქით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის დანიშნულებით, ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ერთი პირის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს შორის საქონლის გადაადგილებისას შევსებული მოწმობის რეგისტრაცია „eCustoms“-ის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მიერ.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე